ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები ჯერ თან გაგვყვება. ამავდროულად, მართალია, ძალიან ადრე, თუმცა იმაზეც ვფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მომავალ ტურნირზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს. ფეხბურთის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ემოციების გამოვლენა, ნერვიულობა თუ სიხარულის გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ხდება, არადა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ისაა, რომ ადრე დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად, ნაკრები არ გვყავდა, შემდეგ კი ჩვენი უპირველესი გუნდი დიდ ფორუმებზე გამოსვლას ვერ ახერხებს...

Sportall.Ge

მომავალ მუნდიალზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ევროპის კონტინენტისთვის ბევრი არაფერი
იცვლება, თუმცა მაინც გაზრდილი შანსია, ტურნირზე "ჯვაროსნებიც" მოხვდეს. თუ არა ახლა, როცა ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს და ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ამაზე ფიქრი როდისღა უნდა შეგვეძლოს?!

მთელი კონცენტრირება უახლოეს გეგმებზე უნდა მოვახერხოთ და მანამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე ვიფიქროთ. აქ ჩვენი შესაძლებლობები მკაფიოდ გამოჩნდება. თუმცა მუნდიალზე მონაწილეობა ისე გვსურს, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ...

ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა გუნდურ სახეობებს მხოლოდ ცალკეული მონაწილეები ვერ მოიგებენ. ახლახან დასრულებულ ტურნირზე ისიც დავინახეთ, კარგ ევროპულ კლუბში თამაში რამხელა კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას ნიშნავს. შესაბამისად, მაქსიმალურად ბევრი ტრანსფერი და ფეხბურთელების მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება. ამავდროულად, საფეხბურთო ასაკი გაზრდილია და გამოცდილებასაც დიდი ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, ვერცერთ ვეტერანზე გადაჭრით მაინც ვერ იტყვი, რომ 4 წლის შემდეგ კარიერა დასრულებული ექნება.

Sportall.Ge

2026 წლის კონტურები რომ მოვხაზოთ, გუნდს უკვე საკმაოდ გამოცდილი და ელიტარულ ლიგაში მოთამაშე (დიდი ალბათობით, "ვალენსიაზე" მაღალი დონის გუნდში მყოფი) მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეყოლება. არიან ახალგაზრდა კიპერებიც, რომლებმაც მას მომავალში დიდი კონკურენცია უნდა გაუწიონ.

ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი ის იქნება, გურამ კაშიას, როგორც დაცვის ხაზის ლიდერის, ჩანაცვლება რამდენად მოხერხდება. ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვა მთავარ მწვრთნელ (მინიმუმ, ამჟამინდელ) ვილი სანიოლს გაუჭირდება. იმედია, ახალგაზრდული ნაკრების წევრები მანამდე კლასს უფრო აიმაღლებენ. მაგალითად, თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ ლაშა დვალის პროგრესს ვნახავთ, მას გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე კვიპროსის ჩემპიონატია. საინტერესოა, ლუკა ლოჩოშვილის იტალიურ კარიერას როგორი გაგრძელება მოჰყვება. არ უნდა დაგვავიწყდეს საბა საზონოვი... როცა ვეტერანებზე ვსაუბრობთ, 2026 წელს, მაგალითად, დავით ხოჭოლავა 33 წლის იქნება. 

გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე დონეცკის "შახტარშია" და მისი კიდევ უფრო დიდი პროგრესი უნდა ვივარაუდოთ. იმავეს თქმა შეიძლება ირაკლი აზაროვზეც. რადგანაც მომავალი 4 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ, მანამდე რესურსი ისევ გამოჩნდება. არც ოთარ კაკაბაძესა (2026 წელს 31 წლის) თუ საბა ლობჟანიძეს (4 წლის შემდეგ 32 წლის) ვივიწყებთ.

თუკი მინდვრის ცენტრში არსებულ პრობლემურ ვითარებაზე ვწერთ, იმედია, მოთამაშეების წინსვლა ამ რგოლშიც გვექნება. მანამდე ლუკა გაგნიძეს უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში ველით, ვიდრე ევროტურნირების მიღმა დარჩენილი მოსკოვის "დინამოა". იგივე თბილისის "დინამოელი" ანზორ მექვაბიშვილისა თუ ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის კარგ უცხოურ კარიერას მოვიაზრებდით.

Sportall.Ge

მთავარია, გიორგი ჩაკვეტაძემ პროგრესი გააგრძელოს, ძველებური ფორმა დაიბრუნოს და მას ბევრი რამის თქმა შეუძლია. იმავეს ვიტყოდით ოთარ კიტეიშვილზე.

არავინ იცის, 4 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევები რამხელა მასშტაბის იქნება და რომელ კლუბში ვიხილავთ. თუკი ასე განაგრძობს, ზურიკო დავითაშვილი, მინიმუმ, ფრანგული ელიტის სტაბილურ წევრად უნდა მოვიაზროთ. ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა ახალგაზრდულ გუნდებში და ამ ასაკში პროგრესს თვალის დახამხამებაში ვაწყდებით ხოლმე. მაგალითად, 21-წლამდელთა ნაკრებისა და ამჯერად "თელავის" შემტევ გიორგი კვერნაძეს წარმატებულ ევროპულ გზაზე ვხედავთ.

გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე... თუმცა წინა ხაზზე გაცილებით დიდი კონკურენცია გვჭირდება. ბუდუ ზივზივაძე ამჟამად 28 წლისაა.

ფეხბურთს ოცნება უხდება. თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე პატარა ისლანდია ვნახეთ, იქ საქართველოს ჰიმნი უნდა მოვისმინოთ!

altნორვეგიის ნაკრების დასამარცხებლად მზადება - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

მკითხველის კომენტარები / 40 /
ობიექტურები რომ ვუყოთ,დღევანდელი გადმოსახედიდან,ძალზედ მცირეა იმის შანსი,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ,იმიტომ,რომ ევროპა ში 15-20 ნაკრები არის ჩვენზე ძლიერი და შესაბამისად,გაგვიჭირდება მათთან კონკურენცია,თუმცა გამორიცხულიც არაფერია.
!!!
21 დეკემბერი 2022 02:45
0
ვიხილავთ. რა თქმა უნდა 2026 წელს მსოფლიოზე საქართველოს. ბრაზილიასაც მოვუგებთ, როგორც ჩრდილოეთ კორეამ მოუგო.
დიმა
21 დეკემბერი 2022 00:32
11
გველესიანი გამოიძახოს სანიოლიმ. ირანში ვარსკვლავია! ნახევარდაცვაშიც კარგია და დაცვაშიც.
პროფესტო
20 დეკემბერი 2022 23:49
4
Კლავიატურის ლომო.აი შე სინამდვილეში ტურავ შენა...დაიმახსოვრეო? Არ დააორთქლებდი რო რამე? Გიჟოოოო
Ზურას
20 დეკემბერი 2022 20:26
7
შენ რა უნდა გელაპარაკო კედელი ხად .. მე ადამიანებზე, გულშემატკივრებზე ვსაუბრობ და შენ კიდე ხან ცხვარიო ხან ძაღლიო ხან ტურაო, ასე მგონია ფეხბურთზე კი არა ზოოპარკზე მელაპარაკები..კაი ბიძიკო ღმერთმა გაგიმარჯოს შენ აზროვნებაში დაგვიანებულია უკვე აღზრდა განათლება.
ზურა
20 დეკემბერი 2022 21:08
0
საშველი არის რუსეთში, რუსეთი რომ მსოფლიოზე ითამაშებს და მის შემადგენლობაში 3 ქართველი იქნება განა ეგ წარმატება არ იქნებაქვეყნის??!!!რუსეთთან შეერთებაა გამოსავალი ენს კულტურის შენარჩუნებით და ა,შ
ნიკოლოზ მჟავანაძე
20 დეკემბერი 2022 19:54
40
უკიდეგანოთ რთულ თემას ხარ შეჭიდებული მეგობარო, ზოგადად მე პირადად ეროვნული ნაკრებების მომავალს ვერ ვხედავ და სრული სისულელე მგონია ნაციონალური ნიშნით დაყოფილი ხალხის შეჯიბრი ნებისმიერ საკითხში, მაგრამ... თუ რუსეთი უნდა იყოს და რუსეთის ნაკრებმა იარსებოს, ქართველების თამაში მაგ ნაკრებში რატომ იქნება ქვეყნის წარმატება? ბრაზილია რომ იყოს რუსეთი კიდე გავიგებდი შენს მოსაზრებას, მაგრამ არვიცი რა ლოგიკას მიყვები
სულ2
21 დეკემბერი 2022 00:29
0
საგიჟეთში ინტერნეტი გაიყვანეს?? საინტერესოა... აზრის გამოთქმის თავისუფლება სისულელეების წერას არ ნიშნავს!
ბესო
21 დეკემბერი 2022 00:22
0
ყველა გამოხმაურება
ნებისმიერ კაცს შეეკითხე საქართველოში, გეტყვის ქართველებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარსო. სწორედ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ჩანს ჩვენი ფეხბურთის სიყვარული, აბა ნაკრებით თამაშზე ყველა ქვეყანაში სავსეა სტადიონი
ჟორა
20 დეკემბერი 2022 19:12
2
აუცილებლად ვიხილავთ, მჯერა რომ მალე საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მანამდე ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები. ეხლა ჩვენი დრო მოდის მესი წავიდა, კვარაცხელია მოდის
თათკა
20 დეკემბერი 2022 18:06
5
"თათკა" ბიჭო, მათლა???
ვითომ "თათკა" ხარ არა? გიცანი.
20 დეკემბერი 2022 20:40
0
მე პირადად ბარსას ქომაგი ვიყავი და რაც მესი ლაპორტას მაქინაციებს შეეწირა, მას მერე მესის გამო, იძულებით პსეჟეს (არასოდეს მეხატებოდა გულზე ეგ ფრანგული გუნდი). არ არის მართებული, რომ უცხოეთის გუნდს ან ნაკრებს არ უნდა ვუქომაგოთ, ანდა საყვარელი ფეხბურთელი არ უნდა გვყვავდეს. მესის გამო ამ მს. ჩემპიონატზე არგენტინას ვგულშემატკივრობდი და გულითაც გავიხარე მათი წარმატების. რაც შეეება ჩვენს ნაკრებს მაგათაც გულით ვქომაგობთ, მთავარია თვითონაც შეგვიწყონ ხელი გულშემატკივრებს, თავიანთი თავდადებით და კარგი თამაშით.
გია
20 დეკემბერი 2022 16:32
2
Kvernadzis garda arian sxvebic,sigua tundac parkadze an abuashvili...kidev ramdenimes chamotvla sheidzleba,amas tu davumatebt chvens patara bichebs monakodan,bormutidan,kiolnidan,kremonezedan...ase rom sawuwuno araferi gvaqvs, amat shroma undat da shemdgomi ganvitareba,warmatebebic mova aucileblad.
Givi
20 დეკემბერი 2022 15:40
1
Ზურა რა ძაან განიცდი დინამოზე რო არ დადის ხალხი?რეგიონში ვცხოვრობო და ინერვიულე რა რეგიონზე.10 კაცი იყოვო დინამოზე-რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს.ძაღლმა შეიძლება 8-9 ლეკვი დაყაროს,ცხვარმა კი მაქსიმუმ ორი მოიგოს. Ხოდა შენ ძაღლების ფარა გინახია თუ ცხვრის?
Ზურას
20 დეკემბერი 2022 14:04
11
მომისმინე ეხლა კარგად.. რაის ძაღლი და ცხვარი გულშემატკივარზე ვლაპარაკობ რას მიედებ მოედები რა შუაშია ესენი საერთოდ ერთმანეთთან. ჯერ საკითხი დაუკავშირე ერთმანეთს და მერე გააკეთე კომენტარი.. ზუსტადაც, რომ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა სტადიონზე და რაცარუნდა ხარისხიანი გულშემატკივარი იყოს ეს 10 კაცი სტადიომზე ატმოსფეროს ვერ შექმნის.. ცოტა ტვინი გაანძრიეთ და იაზროვნეთ.. ვერავინ გადამიწყვიტავს თუ რაზე უნდა შემტკიოდეს გული ეს კარგად დაიმახსოვრე!
ზურა
20 დეკემბერი 2022 17:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული