საქართველოსთვის ორივე მატჩის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება აუცილებელია - თურქეთი წაგებას გადაურჩა და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის С1 ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია ლუქსემბურგთან (3:3) და ვადამდე მოიპოვა B დივიზიონისა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში ყაზახეთი, თურქეთი და საბერძნეთი გავიდნენ, მეოთხე მონაწილე კი, იმედია, საქართველო იქნება, რომელიც დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად 1 ქულაც ჰყოფნის, მაგრამ დარჩენილ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება, რათა ნახევარფინალის სახლში ჩატარების უფლება მიიღოს.

ამჟამად გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ:

თურქეთი - 5 ტურის შემდეგ 13
ქულა
(ბურთების შეფარდება 17:3).
ყაზახეთი - 5 ტურის შემდეგ 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 4 ტურის შემდეგ 12 ქულა (7:0)
საქართველო - 4 ტურის შემდეგ 10 ქულა (12:2).

სტამბოლი. „ბაშაკშეჰირი“
თურქეთი - ლუქსემბურგი 3:3
გოლები: 0:1 მარტინსი (8), 1:1 უნდერი (16, პენ), 1:2 სინანი (37), 2:2 შანო (39, საკ. კარში), 2:3 როდრიგეში (69), 3:3 იუკსეჩი (87)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მთავარი მატჩი დღესაა და არ უნდა წავაგოთ დიდი ანგარიშით.გიბლარტარს აუცილებლად მოვუგებთ და ვის სად შევხვდებით მნიშვნელობა არ ექნება.ისეთი გუნდი გვყავს საკვალიფიკაციოდანაც რომ გავა მუორე ადგილით მაინც.ეხლანდელი ნაკრები ძალიან ჰგავს იმ დინამოს ახალკაცი რომ მივიდა.
ენძო
09:46 23-09-2022
1
ჩრდილო მაკედონიელები აქ სახუმაროდ არ ჩამოდიან , აქვთ მოტივაცია და შესაბამისად გეგმაც, ფრემ ბულგარეთთან იმედებიც გაუჩინა,არც ჩვენის მხრიდან იქნება უპრიანი ნაადრევად გულის დამშვიდება , გვახსოვდეს ბურთი მრგვალია! სავარაუდოდ არ გვექნება იოლი შეხვედრა, ფრთხილად , გამოზომილად და გულმოდგინებით უნდა მივაღწიოთ ჩვენსას, თუ პირველ გოლს დავდებთ თამაშიც გაიხსნება და მეტი შანსებიც გვექნება.
ბაბაია
13:06 23-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული