"მაკედონია პრობლემებზე მაღლა დგას, უპირობო გამარჯვება საქართველოსთან" - ჩრდილომაკედონიური პრესა დღევანდელ მატჩს ეხმაურება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, დღეს, ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს.

ჩრდილომაკედონიური გამოცემა ekipa.mk მატჩის შესახებ სტატიას აქვეყნებს და დანაკლისის მიუხედავად, დღეს 3 ქულის მოპოვებას ელიან.

"ჩვენს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად დღეს მთავარი შეხვედრა ელის, თუმცა ნათელია, რომ 3-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მარტივი არ იქნება, რადგან მილევსკის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

მიუხედავად მნიშნვნელოვანი დანაკლისისა, არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეუძლია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე პრობლემები, ამიტომ ფეხბურთელები მოედანზე საბრძოლველად მზად არიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებენ" -
წერს მაკედონიური გამოცემა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფს საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას 7 ქულით ჩრდ. მაკედონია იკავებს, მესამე ადგილზე 3 ქულით ბულგარეთის ნაკრებია, ხოლო მე-4 ადგილზე 1 ქულით გიბრალტარი იმყოფება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

alt"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები მაკედონიას მომავალ ერთა ლიგაში,ოღონდ ისევ c ჯგუფში
გელა
23 სექტემბერი 2022 22:32
0
ამათმა უნდა შეიგნონ რომ 2020 ში საქართველოს წაგება (და არა მაგათი მოგება) იყო მთელი მაგათი მაკედონიური ფეხბურთის ისტორიის პიკი. მორჩა მეტი აღარ იქნება
Bidzia.
23 სექტემბერი 2022 19:11
0
საქართველო ის ქვეყანაა რომელიც თვით ალექსანდრე მაკედონელმა ვერ დაპყრო და ვერ შეძლო მისი გავლით დაბრუნებულიყო სახლში. უვიცმა უტიფარმა ჩრდილო მაკედონიელებმა ისტორია წაიკითხონ მაკედონიელობაზე თავს რო დებენ თუ იციან მაინც ვისთან ააქვთ საქმე.
qartveli
23 სექტემბერი 2022 19:08
0
მაკედონია პრობლემებზე მაღლა დგას?! მისთვის უმთავრესი პრობლემა საქართველოა და გერმანია–იტალიის მჯობს სწორედ საქართველომ უნდა აჯობოს და დასცეს ბეჭებზე!
ლაშა
23 სექტემბერი 2022 18:09
0
დღეს ჩაკვეტაძის დღე იქნება იმ კარგად დაწყებული საქმის ტრავმის გამო ბოლომდე ვერ მიყვანის გამო.წარმატებები ნაკრებს✊❤️❤️
emigrant
23 სექტემბერი 2022 13:58
1
არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ტექნიკური ფეხბურთი და ვერაფერს გახდებიან! მათმა ტრაბახმა უფრო მოტივირებულები უნდა გაგვხადოს. ყველა მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, თუგინდ ფარერები იყოს. ახლა სწორედ რომ ხარისხიანი თამაშის დროა, რომ კიდევ უფრო დავაინტერესოთ სკაუტები. ახლა თვითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს!
ლაშა
23 სექტემბერი 2022 13:54
0
კარგია გამარჯვების თუ სჯერათ და თანაც ძალიან უნდათ. წესით უნდა შეგვიტიონ, რაც მათვის ცუდად დამთავრდება. ბულგარეთივით არ ჩაჯდებიან ცხადია.
G.LA
23 სექტემბერი 2022 13:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული