რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
საინტერესოა ქორწილს როდისღა აპირებს არადა მეგრელებს ენაცვალოთ რაჭველები,ქორწილებში რა ლაზათიანი სუფრა იციან.სწორედ ამიტომ ვაკომენტარებ ორი თამაში ნაკრებში,ქორწილი და კიდევ ახალგაზრდულს რომ ითხოვთ მეტისმეტი არ მოუვიდეს.
ასეა ეს
08 ივნისი 2023 16:34
8
სიტის და ნაპოლის შედარება როგორ შეიძლება,ეტყობა დიდი ხანი არ არის რაც ფეხბურთს უყურებ.სიტი თითქმის ათი წელია ყოველ წელს ასობით მილიონს ხარჯავას ფეხბურთელების საყიდლად და ჩემპიონთა ლიგა ვერ მოუგია.სპალეტიმ 10 მილიონად ღირებული ფეხბურთელებისგან ისეთი გუნდი გააკეთა 16 ქულიანი უპირატესობით მოიგო ჩემპიონობა და ცოტა უკეთესი სათადარიგოები რომ ყოლოდა ახლა ჩ.ლ-ს ფინალშიც იქნებოდა.ხოლო როდესაც გუნდების ტაქტიკაზე წერთ კომედი შოუ მგონია.
hahaha
08 ივნისი 2023 15:48
6
სრული დილეტანტი ხარ ფეხბურთში. შენი ლოგიკა იმას გავს ბებიაჩემს "ის" რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო. და სიტის რო ყავს ამას ამბობს ის ადამიანი ასეთ ძლიერ გუნდში უნდა გადავიდეს კვარა რომ ლუზერ ნაპოლში 3 მცველებს უყენებენ და ბიჭი იკარგებაო. სპალეტიმ 10 მილიონიანი ტრანსფერებით გახადა თუ 10 კაპიკებით ეს რა შუაშია საერთოდ დდ.
...
08 ივნისი 2023 16:03
6
მოდი ჯერ კვარამ რაიმე განსაკუთრებული შედეგი დადოს ნაკრებში და მერე ვაქოთ და ვადიდოთ ყველა ბრუნვაში, თორემ ჩემთვის პირადათ, მისი ნაპოლში გაჩემპიონება,გატანილი 12 გოლი და სიმბოლური- საუკვეთესო ფეხბურთელობა მე-2 მე-3 ხარისხოვანია ამ შედეგით მან საკუთარი კარიერა მოიწყო და თავი დაიმკვიდრა დიდ ფეხბურთში,ახლა ჯერი მასზეა რომ ნაკრებს გამოადგეს და შედეგი დაიდოს...აქ გადაღლილობა, მოტივაცია, დაქორწილება თუ რამდენი მცველი ეთამაშება მიზეზად ვერ გამოდგება,არც წინასწარ მისი მაღალ დონეზე ვერ თამაშის გაპრავება გამოვა, რაც ამ სტატიაში იკითხება.....ისე გუშინ იგივე ავტორი 21 წლიანების შემადგენლობის განხილვისას ბათუმის დინამოელ კვერნაძეს ლამის უალტერნატივოდ მიიჩნევდა,რომელის თამაშსაც თითქოსდა მთელი იტალია ელოდა, ხოდა ეს ბიჭი როგორც გავრცელდა 21-წლიანების ნაკრებიდან გაუშვიათ....ეს მხოლოდ ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება არავის აინტერესებს,მაგრამ.....მაინც..
SOSO
08 ივნისი 2023 12:58
42
ამ კომენტარს საფეხბურთო ფაქტებთან საერთო არაფერი აქვს, თორემ ჭკუაქთმყოფელი კაცი ასეთ სისულელეს როგორ დაწერდა. შავი პიარია კვარას წინააღმდეგ, სხვა არაფერი. ახალი ამბავი არაა, ზოგ ქართველს პირადი შური ამოძრავებს, ზოგს ქართველების წარმატება ვერ აუტანია. ასეა ეს.
გიორგი
08 ივნისი 2023 21:14
8
განსაკუთრებულ შედეგად რას ჩაუთვლი?ხვნაში პირობა სჯობია,მკაში პირობას.სჯობია თავიდანვე თქვა,მერე რომ ნატოსა და ევროკავშირივით,ახალახალი მოთხოვნები არ დაამატო!თუ მისმა თამაშმა ნაკრებში და მაკედონიასთან უთამაშებლობამ,ვერაფერში დაგარწმუნა,ძალიან გაჭირდება შენი რამეში დარწმუნება!-რომ დაინახო,უნდა ხედავდე!
ჩემი აზრით,ხვიჩამ უკვე დადო,განსაკუთრებული შედეგი!-მან ნაკრებში და ხალხში,იმედი გააჩინა!აქ ჩაკვეტაძეზეც დაწერა ერთმა,ადგილი უნდა მოეძებნოსო ნაკრებში...ცუდი აზრით არ უთქვამს,მაგრამ არასწორად გამოუვიდა.ჩაკვეს ადგილის მოძებნა არ სჭირდება!მთავარია ფორმა,რწმენა დაიბრუნოს და სულ ცოტა,თითქმის ხვიჩას კალიბრის მეორე ფეხბურთელი გვეყოლება ნაკრებში,რომელიც თვითონ დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს,ნაკრებში!მამარდასთან ერთად,ეს ბიჭები,ლოკომოტივად გადაექცევიან ნაკრებს, უკვე ძალუმად ნაკრების კარზე მოკაკუნე ახალგაზრდობას,კიდევ უფრო მაღალ ზღუდეებს შეუტევენ და გადალახავენ.დღეს,ნაკრებში ერთადერთი,გურამ კაშიაა,ვისი ღირსეული შემცვლელიც,ჯერჯერობით არ ჩანს.ის ჯერ კიდევ ითამაშებს,მაგრამ უკვე გვიანდება მისი შემცვლელის ნაკრებში დაწინაურება.ის ხომ უნიკალურია თავისი ინტელექტით,ლიდერის თვისებებით და კლასთან შეხამებული გამოცდილებით.თვითონ ისიც,წლები მიდიოდა,ასეთად გახდომამდე და მისი შემცვლელი,ერთ და ორ წელიწადში,ასეთად ვერ იქცევა.არ მინახია როგრ თამაშობს გველესიანი,თუმცა მისი გამოსვლები ირანში,იმედს მაძლევს,რომ შესაძლოა მას ჰქონდეს საჭირო თვისებები,გურამ კაშიას შესახიდებლად.მას ასაკიც აქვს,გამოცდილებაც და ვფიქრობ კლასიც,ხოლო თუ ნაკრებში კარგად წარმოაჩინა თავი,ევროპაშიც შესძლებს ფეხის მოკიდებას.მის მიერ ირანში გატანილ გოლებს რომ ვუყურებ,როგორღაც ძალიან მეიმედება ამ ბიჭის და ისე ძალიან სურდა,ნაკრებში თამაში,რომ მინდორზე თავს მოიკლავს,ნაკრების გულისათვის.
სოსო
08 ივნისი 2023 18:14
4
ყველა გამოხმაურება
ჩემი აზით კვიპროსთან სასტარტო არუნდა იყოს.სიტუაციიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს მწვრთნელმა არმგონია კვიპროსი ისეთი გუნდი ხვიჩას გარეშეც გაგვიჭირდეს, რეალურად საფრთხეს ვუქმნით ტრავმის! თუ ნამდვილად U21 აპირებს შემდეგ თამაშს!!
beqa
08 ივნისი 2023 12:34
18
მარტივი მაგალითზე შიძლება პარალერი გავავლოთ აგერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე მატჩში ჰალანდმა რეალს ერთიც ვერ გაუტანა მაგრამ მისმა გამოთავისუფლებულმა სივრცეებმა (მუდამ ორი მცველი აჯდა ფეხზე) რეალი გაარღვია. რატომ ?ნაპოლისგან განსხვავებით სიტის ყავს ზეკვალიფიციური მოთამაშეები და რასაც ნაპოლი "პატიობს" მეტოქეებს როცა კვარას ორი კაცი იყვანს და სივრცეებს სხვები მაინც ვერ იყენებენ სიტი პირიქით ანგრევს ყველა მეტოქეებს ამ უპირატესობით. ამიტომ უნდა გადავიდეს კვარა გრანდში სადაც მას ასე სამი კაცით და გალიებით ვერავინ გაურისკავს აყვანას იმიტომ რომ თუ კვარაზე გადართავ ორ პერსონალურ მცველს, გრანდს სხვა ვარსკვლავებიც ყავს და ისინი აუცილებლად დაგსჯიან ამიტომ ხვიჩაზე ეს "კატენაჩო" არ გამოდგება ასეთი რეგალიის მქონე კლუბებში. იგივეა ნაკრებშიც კი ჩვენ არ გვყავს ბევრი ვარსკვლავი მაგრამ როცა ხვიჩას ნაკრებშიც დაუწყეს პერსონალური მეურვეობა უკვე ბოლო მატჩებია აქ მწვრთნელმა შეტევის ფრთაზე და ფორვარდათ უფრო სწრაფი შემტევები უნდა დააყენონ რომ როცა კვარაზე კონცენტრირდება მეტოქე მცველთა ჭარბი რაოდენობა ამ დროს ამ სწრაფმა შეტევებმა უნდა წამოიწყონ ამ სივრცეებში იერიშები და შეტევა გოლით ან მინიმუმ ხიფათით დაასრულონ.
Charley
08 ივნისი 2023 12:17
5
მარტო კვარაცხელია იმედზე ვერ იქნაბა ნაკრები.
შუახაზი განსაკუთრებულად უნდა გაძლიერდეს.
მაინც ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძეს უნდა მოეძებნოს ადგილი ნაკრებში. ყველაზე კრეატიულია
las
08 ივნისი 2023 12:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული