"ეს კრიზისია და შანსები თითქმის გაქრა" - ნორვეგია ჰოლანის ტრავმის გამო შოკშია

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ნორვეგიის ნაკრებისთვის თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის გამოკლება ნამდვილი შოკი გამოდგა. ის წინა დღით ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ საზარდულის პრობლემა შეექმნა და თავის გუნდს ესპანეთთან და საქართველოსთან ვერ დაეხმარება.

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მარბელაში ჟურნალისტებს შექმნილი ვითარება განუმარტა. მისი თქმით, იმედგაცრუებული არიან, თუმცა გუნდის ლიდერის გამოკლებით არაფერი შეიცვლება, რადგან სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, განწყობა საბრძოლოა, ესპანეთთან თამაშის გეგმა თითქმის უცვლელი დარჩება, საქართველოსთან კი არაა გამორიცხული, ცვლილებებს მიმართოს.

"ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ასეთ სიტუაციაში საკვალიფიკაციო
ტურნირებისას ადრეც ვიყავით. არავის დავიმატებთ. თავდასხმაში ორი კანდიდატი გვყავს, ალეკსანდერ სიორლოტი (სოსიედადი) და იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა). აგრეთვე - ნახევარდაცვაში ოლა ბრინჰილდსენი (მოლდე) და კრისტიან ტორსვედტი (სასუოლო). ამის შემდეგ 11 დღის განმავლობაში ჰოლანზე დასმულ კითხვებზე არ გიპასუხებთ", - დასძინა სოლბაკენმა.

კომენტარი ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და დაძაბულობამ იმატა, მაგრამ მე ეს მომწონს კიდეც. წარუმატებლობის შიში ყოველთვის არსებობს, რაც დამატებით მუხტს გვძენს".

ნორვეგიული Dagbladet-ი შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე უარესი სიახლეა, რაც შეიძლებოდა შეეტყოთ, რამეთუ ჰოლანის მსგავსი ვარსკვლავი არ ჰყავთ, მისი გამოკლება ძალიან სერიოზული დანაკლისია, სიორლოტი ჰოლანივით ექსტრემალურად სწრაფი არაა და სავარაუდოდ, ტაქტიკის გადაწყობა მოუწევთ.

NRK-ის საფეხბურთო ექსპერტი კარლ-ერიკ ტორპი ამბობს, რომ ჰოლანის ტრავმა წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, ვინაიდან ის მეტოქეებთან ყველაზე დიდ სხვაობას სძენს ეროვნულ გუნდს და ახლა მათი შანსები თითქმის გაქრა.

"მარკა" ჰოლანის ტრავმას "ფურია როხას" დაცვისთვის შვების მომგვრელს უწოდებს, ხოლო AS-ი წერს, რომ ეს მათი მეტოქისთვის დიდი დარტყმაა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ევროპულ და ზოგადად აზრზე მოსული გუნდების ტაქტიკაა ეს, ლიდერი რომც დააკლდეთ ატეხავენ წუწუნს და ვაი ვიშს, არადა იმის გარეშეც უამრავი მონახაზი და გეგმა აქვთ. ამიტომ ერთი ჰალანდის ტრავმაზე ნუ ავაგებთ ოცნების კოშკებს, ნორვეგია ძალიან ძლიერი მწყობრი დისციპლინირებული გუნდია და რეალურად ჩვენზე ძლიერია! ამიტომ სრული მობილიზება და მონდომება თუ მოგვიტანს წარმატებას!
ბეჟო
11:43 22-03-2023
1
მე 70 წელს ვუახლოვდები. ჩემი დაკვირვებით, დასავლეთ ევროპელი ჟურნალისტები მუდამ ესე იქცევიან, თამაშის წინ ლაპარაკობენ თავიანთი გუნდის პრობლემებზე, არიქა რა ცუდად ვართო, აკრიტიკებენ, მაგრამ აქებენ მოწინააღმდეგეს. არიქა, რა მაგრები არიანო. ჩვენები პირიქით იქცევიან, მატჩის წინ აქებენ საკუთარ გუნდს, რათა განწყობა შექმნან. (მე არ გაკრიტიკებთ). ასე არის 1972 წლიდან, როცა ტოტენჰემთან გავნადგურდით. იქ ისე მიდიოდნენ, გეგონება უეჭველი მოგებული გვქონდა.
და მეორე, თუ ჩვენები მშვიდ, წყნარ გარემოში, აჟიოტაჟის გარეშე ემზადებიან და პრესაში-ხალხში თამაშისადმი სერიოზული -, არა ტრაბახა მიდგომაა. თითქმის სულ ვიგებდით.
იქნებ ეხლაც გვეცადა, მაგალითად ჰალანდი არ არის მაგრამ ნორვეგია შეკრული გუნდია. ესეთი აქცენტი მოწინააღმდეგეზე, ხოლო ჩვენზე რამდენად შეინარჩუნეს ფორმა. ხომ არ განმეორდება წინა ციკლი, როცა ევროლიგაზე ნახევარფინალში გავედით, მაგრამ შესარჩევზე ცუდად გამოვედით. და რა თქმა უნდა სპეციალისტების და ჟურნალისტების მიერ გუნდის მზადების შედარებით მშრალი აღწერა, ქება დიდების გარეშე.
ჰაჰა
10:17 22-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული