სანიოლი და მისი გუნდი დაბალი შეფასებით - საქართველოს ნაკრები და მთავარი მწვრთნელი ქულებში

AutoSharing Option
მაროკო - საქართველოს (3:0) მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, "ჯვაროსნების" ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება უნდა შემოგთავაზოთ. ეს ამბავი ბოლოს ასეთი რთული გასული წლის სექტემბერში იყო, როცა ერთმანეთზე უარესი შეხვედრები გავმართეთ. დღეს მაქსიმალურად მოკლედ ვიტყვით და იმედია, მომავალი წლიდან ისევ მხოლოდ პოზიტიურად წერის საშუალება გვექნება.

გიორგი მამარდაშვილი (5.5) - "ვალენსიას" მეკარემ არაერთხელ გვიხსნა, თორემ შესაძლოა, ანგარიში კატასტროფული ყოფილიყო. იმის მიუხედავად, მისი ბრალი იყო თუ არა, მამარდაშვილმა საკუთარ კარში 3 გოლი მიიღო, ერთ-ერთი კი წარმოუდგენლად შორი მანძილიდან, მოწინააღმდეგის ნახევრიდან.

Sportall.Ge

საბა კვირკველია, გურამ კაშია,
ლუკა ლოჩოშვილი (5.0) -
ჩვენი ცენტრალური დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. შესაძლოა, მათ თამაშში სხვადასხვა ასპექტი გამოიყოს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ უკანახაზელებმა შეხვედრა ჩააგდეს და მოწინააღმდეგეებს საჯარიმოში ყველაფრის საშუალება ჰქონდათ.

გიორგი გოჩოლეიშვილი (5.5) - დებიუტისთვის ყველასგან ერთნაირ სითამამეს ვერ მოითხოვ და პირველ ტაიმში "შახტარის" მომავალი ფეხბურთელი ხელფეხშეკრულივით გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, შესვენებაზე მას სანიოლიც გაესაუბრა და მეორე 45 წუთში გაცილებით სხარტი, დაცვაში საიმედო და შეტევაში ენერგიული ფლანგელი გახდა. გოჩოლეიშვილს დიდი რესურსი აქვს.

გიორგი წიტაიშვილი (4.5) - გიორგის დაცვით ფუნქციებში ძალიან გაუჭირდა, მის ფლანგზე ხომ პსჟ-ის ფლანგელი ჰაკიმი თავისუფლად მოძრაობდა - ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში უკანა ხაზში პრობლემები არ ექმნებოდა. გიორგი პირველივე ტაიმში შეცვალეს, მანამდე კი ვოლკოვს კარგი პასი მიაწოდა.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (5.0) - სამწუხაროდ, საყრდენი ზონა ძალიან ჩავარდა - ვერც ბურთს ვაკონტროლებდით, პრესინგის დაძლევა გვიჭირდა და მეორე ნახევარში, როცა მოწინააღმდეგემ თამაშის საშუალება მოგვცა, მაინც ვერაფერი გავაწყვეთ. მომავალში ყველაფერი ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

ოთარ კიტეიშვილი (5.5) - "შტურმის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას ცვლიდა, არადა, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ოთო "კვარასნაირი" სისწრაფითა და დრიბლინგებით არ გამოირჩევა. საწყის 45 წუთში ჩვენი ნაკრების მინდვრის მოთამაშეებიდან მხოლოდ კიტეიშვილს გამოჰყოფდი, რამდენჯერმე გამოჩნდა, მოედანს კარგად რომ ხედავს, ბურთთთან ურთიერთობა და გამოზომილი პასი იცის. მომავალში მას უფრო საყრდენ ზონაში ველით.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (5.5) - "ბორდოს" მოთამაშე ტრადიციულად, აქტიური იყო, რამდენჯერმე წესების დარღვევით შეაჩერეს და იერიში ჩაუშალეს. ის ნაკრებში უფრო პროდუქტიული გვახსოვს, ოქტომბრის შეხვედრებშიც მეტი მოეთხოვებოდა.

დავით ვოლკოვი (4.5) - მან ძალიან სახიფათო მომენტი გაატანა ქარს. ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, სხვა მხრივ კი, ბურთს მასთან მისვლა უჭირდა, თავისუფალ სივრცეებს კი სათანადოდ ვერ იყენებდა. ასეთი თამაშით მას მარტში სიაში ყოფნა გაუჭირდება,
მით უმეტეს, ზივზივაძე მომჯობინდება და მიქაუტაძეც დაბრუნდება.

Sportall.Ge

ლევან შენგელია (5.0) - მას, მოულოდნელად, პირველივე ტაიმში, მისთვის მაინც უჩვეულო პოზიციაზე თამაში მოუწია და მთელი ფლანგის კონტროლი ევალებოდა. ამ ფონზე, ცუდად არ უთამაშია, თუმცა, ჰაკიმი უკვე მინდორზე აღარ იყო. შეტევაში მეტი სიმწვავე და უკეთ დარტყმა მოეთხოვება.

საბა ლობჟანიძე (5.5) - თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ნახევარმცველი, რომელიც ცვლილებაზე შემოვიდა, ამჯერად დაცვაში აღარ გაამწესეს. საბა ძალიან მოტივირებული იყო, სტანდარტულებს სახიფათოდ ასრულებდა და გიორგი ბერიძესაც მშვენიერი პასი გაუკეთა.

გიორგი ქვილითაია (4.5) - მას ისეთი შანსი არ ჰქონია, როგორც ვოლკოვს, ფიზიკური უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ხიფათი ვერაფრით შექმნა.

გიორგი ბერიძე - მისთვის შანსის მიცემას საკმაოდ დიდი ხანია ვითხოვდით. თითქოს, ზედმეტმა მონდომებამ ცუდი სამსახური გაუწია, ლობჟანიძის უკვე ხსენებული პასის შემდეგ კარგად ვერ დაარტყა; ბურთი სხვა შემთხვევებშიც მიიღო, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.

საბა საზონოვი - ის ენერგიულად შემოვიდა, მოტივირება არ აკლდა, შეტევაში სიმწვავის შექმნაც სცადა.

ანზორ მექვაბიშვილი - როცა ის მოედანზე ვიხილეთ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ბევრი დროც არ ჰქონია, თუმცა თამაშის წყურვილს სახეზე ამოიკითხავდით.

ვილი სანიოლი (5.0) - მთავარ მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა; მცირე მოსამზადებელ დროზეც ისაუბროს, თუმცა სანიოლმა გუნდის სათანადო განწყობა და მოტივირება ვერ შეძლო. ისევ ვერ ვნახეთ ის, თუ კვარაცხელიას გარეშე თამაში როგორ უნდა მოვიგოთ, შეტევების ორგანიზება გართულებული იყო, ამხანაგური სტატუსის მიუხედავად ცვლილებებიც საკმაოდ გვიან განახორციელა.

ფრანგმა სპეციალისტმა და მისმა გუნდმა ეს მატჩი ჩააგდეს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, მარტში ნორვეგიას ისე დაუხვდნენ, ეს წაგება დაგვავიწყონ.

altსაქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

alt0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
0
ვალერიან მაღრაძე
03 დეკემბერი 2022 15:18
0
მოკლედ ამ საყრდენ ხაზში სულ პრობლემები აქვს ჩვენს ნაკრებს
ვალერიან მაღრაძე
03 დეკემბერი 2022 15:12
0
კარგი, წაგება წაგებად. მაგრამ იქნებ ამიხსნათ ვინმემ:
1. აბურჯანიას რატომ აჸენებს შემადგენლობაში ჯიუტად მიუხედავად იმისა რომ ვერ ამართლებს ვერანაირად უკვე მერამდენედ. საყრდენი ზონა რამდენი ხანია კატასტროფაა და არაფრის შეცვლის მცდელობაც არ ყოფილა.
2. რა უნდოდა კიტეიშვილს ფლანგზე, როდესაც ცენტრში პასის მიმცემი გვიჭირს.
3. წიტაიშვილი , რომელიც შეტევით ფაზაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაცვისას რატომ შეატოვეს ფლანგზე მოწინააღმდეგის საუკეთესო ფეხბურთელებს
3. რაიმე საიდუმლოა იმაში, რომ დაცვიდან ამოსვლისათვის უნდა დამუშავდეს სპეც კომბინაციები და არ მითხრათ ახლა რომ რამე დამუშავებულისა ეტყობოდათ ჩვენებს.
4. ტაქტიკური ფოლი რომ არსებობს და საჭირო შემპთხვევაში უნდა გამოყენებული იქნას ესეც რაიმე სიახლეა?
და საერთოდ, რა დანიშნულება ქონდა მაროკოსთან თამაშს იმ ფონზე, რომ არცერთი ჩვენი მოწინააღმდეგე ჯგუფში მსგავს სტილში არ თამაშობს?
არტ
19 ნოემბერი 2022 02:26
1
ისინი თუ დარბოდენ ჩვენებს სირბილს არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ თუ არ გვყავს ვისაც სწავლება შეუძლია თუ რა სჭირთ ვინმემ თქვით
1.2.3.4.5.6.
18 ნოემბერი 2022 23:09
0
54 წლის ვარ ფეხბურᲗი ნაᲗამაᲨები მაქვს,დიდი ტალანტი არ ვყოფილვარ,მაგრამ Ჩვენ გვასწავლიდნენ,რომ როცა დაცვიდან ამოდიხარ და ზოგადად Თუ დარწმუნებული არ ხარ პასი ცენტრᲨი არ უნდა გააკეᲗო,კაᲨიამ დაუᲨვა Შეცდომა და მამარდაᲨვილიც წინ იყო კი ბატონო წინ იყო მაგრამ ეს გოლი კაᲨიას კისერზეც არის,ფეხბურᲗი ასეᲗი მომენტებისაგან Შედგება,ცენტრალური მცველის Შეცდომა 90 პროცენტი გოლია,კვირკველიამ ვერ იᲗამაᲨა,ლოᲩოᲨვილი კიდევ მოუმატებს და ყოᲩაᲦ ფედერაციას საზონოვის მოყვანიᲗ,მოვიდა დრო ახალგაზრდებზე დაყრდნობის,ყველაფერᲨი გვაჯობეს,კიტეიᲨვილი არ არის ფორმაᲨი,როცა Ჩადგება Ძალიან Ძლიერია,ბერიᲫეს უფრო მეტი დროიᲗ დატვირᲗვა კარგი იქნებოდა,Შენგელია ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებს,ნუ როდემდე ᲨეიᲫლება აბურჯანიამ Ჩააგდოს ᲗამაᲨი,წიტაიᲨვილს აქვს რესურსი,ასეᲗი სისწრაფეების მქონე ფეხბურᲗელების როგორებიც მაროკოელები არიან მარტო იყო ფაქტიურად,სანიოლმა Თქვა,რომ ახლებს გამოსცდიდა,მოსამზადებელი ეტაპია,არაუᲨავს მუᲨაობს და აᲫლევს Შანსს ბიᲭებს,ვოლკოვმა ვერ დატოვა კარგი ᲨᲗაბეᲭდილება,მაგრამ აᲗამაᲨა დააკვირდა,ეს არის Ჩემი აზრი,მაინც და მაინც სწორი ᲨეიᲫლება არ ვიყო, არავის საწყენად არ დამიწერია,კარგი ის არის კიდევ,რომ Ძლიერი ნაკრები ᲨეარᲩიეს,უფრო გამოᲩნდა სუსტი წერტილები და იმუᲨავებენ სისუსტეებზე,არაფერი საგანგაᲨო არ არის,წინ საქარᲗველო.
გოᲩა
18 ნოემბერი 2022 22:06
0
მამარდა რომ არ ყოფილიყო,3-4 ბურთს კიდევ შეაგდებდა მაროკოპ
გიგა
18 ნოემბერი 2022 21:45
3
ბევრს ემახსოვრება რა მიზეზით გაუშვეს მანუჩარი დინამოდან,ტემპს აგდებსო.მანუჩარს ბურთს მაინც ვერ ართმევდნენ,ეს აბურჯანია და განსაკუთრებით კვეკვესკირი საერთოდ ფეხბურთში ერკვევიან? პასებს ყოველთვის უკან აბრუნებენ,თანაც ვის უბრუნებენ ბურთს კაშიას და კვირკველიას? კაშიას იმედზე იყო მამარდა ცენტრიდან რომ გაუტანეს,რას იფიქრებდა ბურთს მეტოქეს მიაწვდიდა,არადა უნდა ეფიქრა,არ იცის ვინეები ყავს გუნდში?კვეკვესკირი და აბურჯანია ნაკრებში თამაშს არ იმსახურებენ.ბურთს ამოიტანენ კი არა ძლივს ამოტანილს ისევ მეკარეს უბრუნებენ.ლობოტკას თამაშს არ უყურებენ? ისწავლონ რაღაც მაინც,კვარა და ოსიმენი მაგრები რატომ არიან თუ იციან ამათ,იმიტომ რომ დაგეშილები,მშივრები,არიან ოღონდ ბურთი ჩაიგდონ ხელში.ვინც კვარასავით მშიერი არ არის ნაკრებს არ უნდა გააკარონ.სანიოლზე ვამბობდი საშუალოზე დაბალი დონის არისთქო და არაფერი ეშველება.საცოდავი კვარა,მისი სათრევია ეს ნაკრებიც...
გიგა
18 ნოემბერი 2022 21:36
1
რამდენიმე ფეხბურთელი საერთოდ ნაკრებში არ არის გამოსაძახებელი, მაგრამ სანიოლი მაინც იძახებს.
gio
18 ნოემბერი 2022 21:18
0
რაც არ უნდა ამხანაგური იყოს რომ გადიხარ მოედანზე ერთი გოლი მაინც ხომ უნდა გაიტანო …აბა ეს რა ფეხბურთი იყო?
ჯაბა
18 ნოემბერი 2022 21:04
1
თამაშის დამთავრების შემდეგ მთელი იქ მყოფი ქართველები ერთად დავდექით,დროშებით,გავსკდით "საქართველოს" ძახილით და არცერთ ფეხბურთელს არ მონდომებია მოსულიყო,წაიყრუეს თითქოს ყველგან ათასობით ფანი დაყვებოდეს. ფუი თქვენი
მახო
18 ნოემბერი 2022 20:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული