ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები ჯერ თან გაგვყვება. ამავდროულად, მართალია, ძალიან ადრე, თუმცა იმაზეც ვფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მომავალ ტურნირზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს. ფეხბურთის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ემოციების გამოვლენა, ნერვიულობა თუ სიხარულის გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ხდება, არადა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ისაა, რომ ადრე დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად, ნაკრები არ გვყავდა, შემდეგ კი ჩვენი უპირველესი გუნდი დიდ ფორუმებზე გამოსვლას ვერ ახერხებს...

Sportall.Ge

მომავალ მუნდიალზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ევროპის კონტინენტისთვის ბევრი არაფერი
იცვლება, თუმცა მაინც გაზრდილი შანსია, ტურნირზე "ჯვაროსნებიც" მოხვდეს. თუ არა ახლა, როცა ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს და ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ამაზე ფიქრი როდისღა უნდა შეგვეძლოს?!

მთელი კონცენტრირება უახლოეს გეგმებზე უნდა მოვახერხოთ და მანამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე ვიფიქროთ. აქ ჩვენი შესაძლებლობები მკაფიოდ გამოჩნდება. თუმცა მუნდიალზე მონაწილეობა ისე გვსურს, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ...

ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა გუნდურ სახეობებს მხოლოდ ცალკეული მონაწილეები ვერ მოიგებენ. ახლახან დასრულებულ ტურნირზე ისიც დავინახეთ, კარგ ევროპულ კლუბში თამაში რამხელა კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას ნიშნავს. შესაბამისად, მაქსიმალურად ბევრი ტრანსფერი და ფეხბურთელების მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება. ამავდროულად, საფეხბურთო ასაკი გაზრდილია და გამოცდილებასაც დიდი ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, ვერცერთ ვეტერანზე გადაჭრით მაინც ვერ იტყვი, რომ 4 წლის შემდეგ კარიერა დასრულებული ექნება.

Sportall.Ge

2026 წლის კონტურები რომ მოვხაზოთ, გუნდს უკვე საკმაოდ გამოცდილი და ელიტარულ ლიგაში მოთამაშე (დიდი ალბათობით, "ვალენსიაზე" მაღალი დონის გუნდში მყოფი) მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეყოლება. არიან ახალგაზრდა კიპერებიც, რომლებმაც მას მომავალში დიდი კონკურენცია უნდა გაუწიონ.

ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი ის იქნება, გურამ კაშიას, როგორც დაცვის ხაზის ლიდერის, ჩანაცვლება რამდენად მოხერხდება. ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვა მთავარ მწვრთნელ (მინიმუმ, ამჟამინდელ) ვილი სანიოლს გაუჭირდება. იმედია, ახალგაზრდული ნაკრების წევრები მანამდე კლასს უფრო აიმაღლებენ. მაგალითად, თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ ლაშა დვალის პროგრესს ვნახავთ, მას გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე კვიპროსის ჩემპიონატია. საინტერესოა, ლუკა ლოჩოშვილის იტალიურ კარიერას როგორი გაგრძელება მოჰყვება. არ უნდა დაგვავიწყდეს საბა საზონოვი... როცა ვეტერანებზე ვსაუბრობთ, 2026 წელს, მაგალითად, დავით ხოჭოლავა 33 წლის იქნება. 

გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე დონეცკის "შახტარშია" და მისი კიდევ უფრო დიდი პროგრესი უნდა ვივარაუდოთ. იმავეს თქმა შეიძლება ირაკლი აზაროვზეც. რადგანაც მომავალი 4 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ, მანამდე რესურსი ისევ გამოჩნდება. არც ოთარ კაკაბაძესა (2026 წელს 31 წლის) თუ საბა ლობჟანიძეს (4 წლის შემდეგ 32 წლის) ვივიწყებთ.

თუკი მინდვრის ცენტრში არსებულ პრობლემურ ვითარებაზე ვწერთ, იმედია, მოთამაშეების წინსვლა ამ რგოლშიც გვექნება. მანამდე ლუკა გაგნიძეს უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში ველით, ვიდრე ევროტურნირების მიღმა დარჩენილი მოსკოვის "დინამოა". იგივე თბილისის "დინამოელი" ანზორ მექვაბიშვილისა თუ ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის კარგ უცხოურ კარიერას მოვიაზრებდით.

Sportall.Ge

მთავარია, გიორგი ჩაკვეტაძემ პროგრესი გააგრძელოს, ძველებური ფორმა დაიბრუნოს და მას ბევრი რამის თქმა შეუძლია. იმავეს ვიტყოდით ოთარ კიტეიშვილზე.

არავინ იცის, 4 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევები რამხელა მასშტაბის იქნება და რომელ კლუბში ვიხილავთ. თუკი ასე განაგრძობს, ზურიკო დავითაშვილი, მინიმუმ, ფრანგული ელიტის სტაბილურ წევრად უნდა მოვიაზროთ. ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა ახალგაზრდულ გუნდებში და ამ ასაკში პროგრესს თვალის დახამხამებაში ვაწყდებით ხოლმე. მაგალითად, 21-წლამდელთა ნაკრებისა და ამჯერად "თელავის" შემტევ გიორგი კვერნაძეს წარმატებულ ევროპულ გზაზე ვხედავთ.

გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე... თუმცა წინა ხაზზე გაცილებით დიდი კონკურენცია გვჭირდება. ბუდუ ზივზივაძე ამჟამად 28 წლისაა.

ფეხბურთს ოცნება უხდება. თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე პატარა ისლანდია ვნახეთ, იქ საქართველოს ჰიმნი უნდა მოვისმინოთ!

altნორვეგიის ნაკრების დასამარცხებლად მზადება - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

მკითხველის კომენტარები / 40 /
ხალხი ტელევიზორებს ამტვრევენ და ერთმანეთს ლანძღავენ, არგენტინის, ესპანეთის, ბრაზილისს და ა.შ. თან ზრდასული ადამიანები , ბავშვი კიდე შეილება იყოს გაფანატებული./ სისულელეა ეს ყველაფერი და ყალბი და ზოგი როგორი დადგმული ვიდეოა , ნახევრად ყვირილი რო ისმის, ცალი თვალი რო კამერისკენ ეპარებათ, თუ მიღებსო.// მე უბრალოდ კარგი ფეხბურთის ქომაგი ვარ და სიამოვნებას ვიღებ თამაშის ყურებისგან, ერთადერთი სიგიჟე ემოცია რაც მაქ და არის ბუნებრივი , გულიდან წამოსული არის საქართველოს ნაკრები, 37 წლის ვარ და ჯერ ვერ გავიხარე მაგრამ , ყოველი ახალი თამაში წინ მაქ იმედი რო , აი ეხლა დადგა დრო, და აი ეხლა იქნება რასაც ველოდები!!! მაგრამ მემგონი აწი მართლა მოდის ის ნანატრი დრო! ასე რომ არ მაინტერესებს და სულ ფეხებზე მკიდია სხვა ქვეყანა რას იზავს, ჩემი მესი და რონალდო კვარაცხელია და ჩაკვეტაძეაა!!!
Vasili
20 დეკემბერი 2022 11:12
3
უთავმოყვარეოები ხართ და იმიტომ ქომაგობთ სხვებს. პატარა სიამაყე მაინც რომ გქონდეთ საქართველოს გარდა სხვა გუნდს ვერ უგულშემატკივრებდით. გულისამრევი იყო ყოველი თამაშის მერე ჩვენი უვარგისი კომენტატორები როგორ ულოცავდნენ უცხო ქვეყნების ნაკრებების ქართველ 'გულშემატკივრებს'. ასეთები დაგიწყებენ მერე პატრიოტობაზე ლაპარაკს.
odala
20 დეკემბერი 2022 11:01
15
Რას ბოდიალობ Შენ საერᲗოდ აზრზე ხარ ფეხბურᲗის? Ბრაზილიელიც კი გულᲨემატკივრობს სხვა ნაკრებს როცა სელესაო არ ᲗამაᲨობს
ᲑაᲗუმი
20 დეკემბერი 2022 11:55
5
უკაცრავად მაგრამ არანაირი ლოგიკა არაა ამ კომენტარში.ურა პატრიოტული კომენტარია.თუ არცერთი გუნდი არ იწვევს სიმპატიას,აბა რატომ უყურებთ მუნდიალს?ან თუნდაც ევრო,თუნდაც ჩემპიონთა ლიგას.სპორტი საქომაგოდაა შექმნილი.
Master
20 დეკემბერი 2022 11:32
0
ყველა გამოხმაურება
რეები იწერება უბრალოდ ასეთი დასკვნები საიდან. ნაკრებს როგორც ნაციას არ ვგულშემატკივრობ, გარდა რამოდენიმესა, რომლების მაგალითზეც საქართველოზე პარალელს ვავლებ მაგალითად ხორვატია, ურუგვაი პატარა ქვეყნები რომლებიც მიმტკიცებენ იმ განცდას რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში, და ზოგადად არ მგონია ვინმე რომელიმე ნაკრებს ქომაგობდეს იმიტომ რომ ესა თუ ის ქვეყანაა თუ ემიგრანტი არაა და იმ ქვეყანაში არ ცხოვრობს. ფეხბურთიც რაღაცით წააგავს ხელოვნებას და შეგიძლია ისიამოვნო და ჩემი აზრით ხალხი მაინც უფრო ინდივიდუალისტებზეა შეყვარებული, აი მაგალითად არ მესმის რატომ უნდა ვუგულშემატკივრო არგენტინას რომ არ ყავდეს მესი, წარსულს რომ თავი დავანებოთ ან პორტუგალიას რონალდო, ბრაზილიას მაგარი გუნდი ყავს ტექნიკურები და კი სანახავად ლამაზია, სასიამოვნოა და მაგიტომაც გულშემატკივრობს ხალხი ბრაზილიას რომ კიდევ ნახოს მათი თამაში და არა იმიტო რო ვაა ბრაზილია რა მაგარი ქვეყანაა. მე არგენტინას ვგულშემატკივრობ რომ კიდე ვნახო მესი, ხორვატიას ვგულშემატკივრობ იმიტომ რომ მინდა დავიჯერო რომ პატარა ქვეყნებსაც შეგვიძლია თავის წარმოჩენა ამიტომ არაპატრიოტიზმზე საუბარი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, სადაც ვთამაშობთ ამხანაგური იქნება თუ არა 60000 მოედანს სულ ვავსებთ და ვქომაგობთ გიჟებივით ამიტომ მოეშვით ამ უაზრო დასკვნების გამოტანას რომ აი არა პატრიოტები ვართ რადგან თუნდაც არგენტინა უფრო მინდა შემდეგ ეტაპზე ვიდრე თუნდაც ავსტრალია. რაც არ უნდა მომწონდეს მესი საქართველოს ნაკრებს რომ ეთამაშოს არ მეგულება 1 ქართველი მაინც ვინც არგენტინას უქომაგებს. ამიტომ ნუ იცით ეს რაღაც იარლიყების მირტყმა.
ABCABC
20 დეკემბერი 2022 11:40
3
არაფერი საგანგაშო ამაში არ არის, რომ ვიღაცამ სხვა ქვეყნის ნაკრებს უგულშემატკივროვს, იმ შემთხვევაში, როცა შენი ქვეყანა ვერ ხვდება ვერცერთ დიდი ტურნირზე..თუ ცოტა მეტს დავფიქრდებით მივხვდებით,რომ პრობლემა მაშინ არის როდესაც ჩვენი ნაკრებიც თამაშობს და ამავდროულას სხვას ვგულშემატკივრობთ.ხო კიდე ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც ნაკრები წააგებს და გამოხტება ქვეყნის ‘’პატრიოტი’’ კლავიატურას ააჩხაკუნებს და დაწერს, რომ სტადიონი უნდა გადაიხნას და ყანა დაითესოს, თითქოს მიწები გვაკლდეს ამისთვის..ეს ისე ურა პატრიოტების გასაგონად.. და დინამოზეც იარეთ მარტო რეალს, ბარსას და სხვა ქვეყნების გუნდებს, რომ ქომაგობთ..მარტო ნაკრები არ არის ჩვენი,კლუბებიც ჩვენია და ჩემპიონატის განვითარების გარეშე ვერასრდროს მოვხვდებით მუნდიალზე. სირცხვილი იყო საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტური სადაც წყდებოდა ჩემპიონის ბედი და დინამოზე 10 კაცი თუ იქნებოდა )))
ზურა
20 დეკემბერი 2022 11:15
4
მოდი იქედან დავიწყოთ, რომ მე თბილისში არ ვცხოვრობ, თორემ დიდი სიამოვნებით ვივლიდი დინამოზე.. რეგიონში ვარ და ჩემი გუნდის თამაშებზე ძალიან ხშირათ დავდივარ ეს ისე ცნობისთვის.. რაც შეეხება იმას, რომ მწვრთნელები არ გვივარგა გამოსავალს რაში ხედავთ, მარტო სტადიონზე არმისვლაში? ასეთმა ბოიკოტმა შედეგი,რომ ვერ გამოიღო ფაქტია..მგონი დროა გულშემატკივრები უფრო აქტიურად ჩავერთოთ საკლუბო ფეხბურთში და მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ კლუბის ხელმძღვანელობას,რათა ადეკვატური ტრანსფერები გააკეთონ და შესაბამისი მწვრთნელები მოიყვანონ..დინამო მარტო ფიფიასი არ არის, ქართველი ხალხისაცაა და იგივე ითქმის დანარჩენ კლუბებზეც.
ზურა
20 დეკემბერი 2022 12:58
2
რა თამაშიც აჩვენეს ის 10 კაციც არ უნდა ყოფილიყო. მწვრთნელს საქართველოში ცუდი შედეგის გამო უფრო სუსტი კლუბიდან უშვებენ და მაშინვე უფრო ძლიერი კლუბი იწვევს და იმის ნავარჯიშები ფეხბურთელები სტადიონზე ვერ მიიყვანს მაყურებელს. მოიწვიონ შედეგიანი მწვრთნელები და გულშემატკივარი მაშინვე დაბრუნდება სტადიონზე. ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები გვყავს, მაგრამ ისეთი მწვრთნელების ხელში არიან რო ვერაფერს მოთხოვ.
ზურას
20 დეკემბერი 2022 12:10
3
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთის განვითარებაში უნდა ჩაიდოს ფული.აშენდეს მოედნები ინფრასტრუქტურა.ბავშვობიდანვე უნდა აღიზარდნონ.უნდა განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატის დონე ევროტურნირებზე რო გადდიოდნენ მაშინ ქვეყნის ჩემპიონატის დონეც აიწეევს.ამას ჭირდება მონდომება მიდგომა გეგმის წინასწარ დასახვა შესრულება,მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება კომპლექსურად უნდა განვითარდეს ყველა მხრივ.ასე ცალკეული ფეხბურთელების თამაშით წინ ვერ წავალთ.
თორნიკე
20 დეკემბერი 2022 11:52
1
შიფრინმა სუპერ-გიგანტი მოიგო და ლინდსი ვონის რეკორდს მიუახლოვდა :ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, შვეიცარიის სენ მორიცში გამართული სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის რეკორდს. შიფრინისთვის ეს მსოფლიო თასზე მოგებული 77-ე რბოლაა. ვონს კი სულ 82 აქვს მოგებული.
jorj
20 დეკემბერი 2022 11:00
4
ობიექტურები რომ ვუყოთ,დღევანდელი გადმოსახედიდან,ძალზედ მცირეა იმის შანსი,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ,იმიტომ,რომ ევროპა ში 15-20 ნაკრები არის ჩვენზე ძლიერი და შესაბამისად,გაგვიჭირდება მათთან კონკურენცია,თუმცა გამორიცხულიც არაფერია.
!!!
21 დეკემბერი 2022 02:45
0
Kvernadzis garda arian sxvebic,sigua tundac parkadze an abuashvili...kidev ramdenimes chamotvla sheidzleba,amas tu davumatebt chvens patara bichebs monakodan,bormutidan,kiolnidan,kremonezedan...ase rom sawuwuno araferi gvaqvs, amat shroma undat da shemdgomi ganvitareba,warmatebebic mova aucileblad.
Givi
20 დეკემბერი 2022 15:40
1
ამდენი ანალიზის შემდეგ მართლაც იმედი გაჩნდა კვერნაძის სახით. მამარდაშვილი და კვარაცხელია თავის საქმეს კარგად აკეთებენ. სულ ეს არის და ძალიან სუსტების წინააღმდეგ თამაშს შეძლებთ, მაგრამ თუ უფრო კარგი შედეგი გინდათ მწვრთნელების დაბალ კვალიფიკაციაზე ერთი სიტყვა მაინც ახსენეთ და უმეტესობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო დაფინანსებით გააგზავნეთ უცხოეთში. ამაში ფულის ჩადება ნამდვილად ღირს!
1.2.3.4.5.6.
20 დეკემბერი 2022 13:03
2
კარგია მსჯელობაც, ფიქრიც, იმედიც, აბა არგენტინამ მოიგო და ჩვენ დრო იმაში არ უნდა დავკარგოთ, მისმა მეკარემ ვის რა აჩვენა
ქართული ფეხბურთი
20 დეკემბერი 2022 10:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული