"ჩვენ და საქართველო ერთ დონეზე ვართ" - რას წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
გუშინ, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შედეგის გამო ნორვეგიელთა ქომაგები იმედგაცრუებული არიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მატჩების მოგება შეუძლებელია, თუ კარგად მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში ითამაშებ";

"მარტივად რომ ვთქვათ, მეტოქეს ვერ ვაჯობეთ";

"სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატი უნდა დავივიწყოთ, საკმარისად ძლიერები არ ვართ"; 

"იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ამას უკვე 20 წელია მივეჩვიე. კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა 5 მეტრიდან ვერ შევძელით"; 

"გამარჯვებას არ ვიმსახურებდით";

"საქართველოს ნაკრები ასეთი თამაშის გამო ტაშს იმსახურებს";

"5
გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ";

"ნორვეგია და საქართველო დაახლოებით ერთ დონეზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებთ". - წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენ არ გვყავდეს ხიზანა და ფედერაციის გავლენით არ ირჩეოდეს ფეხბურთელი მერე ნახე საქართველოს ნაკრები რას გიზამდათ.
სვანსკი
29 მარტი 2023 12:29
24
და ვინ გვყავს და არ ათამაშებენ? შენ გჯერა, რომ ნორვეგიელებს ჩაკვეტაძე რაიმეს უზამდა? ხიზანამ ეუბნება ჩაკვე არ ათამაშოო?
ნუ თუ გელა ნუგზარაშვილს გულისხმობ. მაშინ ჰო.
ვერგავიგე
30 მარტი 2023 11:06
0
დასკვნა ერთია მაყურებელი ყველგან ერთნაირად აზროვნებს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშის, დასავლეთშიც და ამოსავლეთშიც.დდდდდდ
ტტტ
29 მარტი 2023 12:56
1
ჩაკვეტაძე შეეშვა ცენტრი გაეძლიერებინა და ნახავდით რა ქულას წაიღებდით. დიდი შეცდომა იყო ჩაკვეს არ შეშვება.
Ucxo
29 მარტი 2023 13:27
11
თავიანთ ნაკრებზე ამ შეხედულებებით ჩვენც უარესი თუ არა იგივე აზრი გვიყალიბდება, რისი ევროპა? ეგეც ოლიმპიადაა რომ მთავარი მონაწილეობა იყოს? რომც სასწაული მოხდეს მაინც ეგრე გამოვა -მონაწილეობა, ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ პროფესიონალური დამოკიდებულება ?!. უნარებზე ხომ უნდა იმუშავო, ივარჯიშო,ელემენტარულად- მაღალ მატერიებზე არ მაქვს საუბარი...
გუსანი
29 მარტი 2023 12:17
1
კვეკვეს გარე ტერფით ნაკეთები პასები არ ნახე?? მოდრიჩს თურმე მისგან უსწავლია... ;)
რონი
29 მარტი 2023 16:03
1
ჰოლანდის გარეშე შეიძლება! მოვა "ცხოველი" და ამოქაჩავს ქულებს! შოტლანდია ვერ მოუგებს ვერც ნორვეგიას გასვლაზე და ვერც ესპანეთს! ფრეც დიდი საკითხავია! საქართველოც ასეთივე მდგომარეობაშია გასვლით თამაშებში, ძნელია დაამარცხო ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგია! საკუთარ კედლებში ეს გუნდები თამაშს არავის მიცემენ!
მწვრთნელი
29 მარტი 2023 11:43
3
ნუ მოვიტყუებტ ტავს ნორვეგიამ ფეხბურტი იტამსა გაგვიმარტლა იქ რა მოხდება
kaka
29 მარტი 2023 16:16
0
რამოდენიმე ფეხბურთელი თქვენსავით ტოპ 5-ში რომ თამაშობდეს დონეს მაშინ განახებდით. სამწუხაროდ პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, რუსეთი და ეგეთი სუსტი ჩემპიონატები არ გვაძლევს ფეხბურთელის მაღალ დონეზე განვითარების საშუალებას. მაგრამ იმედია ხვიჩას წყალობით ყველაფერი მალე შეიცვლება. მაგალითად გოჩოლეიშვილი სასწრაფოდ უნდა მოხვდეს კარგ ჩემპიონატში და უეჭველი გვასახელებს.
ramodenime fexburTeli
29 მარტი 2023 18:56
0
ჰალანდის გარეშე კი ეგრეაა
იმერელი
29 მარტი 2023 11:56
2
ვინც ამას წერს, ალბათ ნასვამი იყო, ან გაგებაში არაა. დონეს დიდწილად რეიტინგი განსაზღვრავს. თან იყო კვარაცხელია და არ იყო ჰაალანდი. მესხი-მეტრეველი-სიჭინავა (ყიფო-გუცაევ-დარასელიაზე არ ვლაპარაკობ) რომ იყვნენ, მაშინ ნორვეგიაში ოთხკუთხა ბურთს აგორებდნენ. დღეს სხვა, ჩვენთვის მწარე რეალობაა და ერთი შტერი ნორვეგიელის ნათქვამი რამდენად გამოსაქვეყნებელი იყო ......... ასეთი ნათქვამებით ხავსს ნუ ვებღაუჭებით
ზურა
29 მარტი 2023 17:47
1
აბურჯანია საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ცენტრი უპატრონოდ იყო მიტოვრბული
გრიცკო
29 მარტი 2023 17:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული