"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
ის,რომ ჩვენ გვაქვს კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობა და ზოგ პოზიციაზე განსაკუთრებით, ეს ცხადია და ამაზე არავინ დავობს. აქ ორი კითხვა იბადება: პირველი - რა კეთდება იმისთვის რომ დავაკომპენსიროთ შეძლებისდაგვარად ეს ნაკლი ახლა ამ წუთში და მეორეც- რა კეთდება რომ უახლოეს მომავალში შევავსოთ ეს პოზიციები. ხოდა ბევრი არაფერი კეთდება არცერთი ამ მიმართულებით.
დეფიციტი ერთია, მაგრამ ვინ უშლის მწვრთნელს უკეთესად გამოიყენოს ის კონტიგენტი რომელიც გვყავს. ამ თამაშმა აჩვენა რომ ვერ იყენებს.ამაზე ბევრი დაიწერა უკვე.
რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების გასვლას ევროპაში, მოწინავე ლიგებში , არანაირი პოლიტიკა ფედარაციას ამ მიმართულებით არ აქვს. გაურკვეველი კვალიფიკაციის აგენტების ხელშია ყველაფერი. შეიძლება ალბათ რაღაც თანხის გამოყოფა რომ უცხოელ მაღალი დონის აგენტებთან გაფორმდეს თანამშრომლობა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდების კარგ გუნდებში გასაყვანად. სხვა რამის მოფიქრება შეიძლებოდა, თუ ამის სურვილი იქნებოდა. მაგრამ სურვილი არ ჩანს, საუბედუროდ.

არტ
30 მარტი 2023 00:45
0
ისეთი დროც მახსოვს 11 კაცი რო თამაშობდა კარგ გუნდებში მაგრამ შედეგი არ მახსოვს, ჩემი აზრით მთავარი პრობლემა შიდა ჩემპიონატია,თბილისში არცერთ სტადიონზე არ დადის ხალხი ,ეს არის გუნდების არასწორი მუშაობა და გულშემატკივრების არასწორი დამოკიდებულება ,მაგალითად დინამოს თამაშზე რო დადიოდეს სიტყვაზე 10 000 კაცი და იხდიდეს 5 ლარს ბილეთში აღარ და ვეღარ გაყიდის ფეხბურთელს გუნდი სიტყვაზე 200 000 $ როცა შეიძლება გაყიდოს მილიონად,მოხვევა სადმე ჯგუბში და ნელ ნელა დაიწყება წინ სვლა ,მერე აღარ ვიტყვით რომ აუცილებლად ევროპაში ვეძებოთ ფეხბურთელი,დინამომ ყველა ბავშვი გაყიდა კაპიკებში რადგან მგონია რო იმ ეტაპზე თანხა არ ყოფნისა გუნდის შესანახად,ასე რომ კლუბებმა და ფულშემატკივრებმა ერთობლივად უნდა დავძრათ ჩემპიონატი და მაგალითად ცვენა ზვესდას ნაირი 2-3 გუნდი რო გვყავდეს ჩვეულებრივად არის შესაძლებელი და მერე ესეთი გუნდიდან გაყიდი რამოდენიმე მილიონად და არა კაპიკებში!
Teofa
29 მარტი 2023 22:38
0
ვაჟა, ძალიან სწორი აზრები გიწერია და რაც მთავარია, ტექსტს ემჩნევა, რომ გულმხურვალე გულშემატკივრის დაწერილია. ვისურვებდი ეს მიმართულება გააგრძელოთ და ხშირად შემოგვთავაზოთ მსგავსი მიმოხილვა-პირადი აზრები.

ნაკრებს წარმატებები!
ვაჟა ქუნთელიას
29 მარტი 2023 21:04
1
ერთადერთი საკადრო პრობლემა მწვრთნელში გვაქ - უფრო სწორედ მწვრთნელებში.
ბასა
30 მარტი 2023 13:21
0
პასს ვერ აკეთებენ ნორმალურად ზოგიერთი და ჩაწოდებას ვერ ახერხებენ, რა ფეხბურთზე ვსაუბრობთ..
O.K.
30 მარტი 2023 10:49
1
ჩაკვეტაძე დაავიწყდათ ძლივს ფორმაშია
დავითი
30 მარტი 2023 00:22
2
მიუხედავად იმისა სანიოლს დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები მწვრთნელობის კვალიფიკაცია აშკარად აკლია, არ ყოფნის გამოცდილება უჭირს თამაშის გარდაქმნა ტაქტიკის შეცვლა ვერ რისკავს ცვლილებებს ხვიჩას პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებს როცა ნორვეგია ხვიჩას გაასმაგებულად უზღუდავდა ზონებს უნდა ფლანგი გამოეცვალა საპირისპირო მხარეზე გადაეყვანათ რისი მაგალითიც თავადვე ჰქონდა ნანახი ხედავ კაშია და ნახევარმცველები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას გამოიცვალე თუ გაგნიძე და საზანოვი გამოცდილებით ჩამორჩებიან მოტივაციის ხარჯზე შეძლებდნენ კონკურენციას ან უარეს რას გააკეთებდნენ ანაც ჩაკვეტაძე მას ხომ ამაღლებული განწყობა ქონდა გიორგი უდიდესი ტალანტის და თუ მოახერხებს საკუთარ თავს მოერიოს ( უნდა ამოიღოს თავიდან რომ სტადია და განსაკუთრებულია ისევ უნდა დაიწყოს სწრაფი თამაში და თავდაუზოგავი სწრაფვა მეტოქის კარისკენ) არავის ეგონოს თითქოს რომელიმე ქართველი ავითვალისწუნე ნახეთ კაშია ხვიჩაზე რას ამბობს წინ და უკან შეუჩერებლად დარბის ახალგაზრდაა და დაღვინდებაო...ზუსტად ეგ უქმნის მცველებს თავსატეხს რომ არ ჩერდება და არ იციან შემდეგ მომენტში საით გაიქცევა ირბინეთ ბიჭებო ( გაგანია საბჭოთა პერიოდის კიევის დინამო სსრეში კიარა ევროპას ანგრევს ამ დროს ქუთაისის ტორპედო მასპინძლობს კიეველებს და შუა თამაშის დროს ტრიბუნიდან ისმის ქართული შეძახილი ებუჯო ჯემალის გენძერი თორემ ბლოხინს ბუჩქი ეგონები და მოგაფსამსო) იცოდეთ გაჭირვებულ ქართველ კაცს თქვენი წარმატება ისე სჭირდება " ვით დაჭრილ ირემს წყალი ანკარა" ( მაპატიეთ არაზუსტი პერეფრაზირებისთვის) მიდით ბიჭებო გაახარეთ სამშობლო ოჯახები უბრალო ქართველი კაცი რომელსაც შვილებითვის სამშობლოსათვის თავდადების ცოცხალი მაგალითი მადლობა ყველას რომ თავი არ დაზოგეთ.
კახა
29 მარტი 2023 21:35
1
ყცელფერში ვეთანხმები ავტორს./ როგორც სტატის ისევე ვკითხულობ კომენტარებსაც ყოველთვის და ჰოი საოცრებავ 90% თითქმის ერთიდაიგივეს ვწერთ, კი ბატონო ეხლანდელი გუნდი 5 წლის წინანდელს ნამდვილად ჯობია მაგრამ ერთ რამეს ვერ ვაგვარებთ, პიროვნულად არავის ვერჩით მაგრამ ფეხურთელები რომლებიც ყოველი თმაშოს შემდრგ ერთიდაიგივე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვიან დავიჯერო ამას მარტო ჩვენ ვხედაავთ? თან მითუმეტეს რომ ეს ყველაფერი შედექში აისახება. მინიმუმ 3/4 ცვლილება უნდა მოხდეს გუნდში , ნახევარდაცვაზე მაქ ლაპარაკი, არ გამოვა საქმე ასე ბიჭებო არაა! გუნდში ერთი კაციც რომ ვერ თამაშობს გამოდის კაცნაკლული ხარ ესეიგი და როცა 4 ან 5 ადიანს არ შეუძლია კედელის გათამაშება და არანარი ფანტაზია არ აქ, შეტევას აყოვნებს, დროულ პასს არ აკეთებს, წინ გადასაცემს მეკარეს უბრუნებს, ეს ბაბუ ფხბურთია და 90 წუთო გრძელდება სულ მეტი კი არა, სწორად ჩამოთვლილია ის გვარები , უნდა მიეცეთ შემდეგში შანსი აბ ბიჭებს, სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ამ თემას არ ეხება მაგრამ მინდა ახქლგაზრდულზეც ვთქვა ორი სიტყვა, თუ ეს ბიჭები პირველი გუნდიდან არ დაემატა სიტცხვილს შევჭამთ , ჯგუფში ჩავრჩებით !და ესმწვრთნელი სვანაძეც დამხმარე ყოფილიყო და მთავარ მწვრთნელად უფრო გამოცდილო ასი თავით აჯობებდა, მითუმეტეს რომ გვყავს რამოდენიმე ბევრად გამოცდილი კადრი რომელიც უმუშევარია, კაჭარავა ან დევდარიან(ცქიფო) , ამათ ხელში უფრო საიმედო იქნებიდა, არ შეიძლება მწვრთნელი გყავდეს გამოუცდელი ნაკრებში ქნ მითუმეტეს ისეთი რინელსაც დიდი ფეხბურთი არ ქონდეს ნათამაშები./ არც სანიოლს არ აქ დიდი სქმწვრთნელო ფქმოცდულება მაგრამ ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს დქ ბაურნში ანჩელოტისთან მუშაობდა, მეტი მაღალი კვქლიფიკქციის მწვრთნელს საქართბელოს ნაკრებში მოსვლა და რეპუტაციის სასწორზე დაყენება რომ არ უნდათ ეს უკვე გქრკვევით აგვიხსნეს, ისიც სიმართლეა რომ ჩვენმა ნაკრებმა ბევრი სახელოვანი მწვრთნელის კარიერა დაასაფლავა! მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი და მჯერა ესპანეთს მოვუგებთ თბილისში , მაინც იმედიანად ვარ, ახალი კარგი თაობა მოდის და მიეცეს უნდა შანსი ნამდვილად.
Vasili
29 მარტი 2023 21:19
4
Kargi taoba modis verafers dauwuneb, magram centraluri mcvelebi gvinda kargi sazonovma iqneb itamashos didi fexburti xvadagianis imedi maqvs kidev vnaxod ra gamova,sxarti modzravi naxevarmcvelebi erti-ori,amosuntqvis sashualebas rom ar miscemen metoqes da mshvenieri gundic gamovaa...
Givi
29 მარტი 2023 18:14
2
saniols aajmevinet nakrebidan, tipma chakve, lobjanide, citaishvili da gagnize datova skamze, da atamasha aburjania da kvekveskiri romlebmac centri dakarges pirvelive cutidan da dakargaven kide bevrjer sanam scrafi da shemoqmedi igrokebi ar iqneba sastavshi
ika
29 მარტი 2023 17:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული