საშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაროკოსთან 0:2 მარცხდება.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას
და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30)

მაროკო: ბუნუ, საისი, აგერდი, ჰაკიმი, ატიატ-ალა, ზიეში, ამალა, ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი, კიტეიშვილი, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 51 /
ასეთი მუხლებაკანკალებული ნაკრები დიდი ხანია არ მინახია
ალეკსანდრე
17 ნოემბერი 2022 21:00
0
უკეთესი როდის იყო. კვარა სხვა დონეა უბრალოდ და ვსიო.... ჩემი უბნით ვეთამაშები ამათ 15 წუთიან ტაიმებს ოღონდ
იკა
17 ნოემბერი 2022 21:21
0
ისეთი განცდაა რომ ერთად არ უვარჯიშიათ ერთხელაც კი. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია- ყველა თავისთვის თამაშობს. დაცვით ფაზაში არასწორადაა გუნდი განლაგებული.გუნდური მოძრაობა ნულივანი, უკან პასი, მერე ისევ უკან პასი, მერე ისევ იგივე...
ფიფლ
17 ნოემბერი 2022 21:12
0
მე კი ისეთი განცდა მაქვს, რომ მაროკოელები ფეხბურთის ბურთით თამაშობენ და ჩვენები - რაგბის...
ვოოტ
17 ნოემბერი 2022 21:55
1
ტაიმი ზუსტადაც რომ არაა საშინელი, მხოლოდ 2:0 ვაგებთ, საშინელი იმ გუნდის თამაშია, საქართველოს ნაკრები რომ ჰქვია... უწინ უკან პასებს მაინც ახერხებდნენ, ახლა აღარც ეგ გამოსდით... მოკლედ, მაროკო მშვენივრად ვარჯიშობს, ჩვენები ვერც თავად ვარჯიშობენ და უკეთეს შემთხვევაში ხელს თუ უშლიან ვარჯიშში... რა კომენტარი უნდა გააკეთო, კომენტარი ვინც უნდა გაუკეთოს რეპორტაჟს, ისინიც დამუნჯებულები არიან...
დდდ
17 ნოემბერი 2022 21:10
1
ზიეჩმა ყატარიდან გაგვიტანა დდ: კატასტროფული განსხვავება აჩვენა პირველმა ტაიმმა გუნდების კლასსა და სიძლიერეს შორის ეს განგაშის გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს კარს მომდგარ ევროსაკვალიფიკაციოს წინ, მაროკოს დონის მინიმუმ 2 გუნდი გვყავს ჯგუფში ერთი მასზე უკეთესი.
Charley
17 ნოემბერი 2022 21:09
0
სოფლის გუნდი
ILIA
17 ნოემბერი 2022 21:05
1
არ არის ხვიჩა? - არ არის ფეხბურთი!
დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
... ნიჭი ძამიკო, ნიჭი!!!
aburjga
17 ნოემბერი 2022 21:57
0
ნაკრების ძირითადი 11 ფეხბურთელი და მაქს.პლუს2-3 კაცი არიან საშუალო ევროპული დონის, დანარჩენები სამოყვარულო დონის. კატასტროფული სხვაობაა და მაგიტომაც ვართ ასეთი არასტაბილურები.
რუსთავი
17 ნოემბერი 2022 21:25
0
პროფესიონალი ფეხბურთელი, ფორვარდი, კარიდან 1 მეტრში რო ბურთს ფეხს ააცილებს არ უნდა გააკარო ნაკრებს არასდროს, ვოლკოვზე მაქვს საუბარი... კვეკვე-აბურჯანია ნახევარდაცვა კიდე ძალიან სუსტია, რა პასებს აკეთებენ ან კაშიამ სად გააკეთა გადაცემა მეორე გოლის მომენტში, დაცვაც უსუსტესია სამწუხაროდ... მამარდას ვერაფერს დავაბრალებთ, მკვდარი ბურთები აიღო, კაშიამ ისეთი შეცდომა დაუშვა და ზიეჩსაც ისეთი დარტყმა გამოუვიდა რო რავი
nedved
17 ნოემბერი 2022 22:02
1
გეთანხმები კაშიას კისერზეა მე-2 გოლი. ეს კვირკველია კი ძლიერია ფიზიკურად მაგრამ ძალიან მოუქნელია.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 ნოემბერი 2022 22:44
0
ვამბობდი რააა, ეპოვათ სუსტი გუნდი და წელიწადი წაგების გარეშე დაგვემთავრებინა არ ჯობდა? გაგვაკრეს ბეჭებზე მიროკომ კაი რაა.ფაქტიურად 1 კაცზე დამოკიდებული გუნდი ვართ სამწუხაროდ.
qomagi
17 ნოემბერი 2022 21:42
2
რა ბატებივით დადიან, შემეცოდნენ ესენიც და ჩემი თავიც. სადმე ხდება, რომ ვიღაცეები, ანუ ნაწილი გუნდის, წინა დღეს შეუერთდნენ გუნდს?
ეს რომ სირცხვილია, ხვდება ვინმე?
მე ბოდიში ბატონო...
ლევანი
17 ნოემბერი 2022 21:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული