ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.
სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)
ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი
პირდაპირ შემშურდა და გული დამეწვა, რომ ჩვენ ასე თვალგაფართოევბული ხბოს აღტაცებით შევყურებთ ვიღაც ნორვეგიელებს თუმცა იმათ თამაშში დიდად მოსაწონი არაფერი ყოფილა და ვიღაც გადამთიელი ახალგაზრდა ბიჭი ასეთი ობიექტურობით არჩევს თამაშს!! ჩვენ? ჩვენ ვითამაშეთ კარგად. 30-ე წუთიდან საბოლოოდ დავლაგდით და ვითამაშეთ ფეხბურთი. ხვიჩას უბრალოდ არ გაუმართლა თორემ დღეს დიდი ანგარიშით, მინიმუმ 3:1 მოგებას ვიზეიმებდით!
თორემ შეიძლებოდა მოგება, თან დიდი ანგარიშით, თან ამხელა ფორა გალანდი არ ყავდათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ კვარაცხელია არ გვყავდეს. აი ესეთ გუნდთან გაუჭირდათ ფრეს თამაში. დაიწყნარეთ ნერვები ააა?!
- ლორია ძირითადიდან საბოლოოდ ამოვარდება;
- გოჩოლეიშვილი დამკვიდრდება ძირითადში;
- უფრო აქტიურად წავა თაობების ცვლა დაცვაში და ნახევარდაცვაში (საზონოვი, გაგნიძე);
- დავითაშვილი აღარ დაიწყებს თამაშს ძირითადში (სანამ თავს მაღლა არ აწევს და პასის მიცემის კულტურას არ შეიძენს);
P.S. დამაიმედებელი ის იყო, რომ თუ მეორე თაიმს მწვრთნელი იგებს, ორივე თამაშის მეორე ტაიმი სანიოლის აქტივში უნდა ჩავწეროთ. თამაშით თუ არა, ანგარიშით ხომ მოვუგეთ ნორვეგიას მეორე ნახევარი.
წერა მეზარება….
კვარა Where is dona?