"სანიოლის ხელმძღვანელობით და "ნაპოლის" სამკაულის ლიდერობით საქართველოს ნაკრები ყველას გაოცებას აგრძელებს" - იტალიური გამოცემის სტატია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები წარმატებულად თამაშს განაგრძობს, ვილი სანიოლის გუნდმა გუშინ ჩრდ.მაკედონია 2:0 დაამარცხა და B დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ეროვნული გუნდის წარმატებას იტალიური გამოცემა Goal Italia ეხმაურება და ჟურნალისტი ლეონარდო გუალანო საქართველოს ნაკრებს ვრცელ სტატიას უძღვნის.

"სანიოლის ხელმძღვანელობით და "ნაპოლის" სამკაულის ლიდერობით საქართველოს ნაკრები ყველას გაოცებას აგრძელებს, ხვიჩამ ამ შეხვედრაშიც ლიდერის როლი მოირგო და გუნდს გამარჯვებისაკენ გაუძღვა, ჩრდ.მაკედონიასთან გამარჯვების წყალობით, ვილის გუნდი B დივიზიონში დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების სათავეში ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ვილი სანიოლი დგას, "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა 2021 წელს შეძლო იმ კვადრატის
პოვნა, რამაც გუნდის მსვლელობის სიჩქარე რადიკალურად შეცვალა. სანიოლის დებიუტი წარმატებული გზით არ დაწყებულა, 2021 წლის მარტიდან ოქტომბრის დასაწყისამდე მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7-ჯერ დამარცხდა და 17 გოლი გაუშვა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებისთვის სამყარო თავდაყირა დადგა, რაზეც გუნდის წარმატებული სერია მეტყველებს, 9 შეხვედრიდან 7 გამარჯვება და 2 ფრე. გამარჯვებებს წინ უძღვოდა სათამაშო სქემის შეცვლა (3-4-3), ასევე საბოლოოდ უარის თქმა 4 მცველიან ტაქტიკაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი "სამკაულები".

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია, სამკაული, რომელიც სერი A-ში გულშემატკივართა მოჯადოებას განაგრძობს, ერთა ლიგის სულ რაღაც 8 შეხვედრაში 10 საგოლე ქმედება განახორციელა (5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), "კვარა" არასოდეს ჩერდება და წარმოადგენს გუნდს, რომელსაც სხვა გამორჩეული, ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს, მაგალითად: გიორგი მამარდაშვილი (ახალგაზრდა და ძალიან ძლიერი მეკარე რინო გატუზოს "ვალენსიადან"), ასევე ლუკა ლოჩოშვილი (სერია A-ს კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც "კრემონეზეს" მაისურს ირგებს), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდოს" ნიჭიერი თავდამსხმელი), ასევე გიორგი წიტაიშვილი (პერსპექტიული მარცხენა გარემარბი), ამ ახალგაზრდებს ზურგს გამოცდილი ფეხბურთელები უმაგრებენ, მათ ახლა ნაკრებში საუკეთესო პერიოდი აქვთ" - წერს გუალანო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს გიბრალტარის წინააღდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: არ გაგვიმართლა და დავმარცხდით

alt"წინ დიდი გამარჯვებებისკენ" - ხვიჩა მაკედონიასთან გამარჯვებას გამოეხმაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
კი,მეც ესე მომეჩვენა
უცნობი
22:15 26-09-2022
0
მექვაბიშვილი დაგავიწყდათ)))
გიუშა
20:12 24-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული