საქართველოს ნაკრები ბათუმში ითამაშებს - ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს კი ჩვენი გუნდი 28 მარტს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წლის პირველი ოფიციალური თამაში კი ჩვენს გუნდს ნორვეგიის წინააღმდეგ ექნება. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის არენაზე გაიმართება.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს, 12 საათზე დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

Sportall.Ge

25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი |
18:00


ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი

VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00

ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი

VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

Nakrebi.ge

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

მკითხველის კომენტარები / 15 /
მონღოლების დამარცხებით და მათი ქვეყნიდან გაყრით დაიწყო გიორგი ბრწყინვალემ ქვეყნის გაერთიანება და შემოიღო დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა!
სხვათაშორის გიორგი ბრწყინვალის ძეგლი ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნა 2021 წლის 25 დეკემბერს (მოქანდაკე კახა არუნაშვილი), ისტორიაში პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე!
ღვთის შეწევნით, იმედია მონღოლეთის დამარცხებით დაიწყება საქართველოს ნაკრების გაბრწყინების პერიოდი ქვეყანასთან ერთად!
P.S. სიმბოლოებს უდიდესი დატვირთვა გააჩნია...
ლაშა
12:54 28-02-2023
3
ჩემი აზრით ხვიჩა საერთოდ არ უნდა ათამაშოს მოღოლეთის ნაკრებთან, რომ მოერიდოს ტრამვის მიღების რისკს.
buba
12:40 28-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული