"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, ევრო 2024-ის და მომავალი მეტოქეების შესახებ ისაუბრა.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვედრა არ სურდა.

"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და მომეცა იმის საშუალებაც, რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, მოწინააღმდეგე მხარეს არასდროს ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორი შეგრძნება მექნება, კვიპროსი ჩემთვის უცხო ქვეყანა არაა 32 წელია იქ ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე კვიპროსიდანაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა, მაინც
არ მსურდა საქართველოსთან ქვეჯგუფში მოხვედრა, თუმცა ასე მოხდა.

ესპანეთის ნაკრები ფავორიტია, თუმცა შოტლანდიასაც და ნორვეგიასაც კარგი ნაკრებები ჰყავთ, ბოლო წლების განმავლობაში შოტლანდიელთა შემადგენლობაში თამაშობს 10-12 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგიდან, ნორვეგიის ნაკრებს ჰოლანდის გარდა სხვა გამორჩეული ფეხბურთლებიც ჰყავს, საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან თამაში ყოველთვის უჭირდა, 3 მატჩიდან 3-ივე წავაგეთ, ამ მხრივ კვიპროსს კიდევ უფრო ცუდი ისტორია აქვს, ნორვეგიასთან 11-ჯერ დამარცხდნენ, შოტლანდიასთანაც ყველა თამაში დათმეს, მომავალი მეტოქეებიდან მხოლოდ ესპანელებს მოუგეს (3-2),

საქართველოს ნაკრებში კარგი სიტუაციაა, სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაზე წარმატებულად იასპარეზა და ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, შესაძლოა თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, თუმცა დღესდღეობით მთავარი 3 ქულის მოპოვებაა, მათ დაამტკიცეს, რომ კარგი გუნდი ჰყავთ. თუ დღეს არ გყავს 11 მოთამაშე, რომლებიც წინ და უკან შეუჩერებლად ირბენენ, მატჩის მოგება შეუძლებელია.

კვიპროსის ნაკრებს საშინაო მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეუძლია, ბერძნებმა ვერ დაგვაფასეს და ეგონათ, რომ მარტივად დაგვამარცხებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. გვყვავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

მიხარია, რომ ჩაკვეტაძეს "სლოვანში" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფეხბურთს აჩვენებს, თითქმის ყოველ თამაშში საგოლე პასებს აკეთებს, ამხანაგურ შეხვედრებში შანსი მიეცემა და უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს" - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 2023 წლის 28 მარტს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

alt"ვინ მენატრება ყველაზე მეტად? მშობლები" - თემურ ქეცბაია სტუმრად "ნოესთან" [VIDEO]

alt"თბილისს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს..." - თემურ ქეცბაია

მკითხველის კომენტარები / 14 /
ურთულესი ჯგუფია... ყველა თამაში ძნელი იქნება. თუმცა, იმედია უმედოდ არავისთან არ ვიქნებით. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
16 ოქტომბერი 2022 14:20
0
მერე არ ათამაშოს და მოგვაგებინოს
ჯიმშერ ფილფანი
16 ოქტომბერი 2022 12:46
9
აბა ულაააააააააააააააააააააააააა წარმატებები ქეც ქეც ქეც ყველასტან მოგება დიდება უფალს
kaka
16 ოქტომბერი 2022 12:03
0
თემური მართლაც პატრიოტი და თან კაი ადამიანია. მინდა ვუსურვო წარმატება ყველა გუნდთან (საქართველოს ნაკრების გარდა
ზაზა გ.
16 ოქტომბერი 2022 00:31
1
დაე ძლიერმა გაიმარჯვოს,წარმატებას გირუსვებ. შენ რომ გიყვარს ეს ქვეყანა და ეს გუნდი ნეტა ეგრე ფედერაციაში უყვარდეთ ჯიგარი ხარ თემო შენაირი ჯიგრიანი მოთამაშე ნაკრებს არ ყოლია სულ ბოლომდე იხარჯებოდი ყველა თამაშიში
იბერიელი
16 ოქტომბერი 2022 00:03
1
ნეტავ შენ როგორც პატივს გცემენ საქართველოში, იმის ნახევარს "სხვები" იმსახურებდნენ, გამგები გაიგებს ვისზედაც ვაკეთებ აქცენტს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ.............
სტალინი
15 ოქტომბერი 2022 22:01
2
Temur dzalian miyvarxar newcastlis tamashebs shesgamo vuyurebdi yvela tamashi maqvs nanaxi shenairi patrioti kaci bevri ar aris saqartvelosho ase ro dzlierma gaimarjvos imedia es zaqrtvelos nakrebi iqneba
Aleko
15 ოქტომბერი 2022 20:40
0
არაუშავს ! ასეთია ფეხბურთის კანონი! ბოლობოლო ტანკით ხო არ მოდიხარ, გუნდი ჩამოგყავს ფეხბურთის სათამაშოდ! ძნელია მაგრამ , ხელმეორედ არავინ აღარ ჩაატარებს კენჭისყრას… ჩამოიყვან გუნდს და ვინც დაინსახურებს და მოინდომებს ის მოიგებს! იმდეია ჩვენ მოვიგებთ და მერე თქვენ სხვებს გაამწარებთ!!!/. ყველას გვინდოდა ასე რომ არ ყოფილიყო მაგრამ რას ვიზავთ! მასე არც სლოვანი გვინდოდა მაგრამ სამი ქართველი და ყოფილი მწვრთნელი ჩამოვიდა და შეგვიჭამია!!!
Vasili
15 ოქტომბერი 2022 19:40
1
თემურ ბევრჯერ გაკრიტიკე ნაკრების მწვრთნელობისას. დაღმართს აღმართი მოსდევს და პირიქითაც> საქმის პროფესიონალი ხარ და პატრიოტიც. შენი საქმე პროფესიულად აკეთე- ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის!
ქომაგი
15 ოქტომბერი 2022 19:36
0
შენ გენაცვალე თემო,გვესმის რასაც განიცდი და გვჯერა რომ შენი ქვეყნის ღირსეული შვილი ხარ.მე პირადად წარმატებას გისურვებ და ერთი აუგიც კი არ დამცდება შენს მისამართით.დაე ძლიერმა გაიმარჯვოს,წარმატებას გირუსვებ.
გეგი
15 ოქტომბერი 2022 19:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული