საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ჰოლანდის კუდუსუნს მადლობა უთხრან ჩვენს დაცვამ…..:))
ძველი გულშემატკივარი!
28 მარტი 2023 22:13
0
არაფერი კარგი რომ არ გველოდება ამ ჯგუფში ფაქტია...
Zviads
29 მარტი 2023 00:23
1
Ise kakabadzes chawodebebi ra gaxda gmerto sul acabacaa...rac ar unda gaaketos mainc kargi tvalit vukureb, tavis winamorbeds 10 tavit jobs mainc...(axal taobas ar emaxsovreba ucha lobjanidze mag flangze da minda gitxrat magrad gagimartlat, torem mere genaxat komentarebi) )...
Givi
29 მარტი 2023 00:00
0
უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ტაბიძეც კობახიძის გაუმჯობესებული მოდელი გახდა სამწუხაროდ.აღარაა ის დონე რაც თუნდაც 2-3 წლის წინ იყო...
მეზღვაური
28 მარტი 2023 23:38
0
ჩაკვეტაძე როცა ფორმაშია და არ ათამაშებ,რაღაც რიგზე ვერ არის მწრთვნელთა სასტავში…
ძველი გულშემატკივარი.
28 მარტი 2023 23:12
2
თანამედროვე ფეხბურთში ჩაკვეტაძის ფეხბურთი არ არი წინდა უკან დარბოდე და ყველა ბრძოლაში შედიოდე ეგ არ არი ჩაკვეტაძე აბურჯანიას გამძლეობა და ბრძოლის ჟინი ქონდეს მსოფლიო დონის განთამაშებელი იქნებოდა ბურთი და პასი და აზროვნება კი აქვს ფიზიკურად არა არი
Soso
28 მარტი 2023 23:58
5
მადლობა ფორტუნას რომელიც ჩვენ მხარეზე იყო თორემ დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით.ხვიჩასგან უკეთეს თამაშს მოველოდი.
koka
29 მარტი 2023 12:35
1
რამდენი ფეხბურთის პროფესორი გვყოლია. ყველა თავისას წერს და თავი მართალი ჰგონია(მეც). ერთადერთი რაც მეგონა ჩაკვეტაძეს და გაგნიძეს მიეცემოდათ დრო.
აკო
29 მარტი 2023 09:11
6
აი ყველაზე მეტი პროფესორა თავად ხარ, რომ გვეპროფესორები აქ ვინ რა უნდა წეროს. გულშემატკივარი საკუთარ აზრს აფიქსირებს უბრალოდ, მაგისთვისაა ეს სექცია. დიახ, გულშემატკივარმა უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი და შეხედულება გუნდზე, შემადგენლობაზე, თამაშზე!
ალექს
29 მარტი 2023 10:49
1
ხოდა ჩემო ძმაო ხო დავაფიქსირე მეც პროფესორებში შევდივაროთქო.. არც არავისთვის მითქვია არ დააკომენტაროთთქო.. როგორც შენ და სხვები გამოხატავთ თქვენს აზრს ისევე მეც მაქვს უფლება დავაფიქსირო ჩემი აზრი.ასე რომ..
აკო
29 მარტი 2023 11:44
1
მწვრთნელი არ ყავს საქართველოს ნაკრებს და რა გინდა რომ ქნა. ერთი კვარა დარბის და დანარჩენები უბრალოდ ქაოტურად მოქმედებენ, ეტყობათ რომ ტაქტიკურად არ არიან განსწავლულები.

ფეხბურთი
29 მარტი 2023 02:00
5
ცხადია, სანამ არ ვისწავლით მეტოქის მაღალი პრესინგის ქვეშ თამაშს, მანამდე სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, პროგრესი მაინც არის. მანამდე, ასეთი დონისა და სცენარის თამაშებს ფაქტობრივად ყოველთვის ვაგებდით ხოლმე (ძლიერ მეტოქესთან ვიგებდით ან ვათანაბრებდით და მერე აუცილებლად ვაგებდით, ხშირად ბოლო წუთებზე).
Gio
28 მარტი 2023 23:34
0
მოგება გაგვეხარდებოდა,მაგრამ მოდი ვაღიაროთ და ფრე სამართლიანი შედეგია
გელა
28 მარტი 2023 23:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული