პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ
უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია
გოლი: 0:1 სიორლოტი (15)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ელემენტარული პასის კულტურა არ ააქვთ.პრესინგს ვერ თამაშობენ, მეტოქეს რიტმში ვერ ყვებიან.ბურთის გარეშე მოძრაობები ნულია.მარტო კვარა ომს ვერ მოიგებს.
KOSTAKURTA
28 მარტი 2023 21:00
1
კიდე კაი ჰალანდი არ ყავთ..დაცვას ძაან უჭირს
კაკა
28 მარტი 2023 21:00
0
რომელი ტაქტიკით თამაშობს ნაკრები?????3-5-2, 5-3-2 თუ 8-1-1??? მე უფრო ბოლო მგონია!
მურთო
28 მარტი 2023 20:59
2
სანიოლის ტაქტიკა ამ თამაში არის ნული, განლაგება 10-0-0
Davge
28 მარტი 2023 21:06
1
მე ასე ვიტყოდი, მაგრად გაუმართლათ ჩვენს ნაკრებს, რომ ჰალანდი არ არის.
დავით 67
28 მარტი 2023 20:59
0
ვწუხვარ, მაგრამ კვარა და ნაკრები სხვადასხვა პლანეტიდან არიამ
ლევანი
28 მარტი 2023 20:59
2
ერთი პლანეტის თანამგზავრები არიან,მაგრამ ორბიტის სიმაღლე აქვთ,განსხვავებული.
სოსო
29 მარტი 2023 11:07
0
ჩვენები დადიან, ისინი დარბიან, შედეგიც სახეზეა!
vaaaah
28 მარტი 2023 20:58
0
სანამ ნაკრები გასაყიდი ფეხბურთელების დახლია, შედეგი არ გვექნება. 30 წელია ამ წრეზე ვტრიალებთ.
ქომაგი
28 მარტი 2023 20:57
1
ნეტავი, თვითონ თუ არ რცხვენიათ....
ფავითაშვილი და კაკაბაძე - საერთოდ ხო რა- ძაკიან დაბალი დონის ფეხბურთელებია.
საერთოდ უბურთოდ დატოვეს კვარაცხელია.
ნეტავი, საერთოდ რეზერვი თუ გვყავს, საინტერესოა
ვალერი
28 მარტი 2023 20:57
4
ამისთანა კრახს ვერ წარმოვიდგენდი.. ბაგა-ბაღის გუნდი ნაკრების წინააღმდეგ.. სიტყვები არ მყოფნის.. სასწრაფოდ მთელი ნახევარდაცვა და შეტევა შეცვალოს უნდა კვარას გარდა- ჩაკვეტაძე, გაგნიძე, გოჩოლეიშვილი, ლობჟანიძე, ზივზივაძე
ალექს
28 მარტი 2023 20:57
1
ჯერ კიდევ არ მომკვდარა იმედი. მონღოლეთთანაც ანალოგიურად საშინელი პირველი ტაიმი ვითამაშეთ და პირველი ტაიმის ბოლოსკენ უკვე გამოვასწორეთ თამაში!
ლაშა
28 მარტი 2023 20:57
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული