საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
მოვლენები ჩვენთვის საუკეთესოდ აეწყო. იღბალი გვაქვს, დანარჩენი ჩვენზეა.
გიორგი
16:47 28-09-2022
0
მაგ დროს უკეთესი ნაკრები უნდა გვყავდეს ჩემი აზრით. კვარა სხვა დონეზე ასევე მამარდა, ლოჩოშვილი, მიქაუტაძე, ზურიკო და იმედია მომდევნო სატრანსფეროზე უკეთეს გუნდებში გადავლენ ნაკრების ფეხბურთელები
რაბუ
10:35 28-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული