საუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

AutoSharing Option
საქართველო-მონღოლეთის (6:1) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (4.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ბევრი საქმე არ ჰქონია. ფეხით თამაშისას შეცდა, რასაც საბოლოოდ ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყვა.

Sportall.Ge

საბა საზონოვი (5.5) - მოსკოვის "დინამოს" უკანახაზელს კარგად შეუძლია გუნდი შეტევაში ამოიყვანოს. რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, რასაც უფრო მაღალი კლასის მეტოქე არ გაპატიებს.

მამუკა კობახიძე (4.5) - მატჩის დასაწყისში გატანა შეეძლო. მეტოქის გოლის ეპიზოდში მნიშვნელოვნად შეცდა და სხვა დროსაც მეტი დამაჯერებლობა მოეთხოვებოდა.

ლაშა დვალი (5.0) - მისგან შეტევების უფრო მეტად წამოწყებას
ველით. გაშვებული გოლისას დაზღვევა ვერ მოახერხა, სხვა დროს კი განსაკუთრებული კლასის გამოვლენა არ დასჭირვებია.

Sportall.Ge

საბა ლობჟანიძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ჩვენს ფლანგელებს დაცვაში საქმე ნაკლებად ჰქონდათ და შეტევაზე ფიქრობდნენ. მარჯვენა ფრთიდან ლობჟანიძე ძალიან აქტიური იყო, შეტევები ხშირად მისი გავლით ვითარდებოდა. საბას გოლი და საგოლე პასი ჰქონდა, თუმცა მისი ქმედებებით გატანა სხვა დროსაც შეეძლოთ.

გიორგი აბურჯანია (5.5) - პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო დროს მას კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რის გამოც მეტს ველოდით. მხოლოდ საწყის 45 წუთში ითამაშა, რა დროშიც ჩვენს გუნდს სისწრაფე და შეტევების განვითარების მრავალფეროვნება აკლდა.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძე (7.0) - 20 წლის შუახაზელს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ლუკამ კარგად იცის, ბურთს როგორ მოეპყრას, მოძრავია, შეტევებს მშვენივრად ახორციელებს და დაცვით ფაზაშიც გამორჩეულია.

გიორგი გოჩოლეიშვილი (7.0) - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "შახტარის" მოთამაშე პროდუქტიულია. მან მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად ითამაშა და სანიოლს დაანახა, რომ მისი იმედი ყველგან შეიძლება ჰქონდეს.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - აქტიურად დაიწყო, მწვავე და შედეგიანი პასებიც გააკეთა, თუმცა შემდეგ პასიური გახდა. როგორც ჩანს, მასზე ცუდი საკლუბო პრაქტიკა მაინც ისახება, არადა, გიორგის დიდი რესურსი აქვს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე (7.5) - ერთხელაც გვაჩვენა, თუ რამხელა რესურსი აქვს და რა კლასის მატარებელია. პირველ ტაიმში ძალიან არ უმართლებდა და მოწყენილი ჩანდა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა. "ჩაკვე" ჩვენს ნაკრებს რომ სჭირდება, ზუსტად ვიცით და იმედია, ის თავის შესაძლებლობებს ყველა ასპექტში და სრულად გამოავლენს.

დავით ვოლკოვი (7.0) - ბევრი იბრძოლა, საკუთარი დადებითი მხარეები სრულფასოვნად წარმოაჩინა, გაიტანა კიდეც და საგოლე პასის ავტორიც გახდა.

ლუკა გუგეშაშვილი (5.5) - დებიუტანტი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - მისი მოედანზე შემოსვლა ძალიან საგრძნობი გახდა, მინდვრის ცენტრში უპირატესობას დავეუფლეთ და უფრო მეტი შეტევის წარმართვა შევძელით.

ბუდუ ზივზივაძე (7.0) - თავისი საჭიროება კიდევ ერთხელ, მცირე დროშიც დაგვანახა. გატანაც შეუძლია და ძალიან კარგი პასების გაკეთებაც.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - ბურთი რამდენჯერმე კარგად წამოიღო და საბა ლობჟანიძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში მისგან მეტს ველით.

გაბრიელ სიგუა - თამამად შემოვიდა, უარი არც დრიბლინგებზე უთქვამს. მას დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს!..

გიორგი ბერიძე - სადებიუტო გოლი გაიტანა და მშვენიერ ხასიათზე მოვიდა. ის კარგად იხსნებოდა, ჯერ თამაშგარეში აღმოჩნდა, მეორე ცდაზე კი მეტოქის კარი აიღო.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი (7.5) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი ბირთვის დასვენება გადაწყვიტა და ისინი საქმეში არც მაშინ ჩაურთავს, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ არ იყო. ამის მიუხედავად, მეორე 45 წუთში საქართველოს ნაკრებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანა. სანიოლი დებიუტანტებს თამამად ენდო და მათაც იმედები გაუმართლეს. 

altსაქართველოს ნაკრები - მწვრთნელის სწორი გადაწყვეტილებები, ხარვეზები სუსტ მეტოქესთან და რისკი ნორვეგიასთან...

altჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩაკვე მეორე ყიფიანი უნდა გახდეს ნაკრებისთვის. ვფიქრობ ის, ნახევარდაცვის ცენტრში უნდა გამწესდეს და ხშირად ცვალოს ადგილი ხვიჩასთან, რადგან ასე უფრო გაუჭირდებათ მცველებს მათი ყურისდევნება.
ჟორა
27 მარტი 2023 10:20
6
ბევრს ჩაკვეს თამაში არ მოეწონა მე მომეწონა,ძველი ჩაკვე გამახსენდა,ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ფორმას,სამი გოლი მისი აქტიური მოქმედებებით გავიტანეთ!!!!ამიტომ საჭიროა რათქმაუნდა უკეთეს ფორმაში მყოფი!!!!!
სოსო
27 მარტი 2023 13:08
2
მონღოლეთთან მატჩში ლორია ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მის შეცდომას მოჰყვა გოლი. აი გუგეშაშვილი, რომელზეც დიდი ხანია მიკვირდა თუ რატომ ვერ ამჩნევდნენ, ჩინებული მატჩი ჩაატარა. მის მაგივრად შოვნაძის გამოძახება თავად განსაჯეთ რამდენად მართებული იყო?!
კარგია, რომ ბევრ რგოლში კონკურენცია გაიზარდა და გაცილებით დიდი სათადარიგო სკამი გვაქვს, თუმცა არიან ფეხბურთელები (წიტაიშვილი, აზაროვი), რომლებსაც მართებთ თავის მომავალზე დაფიქრება მართებთ. სხვა სიტუაციაა საზონოვთან და გაგნიძესთან მიმართებით. მათ აუცილებლად დაუძაზებს ძლიერი კლუბი ნაკრებში კარგი თამაშის შემთხვევაში. კვერნაძის კი გაგიკვირდება კაცს. ბათუმიდან გაგრაში გაანათხოვრეს თამაშის პრაქტიკის უქონლობის გამო, რომლითაც ნაპოლია დაინტერესებული... აქ, თბილისის დინამოში მამარდაშვილის უთამაშებლობა მახსენდება!
ლაშა
27 მარტი 2023 10:11
2
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!!!!!!!!
tngh
27 მარტი 2023 12:47
0
საგოლე მომენტების რეალიზაციაა ახლა მთავარი! ძლიერ ნაკრებთან ბევრს ვერ შექმნი და რასაც შექმნი იქიდან უნდა გამოადნო გოლი! გაგნიძე გოჩოლეიშვილი მართლაც კარგი შევსება მოდის!
მწვრთნელი
27 მარტი 2023 11:25
2
ჩემი აზრით ხვიჩას უნდა ეთამაშა ერთი ტაიმი ან თუნდაც 20-25 წუთი. ჩვენ გვავიწყდება რომ სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხვიჩას ასე დაეკარგა ერთი თამაში ნაკრებში და დარწმუნებული ვარ გოლიც თუ არა გოლები. როგორც გამოჩდა ამხანაგურში მონღოლებთან არანაირი ხისტი თამაში არ იყო და არც იყო მოსალოდნელი. მონღოლებს უფრო დიდი ანარიშითაც წაუგიათ 0-14 იაპონიასთან და თუნდაც 0-8 გამო ძალიან არ განაწყენდეობდნენ. ხვიჩა ჯერ ჩვენია და მერე ნაპოლს თავისი მართლაც გადარეული გულშემატკივრებით. ზოგ ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა ამხანაგურზე მაინც ენახა მინდორზე მონღოლეთან და ეს ვერ შეძლო. მე გამიმართლა და ნორვეგიასთან ბილეთი შემხვდა, ბევრს არ გაუმართლა და ვინ იცის როდის გაუმართლებს. თანაც ცოტა ტონუსშიც შევიდოდა და ესეც მნიშვნელოვანია. მეტს ნუღარ დაგვიმალავთ ხვიჩას, მე გული დამწყდა რომ არ ათამაშეს და ვიცი მას უფრო დაწყდებოდა გული. როცა ნაკრებშია მან ყოველთვის უნდა ითამაშოს. ხვიჩასთვის უპირველესია საქართველოს ნაკრები და ეს დაიმახსოვრეთ ვინც მას ტრამვის შიშით კიდევ მოინდომებთ დამალვას როდისმე. ის ყოველთვის უნდა მიუძღოდეს საქართველოს ნაკრებს, ნიშვნელობა არა აქვს ამხანაგური იქნება თუ ოფიციალური. ხვიჩამ თვითონაც აღნიშნა რომ მისთის არ არსებობს ნაკრებში ამხანაგური და ეს ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო.
G.LA
27 მარტი 2023 14:48
4
აქ ტრავმა არ არის მხოლოდ, გადატვირთული იყო და დასვენება და ძალების აღდგენა წაადგება.
irakli
27 მარტი 2023 15:41
4
შენი გულანთებულობა მოსაწონია, მაგრამ ხვიჩა ბრენდია და მაიამიში ლოს-ანჯელესიდ ან, რალში მონაწილეობის მისაღებად, ,,ფერარის,, თავისი ,,ხოდით,, არავინ ჩაიყვანს.
მე პირადად, მომეწონა სტაფის გადაწყვეტილება და ხვიჩას დასვენება.
100%
28 მარტი 2023 08:52
0
კარგია რომ ჩაკვემ გაიტანა, თავდაჯერებას შემატებს და წესით უფრო ბევრს გაიტანს. ასევე, ყოჩაღ გოჩოლეიშვილი, მარცხენა მცველის პოზიციაზე უკვე უკონკურენტოა. სამწუხაროდ უთამაშებლები არიან აზაროვი და გიორბელიძე.
dato
27 მარტი 2023 13:05
0
გაგნიძე გოჩოლეიშვილი და სიგუა, ესენი უნდა გახდნენ ნაკრების წევრები, ლობჟანიძე არა სანაკრებო კაცი, არაქვს მოედნის ხედვა საკმარისი და არც ტექნიკა, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო უნდა დადგეს,ძალიან გვაკლია კიტეიშვილი, მაგრამ მთლიანობაში არ იკვრება ცუდი გუნდი და მგონია, რო შეგვიძლია ნორვეგიას მოუგოთ.
გოგა
27 მარტი 2023 13:03
1
სიგუა ნაჭყეპია ხორხელი იმდია ასე გააგრძლებე და უფრო მოუმატებენ პს(სიგუას თამშებს ელიგაში ვინც უყურებს ნადვილად მის ასკთან შედრებით მისი ფიზიკა და გამბედავობა ბევრამეზე მეტყვლებს + ამას ემტება ის რო აქ შანსი ევროპის რადარზე აღმოჩნდეს და კიდევ ერთი ტალნტი იპოვოს ფეხბურთმა) პს მემგონი ევროპა ანუ საქართველო უბრუნდება თავის ადგილის და მთელ ევროპას გააგებინებს საიდან დაიბადადა ევრპული აკვანი და რა არის ევროპა) წარმტებები ბიჭებს
გიო
27 მარტი 2023 14:41
0
კიტე ძაან დაგვაკლდა,ჩაკვე მომეწონა!!!
!!
27 მარტი 2023 13:22
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული