ერთა ლიგაზე გიბრალტართან მატჩის წინ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:
"საკმაოდ წარმატებული წელი იყო ნაკრებისთვის. დაგვრჩა ბოლო ოფიციალური თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ".