0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
მამარდაშვილი საერთოდ ცალკე უბედურებაა,ამას მოხერხება ხომ უნდა კარიდან კარში გაგიტანონ..არა რა აშკარად პროგრესი ექნება ვალენსიიდან ხონში გადასვლით..
სანდერ კეიჯ
17 ნოემბერი 2022 22:29
43
დავითაშვილს ან პასი ასწავლეთ ან დასვით სკამზე თავი მესი რომ ჰგონია
რაბუ
17 ნოემბერი 2022 22:26
1
სილა გაგვაწნეს და მოგვსვეს ადგილზე თუ მე მომეჩვენა რამე?
რომა
17 ნოემბერი 2022 22:25
1
კაშიას შეცდომაა მეტად ვიდრე მამარდასი
კაშია. კვირკველია.კვეკვესკირი.აბურჯანია კარებისკენ . ეგენი არიან მუხრუჭები
rembo
17 ნოემბერი 2022 22:24
3
რა საინტერესოა, მაინც რამდენად დიდი ხანია, რაც მაგას აღიარებ? ალბათ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოუტყდი საკუთარ თავს? ისა და, ეგ სან მარტინო, მგონი სენაკის მუნიციპალიტეტია?
გიბარჯღალე მალადეც-ს
17 ნოემბერი 2022 23:36
1
ჰოო,მეგრელებს დააბრალეთ ყველაფერი,რომ არა მეგრელი ბიჭები მთლად სან მარტინო ვიქნებით,გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ ეს,მე ვაღიარებ დიდი ხანია...
გომორძგუა მარგალეფც
17 ნოემბერი 2022 22:44
22
ყველა გამოხმაურება
ნუ შექმნით ეხლა ტრაგედიებს, არაუშავს ამხანაგური იყო, მთავარია ოფიციალურებში არიყოს ესეთი თამაშები, მე მჯერა ამგუნდის იმედია ევროპაზე გავალთ
ბაჩო
17 ნოემბერი 2022 22:23
8
ასეთ მძიმე გუნდს ევროპაში სადმე ნახავთ? სუფთა კუები:კვირკველია,ლოქოშვილო,კაშია,კვეკე,აბურჯანია,გოჩოლეიშვილი.... 6 ფეხბურთელი უფრო ნელი როა ვიდრე ზღვის კუ რაღაზეა საუბარი????? თუ ასეთი მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელების გამოცდა უნდოდათ რაღა მაროკო შეარჩიეს??? ტაბიძე დაამწნილეს.. საზონოვს 10 წუთი არგუნეს ისე თამაშობდა დაცვა იქამდე ვერ შეეხებოდნენ... ქვილითაიაზე საუბარიც ზედმეტია.... ვილი აქ ჩანს შენი მწვრთნელობა რა..... თორე ხვიჩას მეც შევუშვებ მოედანზე და ისევ ის ხვიჩა იქნება და ისევ ისე იფრენს როგორც ლოვერპულთან იფრინა და ამიტომ მაგარი ვარ ხო? ))) საცოდავი კვარა ამ ჯუნგლების შემყურე
გლეხუნა
17 ნოემბერი 2022 22:21
5
მართლა გლეხუნა ხარ რა!
კოტე
17 ნოემბერი 2022 22:24
20
ელხა მიდით კიდევ დამიწერეთ დისლაიქები - ჩამოიყვანეთ ის ბიჭი რუსეთიდან, ჩამშლელი! ვერ ვიხსენებ რა ქვია, იქნებ იმან მოახერხოს რამე. აბურჯანია და კვეკვესკირი ვერ გახსნიან ნაკრებს. პ.ს. კვეკვესკირს მინდა ვკითხო, პროფესორის სახით რომ კარგავს ბურთს დიდი პაუზის მერე, ან უკან რომ აბრუნებს და მაგრად დასტოინად რომ იყურება, არ უტყდება? ინიესტა და მესი თამაშობს თავმდაბლად და ეს რატომ იყურება ქორივით? :)
კაპიტან გარდენბურგი
17 ნოემბერი 2022 22:19
4
რა ზუსტად შენიშნე კვეკვესკირზე,ნაღდი თქვი,დავითაშვილი კიდე ერთი ეგოისტი ფეხბურთელია,კიდე დაცვაში რომ დგას ზვინი,პენალი რომ აიკიდა,კაშია კიდე რას ცოდვილობდა,მეორე გოლი მისი დამსახურებაა,და საერთოდ ვინ ივარგა დღეს,2-0 -ზე თუ აგებდა გუნდი არ ეტყობოდა,უკან პასი,არანაირი მოგების ჟინი,დაკუნტრუშებდნენ მოედანზე,თავმოყვარეობა ნული!!!არაა საშველი კვარა თუ არ თამაშობს.
თაზო
17 ნოემბერი 2022 22:39
2
მარადიშვილი მაგის გვარი
მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს , 21 წლისა და მართლა კარგია
ჯონი
17 ნოემბერი 2022 22:34
1
ყველა გამოხმაურება
ერთი თამაშის ფეხბურთელზე ხაზის გადასმა არ მიმაჩნია სწორედ,მაგრამ დღეს რაც ვოლკოვმა გააკეთა ხაზი გადაესვა. საქართველოს ნაკრებს რაიმე ამბიციები თუ აქვს ნორმალური გუნდობის,ქუჩის ფეხბურთელები არ უნდა გამოიძახოს. ესეთ კარგ,ზუსტ გადაცემაზე,ასე კარის წინ ფეხს მოიქნევ და ბურთს ააცილებ ( თან თავდასხმელი) ხარ ქუჩის ცუდი ფეხბურთელი და ეგეთი ფეხბურთელების გამოძახება და თამაში მერე გუნდის დისციპლინაზე მოქმედებს.
დავითი
17 ნოემბერი 2022 22:19
1
კვეკვესკირი? ტიპს წინ პასი არ გაუკეთებია
ბექა
17 ნოემბერი 2022 22:35
1
კვარა მენანება ასეთ უნიჭო ნაკრებში
geo
17 ნოემბერი 2022 22:17
5
წააგებდა ეს ჯოგი რა გასაკვირია,ხვიჩა არ იყო და ხვიჩას გარეშე ნაკრები თავის ვაი გულშემატკივრებიანად ერთად ჩაცმული ჯოგია…
საკო
17 ნოემბერი 2022 22:17
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული