პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ
უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია
გოლი: 0:1 სიორლოტი (15)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ელემენტარული პასის კულტურა არ ააქვთ.პრესინგს ვერ თამაშობენ, მეტოქეს რიტმში ვერ ყვებიან.ბურთის გარეშე მოძრაობები ნულია.მარტო კვარა ომს ვერ მოიგებს.
KOSTAKURTA
21:00 28-03-2023
1
კიდე კაი ჰალანდი არ ყავთ..დაცვას ძაან უჭირს
კაკა
21:00 28-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული