ქირურგ-ორთოპედმა და სპორტული ტრავმატოლოგიის საკითხების დიდმა ექსპერტმა ანჯელო კავალომ Radio Punto Nuovo-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა.
კავალოს თქმით, როგორც წესი, ასეთი ტრავმის მორჩენას ორი კვირა სჭირდება, მაგრამ "ნაპოლის" ექიმები კანონიკო და დე ლუკა შესანიშნავი სპეციალისტები არიან, ქართველის მწყობრში ჩაყენებას ცდილობენ და თეორიულად "უდინეზესთან" მისი თამაში შესაძლებელია.
ექიმი ამბობს, რომ ასეთი ტრავმა ყოველთვის ახდენს სეზონის განმავლობაში გავლენას, თუმცა, თუ კარგად უმკურნალებენ, რასაც "ნაპოლის" სამედიცინო პერსონალი აკეთებს, რეციდივი გამორიცხულია.