რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
კაცი 85 მილიონი ევრო ღირს და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რომელი ერთი ტოპვარსკვლავი ითამაშებდე ეგეთ რანგით დაბალ ტურნირზე, რომელზეც მაყურებელიც არ დადის... ასე რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო კვარამ
papai
16 ივნისი 2023 14:20
4
ჩვენი წამოყენებული პრეტენზია, არ არის გამამართლებელი არგუმენტი. ძირითადად ვთვლი მის გადაღლას. ხუმრობა ხომ არ არის, პირველად ითამაშო, ასეთი ფეხბურთის რანგის ქვეყანაში და მიაღწიო უმაღლეს მწვერვალს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ის დღეს გამოფიტულია. გადაღლილია. ასეთი დატვირთვა მანამდე არ ჰქონდა. ისიც ხომ ადამიანია. ნუ დავყრით ფარ/ხმალს. ნორვეგიაშიც შეიძლება მოგება. ყოჩაღ ბიჭებს! დაველოდოთ მოვლენებს, წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი გუნდის გასაძლიერებლად. მწამს რომ ბიჭები გაგვახარებენ.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
22 ივნისი 2023 10:52
1
ექვთიმე რა ღირდა?! ქართველო?!
ქართველი
16 ივნისი 2023 19:20
1
ვკითხულობ კომენტარებს და უფრო მიმყარდება აზრი, რომ ჩვენს ხალხს არაფერი ეშველება.
ისე ადვილად კრავენ ხელს იმას, ვისაც მანამდე ლამის აღმერთებდნენ, წამს არ აყოვნებენ.
ცოტა იმაზეც დაფიქრდით, რომ ეს ხვიჩას და გიორგის ინდივიდუალური გადაწყვეტილება სულაც არაა.
ანდაც, აზრი არ აქვს. ფიქრი რომ შეგეძლოთ, ამდენ სისულელეს არ დაწერდით.
ახალი მანქანა ასე უცებ როგორ იყიდაო. ამას რომ კაცი იტყვის, მისთვის და მისი მსგავსებისთვის რა აზრი აქვს რაიმეს ახსნას.
კოლა
16 ივნისი 2023 14:18
0
შურთ და ამიტომ ამბობენ. რა მანქანაა, რომ კვარას ვერ ეყიდა.
.
19 ივნისი 2023 07:23
1
რაგაც ეპიზოდში გეთანხმები. ადამიანს იმედი არუნდა მოუკლა ამას იმ აზრით გეუბნები ვისაც წინსვლა უნდა თავის ქვეყნის!როცა ამ კონკრეტულ სპორტში გაქვს იმის საშვალება რომ ისეთ პირველობაზე გამოხვიდე სადაც შენს ქვეყანას ჯერ მონაწილეობა არ მიუღია!თუ მაგდენს ვერ ხვდები ჯობია კომენტარისგან თავი შეიკავო!(ჩვენი პრობლემა გადამეტებული ყურადღებაა. ეს რო მიხვდე სად გეთანხმები)
ქართველო
16 ივნისი 2023 19:32
0
ყველა გამოხმაურება
რატომ გგონიათ რომ სხვა ქვეყნის ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში არ არიან? პრემიერლიგის ფეხბურთელებმა რა ქნან მაშინ, იქ თამაშების რაოდენობაც მეტია და ტემპიც ბევრად მაღალი. ვთქვათ და მოხდა სასწაული და გავედით ევროპაზე ან მსოფლიოზე რა წინასწარ ერთი სეზონი უნდა დაისვენონ?
w
16 ივნისი 2023 12:01
1
მერე ფოდენი და ბელინგემი თამაშობენ ეგეთ დაბალი დონის ტურნირებზე?
აქ ტოპვარსკვლავებზეა საუბარი და არა მომავალ ვარსკვლავებზე, ასე რომ სწორი გადაწყვეტილებაა
me
16 ივნისი 2023 15:07
1
გადაღლილია კვარა და მგონია ეროვნულშიც გაუჭირდება, მიქაუტაძეს ნაკლები თამაში და სტრესი ქონდა, მისგან უფრო გამიკვირდა.
Mgm
16 ივნისი 2023 10:43
1
ახალგაზრდულის ფუნქცია არის ეროვნულისთვის აღმოაჩინოს ტალანტები. კვარა და მიქაუტაძე ეროვნულის წევრები არიან და ახალგაზრდულში თავის წარმოჩენის შანსი სხვა ფეხბურთელებს უნდა მიეცეს, უბრალოდ თავიდანვე ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო, ჯერ შემადგენლობაში შეიყვანეს მერე გადაიფიქრეს, მოკლედ არაკომპეტენტურობის ზეიმია
irakli81
16 ივნისი 2023 10:09
1
ცუდი გადაწყვეტილებაა ნამდვილად, გადაღლაზე საუბარი მითუმეტეს 22წლის ასაკში საერთოდ უაზრობაა , აბა რაღას თამაშობენ შესარჩევს თუ გავედით ისიც ზაფხულზე იქნება და რა აზრი აქ გადაღლილი ხო არ ითამაშებს,
ბექა
16 ივნისი 2023 09:40
2
ჰო რა)ნაპოლის რომ ეთხოვა 30 მატჩს ითამაშებდა,ნაკრებში ატკივდება ყველას ფეხები.ქეცბას სიტყვები მახსენდება ამისულაშვილს რომ უთხრა 26 წლის კაცი რამ დაგღალაო
გიუშა
16 ივნისი 2023 07:49
6
პირველ ყოვლისა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კვარაცხელია 21-ში არ უნდა გამოეძახათ, არ იყო მიზანშეწონილი, ვიღაც ხუმრობით წერდა საკალათბურთო ნაკრების განაცხადშიც შევიყვანოთ მსოფლიოზე სამქულიანებს კარგად ისვრისო...რატომ არ უნდა გამოაძახათ კვარაცხელია და მიქაუტაძე? 1. ჩატარებული სეზონი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლა 2. არსებული კონტრაქტის პირობები, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი ყველაფერი, რაც სავარაუდოდ არის კიდეც მიზეზი თავშეკავების და 3. არსებობს ადამიანური მიჯნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც პირად ცხოვრებას ეხება, მაშინ რაციონალური მოქმედება ჭირს. სწორედ ამიტომ ფედერაციას უნდა გაეთვალისწინებინა, საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ ბატონ სვანაძეს არ უნდა გამოეძახა ხვიჩა. ეს ფსიქოლოგიური წნეხი მასზეც მოქმედებს სანაკრებო მატჩების წინ. პლუს ის საშინელი ჭორიკანა კომენტარები პირად ცხოვრებაზე, რომლებიც ჩვენი გულშემატკივრების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და ნეგატიური ფონის შესაქმნელად იწერება.... მაგრამ რადგან გამოგიძახეს, რადგან არ იფიქრეს შენზე, ჩვენზე, საერთო საქმეზე, მომავალ ურთიერთობებზე ალბათ უპრიანი იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში ყოფილიყავი ხვიჩა, თუნდაც 15 წუთი გეთამაშა...ნაკრების კვართი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ყველაზე მეტად შენ იცი...მართლა ბავშვები ელოდებოდნენ მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა...ისე დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნათამაშევი კვარაცხელია დაღლილობის გამო ნაკრებს არ გამოაკლდებოდა...მიზეზების ძებნის დროს სანაკრებო თამაშებამდე ტალახის სროლა მგონი არაა მართებული..
Segestrya
16 ივნისი 2023 05:27
1
Segestrya -ს ,, მაგრამ რადგან გამოგიძახეს, რადგან არ იფიქრეს შენზე, ჩვენზე, საერთო საქმეზე, მომავალ ურთიერთობებზე ალბათ უპრიანი იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში ყოფილიყავი ხვიჩა, თუნდაც 15 წუთი გეთამაშა...ნაკრების კვართი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ყველაზე მეტად შენ იცი...მართლა ბავშვები ელოდებოდნენ მას შემდეგ რაც გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა...ისე დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნათამაშევი კვარაცხელია დაღლილობის გამო ნაკრებს არ გამოაკლდებოდა" - ამაზე გეთანხმები, დანარჩენი საპოლემიკოა.
mvx
16 ივნისი 2023 10:09
0
Რა უცებ ვიცით ადამიანის ტალახით ამოსვრა, ან ასაკს გაუწიეთ ანგარიში ან მის ქცევას ან იმ სიხარულს რაც მან მოვანიჭა, ადამიანის ფიზიკური რესურსი ამოუწურავი არარის, მეორეც ერთი რა დააშავეს იმ ბიჭებმა 21 წლამდელებს ვგულისხმობ ვინც აქამდე მოიყვანეს ნაკრები და ასე თუ ისე შეთემაშებულები არიან,რატომ უნდა ამოაგდოს კვარამ მოთამაშე რომელიც დიდი ხანია ახალგაზრდულშია, სახლის გამო? Წარმოიდგინეთ ითამაშა კვიპროსთან, ითამაშა შოტლანდიასთან და მერე ახალგაზრდულში ეგეთი კვარა ვის გვჭირდება ამოწურული და დაღლილი, ეგ ბიჭი არც თავის თავს და არც გულშემატკივარს არ აკადრებს სუსტ თამაშს, ასე რომ ეს ნაც სექტა დაწყნარდით ეგ ბიჭი კიდე ბევრჯერ გაგვახარებს და მოშურნეებს გულს გაუხეთქავს. Წარმატებები ორივე ნაკრებს.
მათე
15 ივნისი 2023 23:11
16
ნაცსექტა, ქოცსექტა...რა სექტები აგიტყდა
მათე-ს
16 ივნისი 2023 08:56
0
სად მოასწრო ბმვ-ს ყიდვა, იმედია 2023 წლის მოდელია
ზვიადი
15 ივნისი 2023 21:16
9

სიახლეები პოპულარული