რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
ძაან არასწორი ნაბიჯია და საერთოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა, როდესაც ეხლა არკვევენ ვინ ითამაშებს და ვინ არა.
შაკო
15 ივნისი 2023 17:08
3
გოჩოლა,აზარა,მიქაუტაძე,დავითაშვილი მაინც კაი გუნდი გვეყოლება
giorgi 12
15 ივნისი 2023 16:49
4
ისეთი გონორით წერთ კომენტარებში ხვიჩაზე უნდა ითამაშოს ყველგან და თავი შეაკლასო, თითქოს თქვენი დამსახურებაა რამე მის წარმატებაში, ან რა უფლებით ითხოვთ, ან ვინ ხართ რა ვალი აქ თქვენი ვიმმეს ასეთი, რომ ასე ბრიყვულად ითხოვთ რამეს. ხვიჩას ადგილზე თქვენისთანა უმაქნისების გამო ნაკრებში არ ვითამაშებდი. ასე გადატვირყული გრაფიკის გამო რომ სერიოზული ტრამვა მიიღოს თქვენ აუნაზღაურებთ მკურნალობას? თუ ვალდებულია ვინმე კარიერა თქვენ პაკაზუხობას შეწიროს? რა ოცდაერთწლამდელები ხალხო თავი ხომ არ მიგირტყავთ რამეზე?
Semi
14 ივნისი 2023 14:22
15
ისეთი გონორით წერთ კომენტარებში ხვიჩაზე უნდა ითამაშოს ყველგან და თავი შეაკლასო, თითქოს თქვენი დამსახურებაა რამე მის წარმატებაში, ან რა უფლებით ითხოვთ, ან ვინ ხართ რა ვალი აქ თქვენი ვიმმეს ასეთი, რომ ასე ბრიყვულად ითხოვთ რამეს. ხვიჩას ადგილზე თქვენისთანა უმაქნისების გამო ნაკრებში არ ვითამაშებდი. ასე გადატვირყული გრაფიკის გამო რომ სერიოზული ტრამვა მიიღოს თქვენ აუნაზღაურებთ მკურნალობას? თუ ვალდებულია ვინმე კარიერა თქვენ პაკაზუხობას შეწიროს? რა ოცდაერთწლამდელები ხალხო თავი ხომ არ მიგირტყავთ რამეზე?
Semi
14 ივნისი 2023 14:19
11
სპორტალი გლიჯამს :) ორი იდენტური პოსტი-ერთს 5/11 აქვს ლაიქ/დისლაიქი, მეორეს, პირიქით 28/11-ზე. მასე გააგრძელეთ მანიპულირება :)
ციციკორე
16 ივნისი 2023 10:21
0
ახლა თუ არ მოვთხოვეთ და თუ არ ითამაშა რასაც ელის ხალხი აბა როდის უნდა ითამაშოს 5 წლის მერე?
ახლა უნდა დაამტკიცოს ზუსტად რომ ძლიერია თუ არადა დარჩება ნაპოლის ორბიტაზე კაი ხანს.
ჯუმბერი
14 ივნისი 2023 10:32
15
რა გადაღლაზე ვლაპარაკობთ წარმოდგენა არ მაქვს, 2 თვეა თითქმის არ უთამაშია ადამიანს
უვიცი
13 ივნისი 2023 19:56
16
მოკლედ ისეთი წერილია,გადაუღლელი რომც იყოს ხვიჩა აუცილებლად გადაღლა მოუნდება.
ილია
13 ივნისი 2023 18:38
4
ფეხბურთისგან რომ არ არის გადაღლილი ფაქტია,ორი თვეა კვირაში ერთი თამაში ქონდა.
ასეა ეს
13 ივნისი 2023 17:41
6
ფიზიკურად გადაღლის გარდა არსებობს ემოციური გადაღლა. წარმოიდგინე რომ სამსახურში მუშაობ და 1.5 წელია არ დაგისვენია. გამოფიტული ხარ და არაფერი აღარ გინდა ამ დროს. მექანიკურად ასრულებ შენ საქმეს და არ ხარ პროდუქტიული. მინიმუმ 2 კვირა მაინც უნდა დასვენება. გარემოს შეცვლა. ასე რომ შეეშვით მის კრიტიკას და ყოვლისმცოდნეებად ნუ მოგაქვთ თავი.
ოტტო
15 ივნისი 2023 17:55
7
რას ჰქვია მეტს ვთხოვთ? განა რამდენს უნდა ითხოვდეს ერი თავისი შვილისგან? წელიწადში 4-5 თამაშს თამაშობს ნაკრები და ყველამ თავი უნდა დადოს. რატომ გვიხარია კვარას, ჟორჟის, ზურიკოს, მამარდას ან სხვების წარმატეტბი? იმიტომ, რომ როდესაც საჭიროა ქვყანას და ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ, თორემ მაგათი ინდივიდუალური მიღწევები ჩვენ რა? ეგ ხალხი არც ჩემი და არც ბევრის არც ოხაჯის წევრები არიან, არც ნათესავები და არც მეგობრები.
ანესთეზეოლოგი
13 ივნისი 2023 15:25
16
ეხლა გგონია მაგარი რამე დაწერე? მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრე, ეგრე გააგრძელე
Semi
14 ივნისი 2023 19:32
8
გადაღლილია თუ არა მარტო კვარაცხელია ვერაფერს იზამს და ის რომ ის ნაკრებშია და მინიმუმ 2 ფეხბურთელს დააბამს მის ირგვლივ ესეც საქმეა.. წარმატებები ნაკრების ყველა წევრს და მთლიანად საქართველოს..
O.K.
13 ივნისი 2023 15:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული