პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ
უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია
გოლი: 0:1 სიორლოტი (15)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 43 /
საზონოვი არ ათამაშა და კაკაბაძე მთელი თამაში არ გამოცვალა. აზაროვს ტრამვა რომ არ მიეღო არც მაგის გამოცვლას აპურებდა. აბურჯანია 88 წუთამდე ათამაშა , გაგნიძე 88 წუთამდე არ შეიყვანა. მიქაუტაძე გამოცვალა გოლი ვინც გაიტანა .
ფსიქოანალიზი.
28 მარტი 2023 22:13
4
რომ იცოდეთ ჩვენი დარბევა მონღოლეთმა დაიწყო მონღოლეთის დონეს+ჩვენი თამაშის დონეს+ანგარიშს თუ გავითვალისწინებთ... მწვანე სათვალეების მორგებას ჯობდა რეალურად გაეანალიზებინა მწვრთნელს!!!
რუსთავი
28 მარტი 2023 22:07
3
წაგება ქონდათ დაგეგმილი მიქაუტაძემ ჩაუშალათ
*
28 მარტი 2023 22:06
3
როგორ გადაგვირჩნენ ეს წამხდარი ნორვეგიელები? აფსუს, 5:1 მაინც უნდა მოგვეგო, მაგრამ არაუშავს იქ ოსლოში დავამყნოიბთ 7:0!
aburjga
28 მარტი 2023 22:02
10
ნუ კაიფობ, თორემ ვაიპატრიოტების რისხვას ვერ გადაურჩები. 1-3 ვივარაუდე და სულ უვიცი მეძახეს)
დავით 67
28 მარტი 2023 22:25
4
აბურჯანია კვეკვესკირი კვირკველია ნაკრების სირცხვილია!!!!!!
ალექსი
28 მარტი 2023 21:39
6
მოაშორეთ აბურჯანია ,კვეკვესკირი ,კაკაბადზე, კვირკველია ნაკრებს, ნახეთ როგორ შემოვიდა გოჩოლეიშვილი,ათამაშეთ გაგნიდზე,დალაგდეგა გუნდი
alexsis
28 მარტი 2023 21:37
3
კვარაცხელია ძალიან გაბრექილი და უტიფარი გამხდარა,ბავშვებმა სურათისგადაღება სთხოვეს და საერთოდ ხელი აუქნია..
batumeli
28 მარტი 2023 21:28
33
სატანას რომ დაუჩოქებ, შემოდის შენს სულშიც ნაბიჯ-ნაბიჯ
ქომაგი
28 მარტი 2023 22:02
16
ძაღლი ქებაში წახდაო
აბდულაი
28 მარტი 2023 21:15
15
მო#%ვა სიბრძნე ეხლა
*
29 მარტი 2023 05:38
0
ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, ბულგარეტს ყველამ მოუგო ვისაც არ დაეზარა, აბურჯანია და ა.შ.რომ გეყოლება ნაკრებში რაზე უნდა იოცნებო?
გუსანი
28 მარტი 2023 21:08
2
ფრე იქნება ჩვენთვის მაქსიმუმი ამ თამაშში!
ირაკლი
28 მარტი 2023 21:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული