"ვემზადებით კვიპროსთან და შოტლანდიასთან მოსაგებად" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. თბილისში, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ჩვენი გუნდი ბოლო ვარჯიშს 15 ივნისს გამართავს. მოგვიანებით კი ვილი სანიოლის გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ლარნაკაში გაემგზავრება

მოახლოებულ ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): „მომზადებული ვხვდებით თამაშს. თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრი გახდა ჩემპიონი, მოიგო თასი, რაც მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ კვიპროსთან თამაშისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავამთავრებთ ამ თამაშს,
გავიმარჯვებთ, რაც წაგვადგება შოტლანდიასთან თამაშისთვის".

ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): „ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც. ეს ლოგიკურია, ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი კოლექტივი ვართ, გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.

კარგი სეზონის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხარ. ჩემთვის სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. იმედი მაქვს, სანაკრებო დონეზე კარგი მატჩებით დავასრულებ სეზონს და გულშემატკივარს გავახარებ“.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
კიტე-გაგნიძე-ჩაკვე------- უნდა შეძლოს სანიოლმა და ამ სამ კაცზე ააწყოს თამაში ცენტრში. დარწმუნებული ვარ კარგად ორგანიზებული ნახევრდაცვა ხვიჩას და ჟორჟს ბევრ სივრცეს შეუქმნის. მარჯვნივ ალბათ ლობჟანიძე სჯობია ზურიკოს. დაცვაში ცენტრში ალბათ მაინც კაშია-კვირკველიას დააყენებს მაგრამ მგონია რომ ლოჩოშვილი უკეთესი იქნება ამ ეტაპზე საბას მაგივრად. ფლანგებზე გოჩო და კაკაბა ალბათ საუკეთესო ვარიანტია დღეს(აზაროვი შეცვლაზე).
kicha
12:47 15-06-2023
0
გამარჯიბა, ორივე გასვლითი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთო განწყობის ამაღლებისათვის და ქვეჯქუფში დაწინაურებისათვის , ორი გასვლითი თამაში 3 დღეში ურთულესია და მარდად უნდა ვითამაშოდ გამარჯვებისათვის. გულშემატკივრები თქვენს გვერდით ვართ და გამარჯვებას ვუსურვებთ საქართველოს.
Gio9
12:45 15-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული