რატომ შეიძლება უფრო გაგვიჭირდეს ჰოლანის გარეშე დარჩენილ ნორვეგიასთან? - მნიშვნელოვანი ფაქტორები მატჩამდე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი კარს მოგვადგა, თუმცა მთელი ყურადღება ნორვეგიასთან 28 მარტის დაპირისპირების ირგვლივაა. სტუმართა ლიდერისა და ევროპულ ფეხბურთში დღეისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ერლინ ჰოლანის ტრავმას სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები აქტიურად გამოეხმაურნენ.
ახლა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საქართველოს ნაკრების ირგვლივ იყოს, ისაა, ყველამ დავიჯეროთ, რომ მოწინააღმდეგე ძალიან დასუსტებულია და ის იოლად უნდა დავჯაბნოთ. ამ წერილის მთავარი მიზანი სწორედ ესაა.

რა თქმა უნდა, ამხელა დანაკლისის შევსება ნორვეგიელებისთვის შეუძლებელია. "ზოგი ჭირი მარგებელიას" ამბავი ახლა რამდენად გაამართლებს, რთული სათქმელია. ამის მიუხედავად, არსებობს ფაქტორები,
რის გამოც, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის გარეშე დარჩენილი ნორვეგიელების ძლევა უფროც კი გაგვიჭირდეს, ვიდრე მასთან ერთად. ფეხბურთი ამიტომაცაა საინტერესო. ზუსტად ვიცით, ვილი სანიოლი ამაზე ბევრს იმუშავებს.

Sportall.Ge

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი ფაქტორი მუდამ თან სდევდა - რაც უფრო ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე, ჩვენი ბიჭებიც უფრო მობილიზებული და მონდომებული იყვნენ. ამის ფონზე, ის შეხვედრები, სადაც თითქოს იოლად უნდა გაგვემარჯვა, პრობლემად გვქცევია. ყველაფერი მოლდოვის ნაკრებთან სადებიუტო მარცხიდან იწყება. ერლინ ჰოლანი ნამდვილად იყო ის დამატებითი გამაღიზიანებელი, რასაც "ჯვაროსნების" შემართება უნდა აემაღლებინა. ასე იყო, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთს ვაჯობეთ. ახლა მთავარი ისაა, მობილიზება შევინარჩუნოთ და ერთი წამითაც არ მოვდუნდეთ.

რა თქმა უნდა, ბოლო თვეების განმავლობაში მთავარი მწვრთნელი ბევრს იფიქრებდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვეხერხებინა სტუმართა შორის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელის ნეიტრალიზება. სხვადასხვა ფაქტორით, ტაქტიკური სქემის შესაძლო შეცვლაზეც კი ვწერდით, ახლა კი სანიოლს მოკლე დროში ბევრი ჩანაფიქრის გადაწყობა მოუწევს. კარგია, რომ მატჩამდე რამდენიმე დღეა, ესპანეთის ნაკრებს ამისთვის მცირე საშუალებები აქვს. თანაც, შეგვიძლია, ნორვეგიელების "ფურია როხასთან" დაპირისპირებას კარგად დავაკვირდეთ.

უკვე შევეხეთ იმას, რომ მოსაგებ შეხვედრებში ხშირად გაგვჭირვებია და პირიქით, მოულოდნელი შედეგები დაგვიფიქსირებია. ამის მიზეზი ორი შეიძლება იყოს. პირველი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო დაძაბული ვართ, როცა ჩვენგან აუცილებელ გამარჯვებას ელიან და მეორე, მეტოქის ტაქტიკური სქემა ისეთია, ინიციატივა თავად უნდა აიღო, შეუტიო და ასეთ დროს უფრო პრობლემები გვაქვს, ვიდრე მაშინ, როცა თუნდაც ჩვენს შანსებს ე.წ. მეორე ნომრად ვეძებთ. უკანასკნელი "ერთა ლიგის" მატჩებიც ამის კარგ მაგალითად გამოგვადგება. ახლა ერლინის გარეშე დარჩენილ მოწინააღმდეგესთან თითქოს ჩვენი წარმატების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პასუხისმგებლობასაც ზრდის. ფრანგი მთავარი მწვრთნელის როლი აქაც დიდი იქნება, რათა გუნდს მსგავსი შესაძლო შებოჭილობა მოუხსნას.

გარკვეული პარალელის გავლება კვლავ შეიძლება. როცა გაირკვა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ინგლისის ნაკრების იმ დროის გამორჩეული ვარსკვლავი, ალან შირერი ვერ ასპარეზობდა, მაშინაც მოდიოდა საუბრები, რომ დასუსტებულ მეტოქესთან მეტი შანსები გვექნებოდა. ნორვეგიელთა რიგებში არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებსაც ჩვენს საჯარიმოში ხიფათის შექმნა შეუძლიათ. 

"რეალ სოსიედადში" მოსპარეზე ალექსანდრ სორლოშიც ტანმაღალია (195 სმ). ის გარემარბადაც თამაშობს, თუმცა ისეთი სისწაფითა და მოძრაობით ვერ დაიკვეხნის, როგორც ჰოლანი. 27 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ტემპერატურის აწევა შეუძლია. გუნდშია "სელტას" ახალგაზრდა შემტევი იურგენ სტრანდ ლარსენიც, რომელსაც გატანაზე არანაკლებად შედეგიანი პასების გაკეთება გამოსდის. დიდი ამბები კი ნახევარდაცვაში იქნება, "არსენალში" მოთამაშე მარტინ ოდეგორი და მისი თანამემულეები დაუღალავად ბევრს მოძრაობენ და ინიციატივის დაუფლებას ცდილობენ. აქ დიდი ბრძოლები გველის.

Sportall.Ge

"ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება" - ასე დავარქვით ერთ-ერთ სტატიას, რომელიც ამ მატჩს ეძღვნებოდა, ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი ხომ მიმდინარე სეზონში ძალიან გამორჩეულები არიან. გასაგებია, ჩვენი ინტერესი მხოლოდ საქართველოს ნაკრებს, მის შედეგებს და ევროპირველობაზე გასვლას ემსახურება, თუმცა "ნაპოლისა" და "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავების დუელი რომ არ შედგება, ეს ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის სამწუხაროა. ერთიცაა, გამარჯვება ასეთ მეტოქესთან უფრო ტკბილი იქნებოდა. 

საქართველოს ნაკრებს წარმატებული სტარტი ვუსურვოთ, ეს ძალიან გვჭირდება!..

altრა სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია სანიოლს ნორვეგიის ნაკრებისთვის - ჰოლანის დანაკლისმა არ უნდა მოგვადუნოს!..

alt"ეს კრიზისია და შანსები თითქმის გაქრა" - ნორვეგია ჰოლანის ტრავმის გამო შოკშია

altსაქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა ვინც ესპანეთთან გამარჯვებაზე ოცნებობს. რა კრიტერიუმებით მსჯელობენ ვერ გამიგია. ჩემპიონატი გაქვს ძლიერი. მაგარ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები თუ რა??? ხვიჩას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ეს ბაქი ბუქა ხალხი იმასაც იტყვის ცოტა ხანში რომ ევროპის ჩემპიონობის შანსიც გვაქვსო . ნურავინ შეწუხდებით მოპასუხეებათ. ანდა 28 მარტს 22-00 საათის შემდეგ გამაკრიტიკეთ.
დავით 67
11:59 23-03-2023
2
ითამაშებს ჰოლანდი ვაია, არ ითამაშებს ვუია. ეს უფრო იმას ჰგავს, ცუდ მოცეკვავეს კვერცხები უშლიდა ხელსო. ჩვენ თავდაჯერებულები და გამარჯვებაზე დაგეშილები უნდა გავიდეთ მოედანზე, ჰოლანდით იქნრბათუ უჰოლანდოდ, ბეჭებზე უნდა დავდოთ მეტოქე
irakli81
03:15 23-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული