areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლო - "ნაპოლის" დამკვირვებლებმა ორი ქართველის სახელი ჩაინიშნეს

AutoSharing Option
"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა შეიძლება კარგ ევროპულ კლუბებში სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუკვალოს გზა. საქართველოს ნაკრების მატჩებს უკვე აკვირდებიან და areanapoli აღნიშნავს, რომ ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილზეა საჭირო.

საქართველო ტალანტებს შობს: "კვარას" გარდა, კიდევ ორი გვაოცებს. დამკვირვებლები მუშაობას შეუდგნენ

უკანასკნელ ხანს საფეხბურთო სამყაროში საქართველო ძალიან გაიზარდა. ამ ქვეყნის ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ევროპულ ლიგებში თამაშობს.

"გასაკვირია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ტალანტების სამჭედლოა. ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეინიშნება. თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" ქართულ ლიგაში
ორი მთავარი გუნდია. აქედან წავიდნენ საზღვარგარეთ მათი საუკეთესო ფეხბურთელები. მაგალითად, "მილანის" მცველი კახა კალაძე და ვარსკვლავი შოთა არველაძე, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გაზრდილია. მსოფლიოს ყოფილი ვიცე-ჩემპიონის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს.
როგორ არ მოვიხსენიოთ ხვიჩა კვარაცხელია: "ნაპოლიზე" მან დიდი ზეგავლენა მოახდინა და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ლიდერია. ამ სანაკრებო პაუზისას "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას შეხვდა. "კვარას" გარდა, კიდევ ორმა გაგვაოცა: გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველმა, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული, ნორვეგიასთან ფრის მომტანი გოლი გაიტანა, მეორემ კი დრიბლინგით მეტოქის ნახევარდაცვა პანიკაში ჩააგდო. ცნობისათვის, ისიც ახალგაზრდაა, 2001 წელსაა დაბადებული. ორივე საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს.

მიქაუტაძე "მეცის" წევრია და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. დავითაშვილი თავისი ტექნიკური უნარებით "ბორდოს" ლიგა 1-ში აბრუნებს. დამკვირვებლებმა ამ ფეხბურთელების სახელები ჩაინიშნეს, შესაძლოა, მათი გზები გადაიკვეთოს და "ნაპოლიში" "კვარასთან" აღმოჩნდნენ".

alt"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

altკვარაცხელიამ და დავითაშვილმა ონკოპაციენტს ოცნება აუხდინეს

alt"მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელია" - ნორვეგიის ნაკრების მცველმა "კვარაზე" ისაუბრა

altიქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

alt"ჩვენ და საქართველო ერთ დონეზე ვართ" - რას წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 31 /
გოჩოლეიშვილს მიაქციონ ყურადღება. მაგარი ბიჭია. არ ველოდებოდი მაგის ასეთ თამაშს. აზაროვს აშკარად ჯობია.
სტუმარი
29 მარტი 2023 20:27
2
დავითაშვილი უკვე მერამდენე თამაშია ასე იქცევა! არც პასები იცის და არც დაბოლოება! სანიოლს მეორე ტაიმის დასაწყისისთვის უნდა შეეცვალა!
gulshematkivari0703
29 მარტი 2023 22:10
2
Gocholeishvili mit ufro dasafasebelia, rom tavis frtaze ar tamashobda gushin da tan faqtiurad utamashebelia shaxtarshi...
Givi
29 მარტი 2023 20:49
1
მიქაუტაძე ნიჭიერია. გახდება დიდი ფეხბურთელი.
დავითაშვილი ძალიან ცდილობს, მაგრამ უკვე მიაღწია საკუთარ მაქსიმუმს. მნიშვნელოვნად ვერ მოუმატებს.
აზაროვი სუსტია. არ არის ნარების დონის ფეხბურთელი.
ქ. გ.
30 მარტი 2023 04:30
1
ძალიან კარგი თუ მართლაც წაიყვანენ ორივეს. მე კი დავამატებ გოჩოლეიშვილს, ეს ბიჭი ორივეს გადაუჯოკრის სულ მალე საერთაშორისო სარბიელზე. ნაკრებში კი უკვე შემდეგ თამაში. ხვიჩას შემდეგ უკვე ამ ბიჭის მეიმედება ყველაზე მეტად ნაკრებში. ოფიციალურ თამაში ასეთი დებიუტი არავისგან არ მახსოვს.
G.LA
29 მარტი 2023 21:44
1
ჩაკვეს ჰქონდა მაგარი დებიუტი!
G.LA -ს
29 მარტი 2023 22:48
2
თავდახრილი დავითაშვილი იმავე დონისაა, რა დონეზეც იყო და ეს არის რეალობა! რომ განვითარდე, საკუთარ თავს უნდა გადაახტე, რომ კიდევ უფრო დინამიურად განვითარდე. ნეტა კარგმა კლუბმა შეიძინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ისე ვერ მოუმატა, როგორც მასთან ერთად აღზრდილმა ხვიჩამ.
ლაშა
30 მარტი 2023 00:01
1
ზურიკოს სპალეტის მსგავსი დამრიგებელი სჭირდება და შედეგიანობაც მყისიერად გამოუსწორდება
ირაკლი
29 მარტი 2023 22:30
0
დავითაშვილმა გააოცათ!! რა თქმა უნდა, ფეხებშუა იმდენს უტარა ბურთი და ბოლოს გადამწყვეტ მომენტში პასის მიცემა დაავიწყდა.... გოჩოლეიშვილმა რატო არ გააოცათ???? შეიძლება ფიქრობენ რომ შახტარი იაფად არ გაყიდის და ამიტო არ ინტერესდებიან. სამაგიეროდ ინგლისის პრემიერლიგა დაინტერესდება მომავალში
სოსო
29 მარტი 2023 22:27
1
აბურჯანია და კვეკვესკირი უეჭველი,როგორც ზელინსკის პოტენციური შემცვლელები ნაპოლიში...
Მეზღვაური
29 მარტი 2023 20:24
4
მარგალები სულ მძინარეებიც კი ჯობნიან ფეხბურთში სხვებს,ასე თქვეს ნეაპოლის ფანებმაც,მძინარე კვარა ჯობს ფხიზელ ელმასსო
MARGALONA
29 მარტი 2023 20:39
36
აბურჯანია და კვეკვესკირი კვარაცხელიას დონეზე არიან, ,,მძინარე"?
რატი
29 მარტი 2023 23:34
0
ყველა გამოხმაურება
დავითაშვილის ფეხბურთი არ გაიშვას!!
*
29 მარტი 2023 21:42
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული