ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია - ვის შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯერ არ გამჟღავნებულა. ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულება როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე ზოგადად, ისეთია, რომ ისინი მოლოდინში არიან, მსოფლიო ჩემპიონატის მზადებაში მყოფი რომელიმე გრანდს დავუპირისპირდეთ. თემის ინტერესიდან გამომდინარე, Sportall.ge-მ საჭიროდ ჩათვალა, მასზე დეტალურად დაგვეწერა.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი სურვილის მიუხედავად, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირება გამორიცხულია. "სკუადრა აძურამ" ნოემბერი უკვე დაგეგმა. ისინი ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შეხვდებიან.

Sportall.Ge

თუკი ჩვენი მხრიდან სახელოვან მეტოქესთან შეხვედრის მცდელობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 3 ასეთი ნაკრებია, რომლებსაც მოახლოებული სპარინგებისთვის
მეტოქები ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. აქედან ორი ევროპული გრანდია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ინგლისის ნაკრები, რომელიც "ერთა ლიგის" მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ნაკრების დივიზიონში (ბ) გამოვა. ასევე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები. ჯერჯერობით მეტოქე არც ნიდერლანდელებს შეურჩევიათ, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც მათთან ვითამაშეთ (0:3 დავმარცხდით) და ეს გამორიცხული გვგონია.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს, რათა ვილი სანიოლის გუნდს ისეთი მოწინააღმდეგეები შეურჩიოს, შესარჩევ ეტაპზე (მომავალი წლის მარტში დაიწყება) ჩვენს მეტოქეებთან მეტ-ნაკლებად ახლოს რომ იდგნენ - ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი. რამდენად იქნება ეს გრანდი, ამას ერთად ვნახავთ.

Sportall.Ge

ბოლო დროს "ჯვაროსნების" პროგრესი აშკარაა, გუნდს უკეთესი შედეგები აქვს, ფეხბურთელები კი ბევრად ძლიერ კლუბებში გამოდიან, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა ("ნაპოლი") და გიორგი მამარდაშვილის ("ვალენსია") დასახელება რად ღირს. შესაბამისად, ჩვენთან შეხვედრა ბევრი ნაკრებისთვის სასურველი და სასარგებლო უნდა იყოს.

საკმაოდ ძლიერი ევროპული ნაკრებები, რომელთა სპარინგპარტნიორების ვინაობა ამ დრომდე არ ვიცით: უკრაინა, დანია, სერბეთი, ჩრდ. ირლანდია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი კი 20-ში დაიწყება. შუალედურ პერიოდში ეროვნულ ნაკრებებს ამხანაგური შეხვედრების ჩატარების უფლება ექნებათ და ეს მომავალი წლის მარტამდე ჩვენთვის უკანასკნელი მატჩები იქნება.

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 22 /
Somxebtan tamashi saintereso iqneboda,sanmarino statistikistvis idealuria,ise 30 welshi ertxel ar moxvda chventan jgufshi bedi ar gindaa...
Givi
19 ოქტომბერი 2022 15:07
1
ბრაზილია იქნება ყველაზე კარგი ამ ვარიანტებიდან, ასევე ისტორიულიც და საინტერესოც.
qomagi
20 ოქტომბერი 2022 18:18
0
ნებისმიერ გუნდთან სასარგებლო იქნებოდა სპარინგი, კიდევ ერთხელ შეთამაშების კუთხით, დახვეწის კუთხით, მობილიზების კუთხით. ამასთანავე, უმჯობესია, რაც უფრო ძლიერი იქნება მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ მასთან უფრო გამოჩნდება შენი სისუსტე, შენი ხარვეზები და ამიტომ მისგან უფრო მეტს ვისწავლით. ძველი ანდაზა ამბობს - ჭადრაკის თამაში თუ გინდა ისწავლო, ეთამაშე შენზე მცოდნეს და ჭკვიანს.
თენგაბი
20 ოქტომბერი 2022 10:40
0
ვაა, ჩვენები ჩვენებთან ვათანაშოთ რაა
სლავიკა
19 ოქტომბერი 2022 22:30
2
არგენტინასთან იქნებოდა ძალიან საინტერესო თამაში! რამდენს გაიტანდა ლეო მესი მამარდას კარში!?
მწვრთვნელი
19 ოქტომბერი 2022 15:02
24
ინგლისი კარგი იქნებოდა !!!!
საქართელო
19 ოქტომბერი 2022 16:33
1
რეკორდული წაუგებელი სერია გვაქვს და რატომ გინდათ შეწყდეს? ამ გრანდებთან ბრძოლა რას მოგვიტანს? გამოცდილებას? გავკარი გამოცდილებას სადაც შედეგი არ იქნება.მთავარი ფეხბურთში შედეგია და არა ლამაზი თამაში.
qomagi
19 ოქტომბერი 2022 14:49
29
შენნაირი ქომაგი.........
გიო
19 ოქტომბერი 2022 14:58
3
გიოს!!! შენნაერი ვაი გულშემატკივრისგან განსხვავებით ვინც მხოლოდ გრანდების თბილისში ხილვითაა დაინტერესებული და მათ საქომაგოდ დადის,მე მხოლოდ ნაკრების მხარდასაჭერად ვყოფილვარ ტრიბუნებზე.
qomagi
19 ოქტომბერი 2022 16:07
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული