"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

- პირველ რიგში, რაც შეეხება ხოჭოლავას საკითხს, საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, თუმცა კლუბის თხოვნას დათანხმდა და  კვირას ითამაშა. სამწუხაროდ, დათას 6-8 კვირა გაუცდება. მას ნაკრების დახმარების სურვილი ჰქონდა, თუმცა ოპერაციის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო.

რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემს მოთამაშეებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, თუმცა თავად ვერაფერს ვცვლი. ზოგიერთი ფეხბურთელი ცოტას, ზოგი კი სულაც არ თამაშობს. ნორვეგიასთან ძალიან პრინციპული
დაპირისპირებაა და თითოეულ პოზიციაზე ერთი მუდმივი პრაქტიკის მქონე მოთამაშე აუცილებელია. სამწუხაროა, მარცხენა ფლანგზე რა სიტუაციაცაა, არც წიტაიშვილსა და არც აზაროვს ბევრი დრო არ ეძლევათ. მომავალშიც თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მათი მოწვევისგან თავის შეკავება მომიწევს. 

რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მას ბოლო დროს ბევრი გაუცდა და სიაში არაა.

ჩვენ არაერთეხლ ვესაუბრეთ საბა საზონოვს და მან საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი გამოთქვა. ჩემთვის ეს მთავარია, ახლა კი ვნახოთ, ის რამდენადაა მზად, ნორვეგიასთან პირველ ოფიციალურ შეხევდრაში ითამაშოს. საბას ვაკვირდები და მიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებს.

რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებაზე კომენტარი ადრე მე არ გამიკეთებია. ლუკა გაგნიძეც ძალიან ნიჭიერია და ჩემთვის მთავარია, ისინი ნაკრებს გამოადგნენ. ლუკა ახლა ამისთვის მზადაა. რაღაც მომენტში ფეხბურთისა და პოლიტიკის გამიჯვნა უნდა მოვახერხო და ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე ვიფიქრო.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს. გუნდში პატივისცემა და პოზიტიური გარემო უნდა იყოს და ამისთვის ყველა მუშაობდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებაზე არ ვფიქრობ, მომავალში კი არაფერს გამოვრიცხავ.

თუკი ნორვეგიის ნაკრებს შევხედავთ, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ამ დონის ნაკრებთან გვითამაშია და მოგვიგია. ახალი ციკლი იწყება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მინდა წინა ციკლში აკრეფილი კარგი ფორმა ასევე გავაგრძელოთ.

ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რასაც სოციალურ ქსელებში ვაწყდებით. მე უცხოელი ვარ, თქვენმა ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო და ამით მადლობელი ვარ. სხვას ვერაფერს დავამატებ.

17 წლის გაბრიელ სიგუას ლეონ გორეცკას შევადარებდი. ის მთელ მოედანს ფარავს და ყველა კომპონენტში გამორჩეულია. მე ფეხბურთელებს იმის გამო არ ვიძახებ, გუნდთან ერთად სასტუმროში იყვნენ, თამაშის შანსი ყველას ექნება. ბოლო პერიოდში მისი თამაში მომეწონა და ბევრი ვიფიქრე, რამდენად იყო მზად, ნაკრებში გამომეძახებინა და ასე გადავწყვიტე.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუკი ნორვეგიას ერლინ ჰოლანი ჰყავს, ჩვენ - გურამ კაშია. ჩაკვეტაძე დიდი ხანია ნაკრებშია, მას რთულ პერიოდშიც ვიძახებდით, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ეგრძნო. მიხარია, რომ ის ახლა მუდმივად თამაშობს. იმედია, ნაკრებს დაეხმარება, თუმცა ვერ გეტყვით, სად, ამას მეტოქიდან გამომდინარე გადავწვეტთ. მთავარია, რომ ჯანმრთელია და ბევრს თამაშობს.

altიძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
20 მარტი 2023 14:50
1
წარმატებები.
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია 2 თავით გვჯობია, თუ გავერთიანდებით, თუ შევწყვეტთ ყოყლოჩინობას (რასაც ზოგიერთი ოპტიმიზმს ეძახის) და მატჩისთვის სერიოზულად, ჩუმად, საქმიანად მოვემზადებით, მაშინ იქნება წარმატება.
პ.ს. რა თავი მახსოვს პირველი ევროპული თამაშებიდან დაწყებული (ჯერ კიდევ 70-ანი წლების დასაწყისში) და მერმეც დამოუკიდებლობის დროს, ყოველთვის ყოყლჩინობის, ტრაბახის და მეტოქის შეუფასებლობის შედეგად ვმარცხდებოდით. ხოლო, როცა წყნარად სერიოზულად ვემზადებოდით - სულ ვიგებდით.
ჰაჰა
20 მარტი 2023 14:57
8
ნორვრგია ძლირია, ეგ ყველამ ვიცით მაგრამ, არც გვარდიოლა ყავთ მწვრთნელი და არც სიტია ნორვეგია! ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და სულ არ მაინტეტესებს ამ შემთხვევაში ჰალანდი
Vasili
20 მარტი 2023 21:59
3
ანუ რაო, ყაზაიშვილზე ვერ გავიგე, სიტუაციის ამრევიაო ნაკრებშიო? ძალიან ცუდი, თუ ასეა. კორეაში კი არა კაცი ლამის ოქროს ბურთს ეთამაშება და როგორი უბრალოა, ეს რამ გააბლატავა, ვერ გავიგე?!
20 მარტი 2023 14:50
11
კარგ მთმქლს კარგი გამგები უნდა. რა შუაშია ამრევი. ყაზაიშვილი ხასიათით არც ჭანტურიაა და არც ოქრიაშვილი, რომ აურიოს. წყნარი ტიპია. ჰიდა ეგ არის მაგის პრობლემაც. იმდენად წყნარია რომ მისმა მიყვარემ (ცოლის ძმამ) მის მაგივრად გადაწყვიტა მისი ურთიერთობები დაელაგებინა ნაკრებში და იმ ხალხს ვისთანაც ვაკოს წლებია უთამაშია, დისკომფორტი შეუქმნა, შეურაცხყოფა მიაყენა. უნდა თუ არ უნდა, ვაკოს ბრალიცაა ეგ მისი არაფეხბურთელი ოჯახის წევრი რომ მის საფეზბურთო საქმეებში ერევა. ჰიდა ეგ თქვა სანიოლმა, პატივისცემის ზღვარი გადაილახაო.
ეგ არ უთქვამს
20 მარტი 2023 15:02
0
Ra ver gaige???vakos colis dzmis shesaxeb gsmenia rame???reebi ilaparaka???
L.J .
20 მარტი 2023 15:58
0
ყველა გამოხმაურება
10-0 მოუგო სომხებს შარშან ჩაწოდებებს იყენებენ მაგრაად არეულ მდგომარეობას ესპანეთმა უნდა დაგვეხმაროს იქნებ გადაღალოს გუნდი
beqa
20 მარტი 2023 15:55
1
მაგ სანიოლის იმედზე ნუ ხართ "უჭირს" მაგარი მაგას. ხვიჩა მიათრევს ნაკრებს და მერე სანიოლის გაპრავება მიდის
1
20 მარტი 2023 17:18
24
ნორვეგიას თუ ჰოლანი ყავს, ჩვენ კაშია, არგენტინას თუ მესი ჰყავს, ჩვენ კვეკვესკირი, ფრანგებს თუ მბაპე ჰყავს, ჩვენ ბუდუ ზივზივაძე. :) ჩემი პატივისცემა სამივე ქართველს.
irakli81
20 მარტი 2023 16:20
3
დაცვაში საზანოვი ჩინებული ვარიანტია კობახიძის ნაცვლად, რომელსაც გამოცდილება აკლია!
ლაშა
20 მარტი 2023 18:43
0
გამეცინა უბრალოდ ჰალანდის წინააღმდეგ კაშია.
დავით 67
20 მარტი 2023 23:30
27
ჰალანი, ჰალანი... მოიცა ერთი, 28-ში უნდა ვიხარხარო ნორვეგია რომ გაასხავს კვატივით!
ლაშა
20 მარტი 2023 20:13
4
ეხლა ჰოლანიო.. ვინმემ იცის ბოლობოლო რა გვარია ეს კაცი? ჰოლანდი ჰალანდი თუ ჰოლანი?:)
toti
20 მარტი 2023 15:51
3
თვითონ ამბობს, ისე დამიძახეთ, როგორც მოგიხერხდებათო, არ მაღელვებსო. მაგრამ ქართულში ტრანსლიტერაციის წესებით ნორვეგიული aa იქნება „ო“, ხოლო nd იქნება „ნ“. ამიტომ Haaland უნდა იყოს ჰ'ო'ლა'ნ'ი
nika
20 მარტი 2023 17:11
1
ნოლანი
რაბუ
20 მარტი 2023 17:12
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული