ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
ლობჟანიძის ცენტრში თამაში სისულელეა. აი, ჩაკვეტაძის ადგილი მომავალში ცენტრში უფროა, ევროტურნირების ფლეიოფში სლოვანში ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე ხშირად იდგა.
რობერტ კემბელი
24 სექტემბერი 2022 17:19
1
ჟურნალისტიკაში ხო ჭიპი გაქვს მოჭრილი და ეხლა ფეხბურთს მიადექი.. წადი გაიარე რა. ჩაკვე საყრდენად? ჩაკვესნაირი სწრაფი ტექნიკური და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი სადმე გინახია????? ან ლობჟანიძეს რაუნდა ცენტრში ერთი ჩია ბიჭია?! ცენტრი იმიტო დავთმეთ რომ მაკედონიას კლასიანი ნახევარმცველები ყავს ბარდი ელმასი და შენი ტრაქტორისტი აბურჟანია და კვეკვე ჯიბეში ჩაისვეს... ნამეტანი დაცვის მქონე ფეხბურთელი გვყავდა ნახევარდაცვაში დაყენებული და მიტო დათმეს.. ნახევარი უნდა იყოს ასეთი კვეკვე ვინუჟდენი სხვა არავინაა კიტეიშვილი ლობჟანიძე წიტაიშვილი და დავითაშვილი ჩაკვედან ერთ ერთი...
რონი
24 სექტემბერი 2022 17:16
6
ექსპერიმენტები ზოგადად კარგია, მაგრამ მერაბ ჩაკვეტაძე საყრდენად როგორ წარმოგიდგენია?
მამუკა
24 სექტემბერი 2022 17:04
13
რატომ გვარიშვილობა არ უწყობს ხელს?DDDDDDDDDDDDDDD
გოგი
24 სექტემბერი 2022 18:23
1
ვეთანხმები. გიბრალტართან შეიძლება მცირე ექსპერიმენტების ჩატარება. და იმ აზრზაც ვიზიარებ, რომ 11 საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყოს სასტარტოში, მათი ნომინალური (ანუ ჩვეული) სათამაშო პოზიციის მიუხედავად.
დამატებითი ინფორმაცია გეოგრაფიის მოყვარულთათვის:
მეტრეველი - სოფელი უწერა, ონის რაიონი, რაჭა
ლობჟანიძე - სოფელი აბარი, ამბროლაურის რაიონი, რაჭა
ქ. გ.
24 სექტემბერი 2022 16:59
7
ასპროცენტიაააან!!!! საღოლ მერაბ!!!
mirosan
24 სექტემბერი 2022 16:53
9
მოდი ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მიხედოს
Caruzo9
24 სექტემბერი 2022 16:43
32
არ ვიცი როგორი ჟურნალისტია,მაგრამ ფეხბურთი ბავშვობაშიც არ აქვს ნათამაშები,როცა საყდენი ღებულობს შეფასებას 7.8(აბურჯანია),მამარდაშვილის შემდეგ საუკეთესოს,და საყდენის შეცვლაზე ლაპარაკობ,ელემენტარული ფეხბურთს ეტყობა ყურებით უყურებს!!!(ეს მალე სანიოლის ტაკტიკის ხარვეზებზეც მოგვახსენებს თავის აზრს)!!
სასაცილოა
24 სექტემბერი 2022 16:41
44
აბურჯანია თუ საუკეთესო იყო, მაშინ აშკარად სხვა თამაშს უყურა იმან, ვინც 7.8 დაუწერა
????
24 სექტემბერი 2022 19:49
1
თუ გუშინდელ თამაშს უყურე , მაშინ სასაცილო შენი კომენტარია
zaza
24 სექტემბერი 2022 17:52
2
არაა ურიგო აზრი ღირს დაფიქრება, მარლა და მართლა ღმერთმა ქნას და ჩაკვე თუ ძველი ჩაკვე გახდება მართლა სკამზე ხომ არ უნდა გვეჯდეს>
ტტტ
24 სექტემბერი 2022 16:27
2
სწორია მერაბი, ნამდვილად გვაკლდა საყრდენი და თუ ძლიერ გუნდებთან გვინდა თამაში საქმე უნდა გავიიოლოთ საყრდენი ნახევარმცველებით. ნამდვილად სიცარიელე იყო მოედნის ცენტრში და როცა ნახევარდაცვაში სიცარიელე გაქვს, უპირატესობას ბუნებრივია ვერ მოიპოვებ!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 16:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული