ჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე 500 დღე დარჩა. მანამდე მასში მონაწილეები უნდა გაირკვეს. ამისთვის ორი გზა არსებობს - საქართველოს ნაკრებს "ერთა ლიგიდან" საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული აქვს (პლეი-ოფის ნახევარფინალშია), შესარჩევ ეტაპს კი მარტის ბოლოს დაიწყებს. ჯერ იქამდე გარკვეული დროა, თუმცა უძველესი გამონათქვამი თებერვლისა და ხეში წყლის ჩადგომის შესახებ გავიხსენოთ და ნორვეგიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე ვილი სანიოლის გუნდის ზოგად მდგომარეობაზე ვისაუბროთ.

Sportall.Ge

"ჯვაროსნების" ფრანგ დამრიგებელს ბევრი ფიქრი მოუწევს იმაზე, კარის დაცვა უკვე 37 წლის გიორგი ლორიას ანდოს თუ "ვალენსიელ" გიორგი
მამარდაშვილს. მათ თამაშებს თუ გადავხედავთ, ორივე დამაჯერებლად გამოიყურება. თუ ვინ იქნება მესამე მეკარე, არავინ იცის, თუმცა ბოლო შეკრებაზე ასეთი "სამგურალის" კიპერი ლევან შოვნაძე იყო, რომელიც ეროვნულ ლიგაში თებერვლის ბოლოდან ჩაერთვება.

ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ ცენტრალური მცველების გარჯა უმნიშვნელოვანესი იქნება. კარგია, რომ საბა კვირკველიას აზერბაიჯანში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. ის ორთაბრძოლებში ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური მცველია; ისევ დიდი იქნება გურამ კაშიას ხელმძღვანელობის უნარი; ამ ეტაპზე ოფიციალური მატჩები არ აქვს დავით ხოჭოლავას, თუმცა გაზაფხულამდე ფორმაში უნდა შევიდეს. რაც შეეხება ალტერნატივებს, იტალიურ "კრემონეზეში" ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე ტურია, ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მძლავრი მეტოქის წინააღმდეგ მისი შეუპოვარი ხასიათი სანიოლს აუცილებლად გამოადგება. გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი ჯიმი ტაბიძე გახდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში კვლავ ველით. კვიპროსის ჩემპიონატში ბოლოს ლაშა დვალი მინდორზე 90 წუთს ატარებს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია ჩამოყალიბდა, თუმცა აქ სხვადასხვა ტიპის სირთულეებია - გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარში" ჯერ ახალი კაცია და სრული აკლიმატიზაციისთვის დრო სჭირდება. ოთარ კაკაბაძეს ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და მხოლოდ ახლა დაბრუნდა. სანიოლი აქ საბა ლობჟანიძესაც მოიაზრებს. იმიჯშეცვლილმა ნახევარმცველმა 3 იანვარს გაიტანა, თუმცა მასსა და მის გუნდს ცუდი პერიოდი აქვთ, ჩვენებურს ხომ გასულ სეზონში 8 გოლი და ამდენივე შედეგიანი მოქმედება ჰქონდა.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, მართალია, გიორგი წიტაიშვილმა მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრა ჩააგდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში მის ფლანგზე დიდი დატვირთვა იყო. იმედია, პოლონურ "ლეხში" (სადაც ნიკა კვეკვესკირთან ერთად გამოდის) ის უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. სეზონი ჯერ ირაკლი აზაროვსაც არ განუახლებია და მისგანაც საუკეთესო თვისებების გამოვლენას ველით. გურამ გიორბელიძეც ეცდება, სასტარტოში თამაში დაიმსახუროს...

Sportall.Ge

სულ ვწერთ იმაზე, რომ მინდვრის ცენტრში ახალი მოთამაშეები გვჭირდება, თუმცა გამოსცდის თუ არა ფრანგი მთავარი მწვრთნელი ნორვეგიამდე დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ვინმეს, რთული სათქმელია. კარგი ისაა, რომ პორტუგალიურ "ჟილ ვისენტეში" გიორგი აბურჯანია მინდორზე, ფაქტობრივად, მუდმივად 90 წუთს ატარებს. ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი - ვნახოთ, ეს სია კიდევ ვისით გაიზრდება. ჩვენ წინანაღმდეგ კი მშვენიერ ფორმაში მყოფი, "არსენალელი" მარტინ ოდეგორი იქნება. საინტერესოა იქნება, მწვრთველი ოთარ კიტეიშვილის როლს სად დაინახავს.

ხვიჩა კვარაცხელიას როლსა და მნიშვნელობაზე ბევრს არ დავწერთ. ბედნიერებაა, როცა გყავს ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემს. ფორმაშია ზურიკო დავითაშვილიც, მაგრამ მან კიდევ უფრო მეტ შედეგიანობას შეგვაჩვია. იმედია, ბუდუ ზივზივაძე ტრავმას თავს დროულად დააღწევს და გერმანულ "კარლსრუეშიც" შედეგიანად ათამაშდება. მას ახლა რთული პერიოდი ჰქონდა როგორც ჯანმრთელობის, ასევე უნგრული კლუბის მიმართ დამოკიდებულების გამო. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ გიორგი მიქაუტაძეს უახლოეს ოფიციალურ დაპირისპირებაში სასტარტოში ყოფნის მეტი შანსი ექნება. მისმა სისხარტემ და მოქნილობამ ნორვეგიელ მცველებს პრობლემები უნდა შეუქმნას. "ჟორჟმა" საფრანგეთის რანგით მე-2 ლიგაში უკვე მეათე გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა. მანამდე სანიოლი თითოეულ მოთამაშეს კვლავ აქტიურად დააკვირდება. უნდა აღვნიშნოთ ლევან შენგელიას ბოლოდროინდელი მშვენიერი გამოსვლაც.

სანაკრებო მატჩებისას სულ ვწუწუნებთ, რომ სხვადასხვა მიზეზით ოპტიმალური შემადგენლობის გამოყენება გვიჭირს. ტრავმის თავიდან აცილება უპირველესი სადარდებელია. ახლაც ყველა ამაზე ვფიქრობთ. მთავარია, მოთამაშეები ჯანმრთელები გვყავდნენ, შემდეგ კი მათი ადგილი გამოიძებნება, მით უმეტეს, 5 ცვლილების პირობებში. ბოლო დროს 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძის დამაჯერებელი გამოსვლა და კარგი სათამაშო ფორმა გვახარებს. ვიცით, მას რამხელა რესურსი აქვს და რა შეუძლია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ერთდროულად ნაკრებში თითქოს არ ყოფილან. მოედანზე მათი ერთად ხილვა ძალიან საინტერესო და შესაძლოა, მეტოქეებისათვის დამანგრეველიც კი იყოს. ახლა მთავარია, ამ ფეხბურთელებმა თამაში ასევე გააგრძელონ, თუმცა საქართველოს ნაკრების თავკაცის მიერ არჩეულ სათამაშო სქემაში (3-5-2 ან 3-4-2-1), რომელიც წარმატებით მუშაობს, ჩაკვეტაძის ადგილის მოძიება რთულია. მის საყრდენ ზონაში მოსინჯვას სანიოლი ასე მარტივად ვერ გადაწყვეტს, "ჩაკვეს" ფორვარდის თვისებებიც არ აქვს, მარცხენა შემტევის პოზიციაზე კი "კვარა" გამოდის. ვინც "სლოვანის" შეხვედრებს თვალს აქტიურად ადევნებს, შეამჩნევდა, რომ გიორგი მინდვრის ცენტრში ბურთს მშენივრად იჭერს და მახვილგონივრულ პასებს აკეთებს, ხოლო სისწრაფე და მოწინააღმდეგეთა გვერდის ავლის უნარი არსად დაუკარგავს. კვარაცხელია-ჩაკვეტაძის ერთად გამოყენების გეგმა იქნებ სანიოლისთვის ერთ-ერთ მთავარი დილემადაც კი იქცეს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს 28 მარტს, სავარაუდოდ, ბათუმში ვუმასპინძლებთ, მანამდე კი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაც იგეგმება.

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

altვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

მკითხველის კომენტარები / 15 /
გუნდი ჩაკვეტაძე-კვარას გარშემო უნდა აიწყოს,დანარჩენი ვინც მზად არ არის არ უნდა ითამაშოს.
სვანსკი
02 თებერვალი 2023 10:53
0
მე დავაყენებდი 4-1-3-2 სქემას .ყოველ შემთხვევაში , მოვსინჯავდი ამხანაგურზე და ვარჯიშზე . საზონოვს აუცილებლად ვათამაშებდი ნორვეგიასთან . დარწმუნებული ვარ , რომ თუ ჰოლანდის პერსონალურ დაჭერას დაავალებენ ვინმეს ცენტრალური მცველებიდან , ეგ აჯობებს ყველას . ნუ , თუ ფორმაშია .ყველაზე სწრაფია და ყველაზე ხისტ და დატვირთულ ლიგაში თამაშობს გამოცდილება აქვს . არ ვიცი როგორ შეძლებს საყრდენის თამაშს , თუმცა სისწრაფე საკმაო აქვს და ბურთიც ცუდად არ ამოაქვს . ჩაკვე და კვარა ორივე უნდა იყვნენ თავიდანვე . ისიც არ დაგვავიწყდეს , რომ საუკეთესო Dაცვა თავდასხმაა.
zaza
01 თებერვალი 2023 20:00
1
კვარას და ჩაკვეს ერთად თამაში სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს ნორვეგიელ მცველებსაც და ნახევარმცველებსაც,არაფრით არ უნდა ავირჩიოთ დაცვითი ტაქტიკა,სჯობს ბურთის კონტროლზე და სწრაფ მცველებზე გავაკეთოთ აქცენტი.ასე უკანმოუხედავად ვერ გარისკავენ ისინიც,იციან წინ ვინცაა:)ჩაკვეს ასისტი და ხვიჩას რომელი ნორვეგიელი მცველი დაეწევა.ბურთი კი მრგვალია.....
გაგა
01 თებერვალი 2023 19:56
1
კი მარა მაშინ კიტე უნდა ამოვაგდოთ,
დათოს
01 თებერვალი 2023 19:20
2
რა პრობლემაა ვერ ვხვდები კვარა მარცხნივ ჩაკვე შუაში. მიუხედავად იმისა რომ ყველას ვგულშემატკივრობ და განსაკუთრებით კვარას ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევე გვჭირდება ძლიერი ჩაკვე და სხვებიც. ჩემი აზრით ნახევარდაცვაში გვიჭირს არც კაი ჩამშლელი გვყავს და არც გამთამაშებელი რაც პრობლემაა
დათო
01 თებერვალი 2023 16:46
1
ფეხბურთელები არ გვყავდა და ვაი იყო, ეხლა ღვთის წყალობით მოვიდა თაობა, რომელიც, თუ ჯერ ვერ ხატავს, იგებს მაინც თამაშს. რას ქვია ჰოლანდი და ოდეგორი, ხალხო ხვიჩა გვყავს. ზოგისთვის ეს ფენომენი, ვისაც ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია, ჯერ არ არის ჯეროვნად აღქმული.
100%
01 თებერვალი 2023 16:32
2
მერე ვინ უშლის სანიოლს გამოიძახოს კანკავა. მაგრამ კალაძეს და კობიაშვილს არ აწყობს.
მათე
01 თებერვალი 2023 14:47
35
Chemi azrit sazonovi unda atamashos norvegiastan axalgazrdaa da swrafi, tumca gamoucdelic da ratqmaunda riskic arsebobs...centrshi kankavasnairi gvwirdeba arsenalis fexburteli unda shechamon da gandzrevis sashualeba ar unda mieces,chemi azrit kankavam ichqara wasvlaa...
Givi
01 თებერვალი 2023 13:50
3
შეირჩეს ამხნაგური ძლიერ გუნდთან, სადაც ექსპერიმენტით კვარა და ჩაკვე ერთად ითამაშებენ. იქ გამოჩნდება და ჩვენც გულშემატკივრები რომლებიც მათ ერთად თამაშს მოველით დავკმაყოფილდებით. ძალიან საინტერესო იქნება
Suxumchanin
01 თებერვალი 2023 13:23
0
ჩემი აზრით წიტაიშვილს შეცვლის მეორე ტაიმში ჩაკვეტი და კვარა მარჯვნივ გადავა ჩაკვე კვარას ადგილზე დარჩება და მაგრა შეუტევენ.
ბაჩო
01 თებერვალი 2023 12:45
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული