ქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ - ბრაზილიელითა და ფრანგით გაძლიერებული დაცვა და პარალელი "ჯვაროსნებში" მუშაობასთან...

AutoSharing Option
შაბათს, 17 ივნისს (22:45 სთ), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ჩატარდება. კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს აქ ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ გამართული და ახლა ისინი ერთმანეთს ლარნაკაში, "აეკ არენაზე" შეხვდებიან.

თუკი ნორვეგიასთან საშინაო (1:1) ფრე ჩვენთვის მაინც დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა, კვიპროსელები შოტლანდიასთან სტუმრად დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდნენ, თუმცა შემდეგ სქოთებმა ესპანელებს აჯობეს და შესაბამისად, კვიპროსში ტრაგედია არავის შეუქმნია. ქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უკვე ძალიან საინტერესოა (მისი მოადგილე სოსო ჭედიაა). ვიცით თემურის მუშაობის სტილი, განსაკუთრებით, "ჯვაროსნებში" ყოფნისას
და მისი დღევანდელი კონტინგენტიდან გამომდინარე, კვიპროსელები, პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, მით უმეტეს, მათ ხომ ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაზე ფიქრი უწევთ, რომელიც რამდენიმე მეურვეს იტალიის ჩემპიონატშიც კი უმკლავდება. თავის მხრივ, გასვლით მატჩებს ვილი სანიოლი კონტრშეტევებზე უკეთ აგებს და მწვრთნელთა დუელი მართლაც დაძაბული იქნება.

Sportall.Ge

დებიუტანტი კორეია - მარჯვნიდან პირველი

ქეცბაია დაცვის გაძლიერებაზე თავიდანვე ზრუნავს. მან ჯერ 36 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის, ვალენტინ რობერჯის ნატურალიზება მოახერხა ("აპოლონში" თამაშობს), ახლა კი "ანორთოსისში" მოთამაშე ბრაზილიელი მარცხენაფლანგელი, 32 წლის ანდერსონ კორეია "გააკვიპროსელა". დასაფიქრებელია, ქართველი სპეციალისტი მას ფლანგს ხომ არ შეუცვლის და კვარაცხელიას წინააღმდეგ პერსონალურად გამოიყენებს.

თემური ბოლო მატჩებში 3-მცველიან ტაქტიკას ამუშავებს. შოტლანდიაში ამან ნაკლებად გაამართლა, თუმცა კიდევ ერთი ცდა სომხეთთან ამხანაგური მატჩი (2:2) იყო. დიდი ალბათობით, უნდა ვიფიქროთ, რომ 5 ფეხბურთელი უმეტესად კარის დაცვით იქნება დაკავებული. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინ ლაიფისს, რომელიც ლიეჟის "სტანდარტში" ცენტრალური მცველია, ნაკრებში ქეცბაია საყრდენ ნახევარმცველად იყენებს. ანალოგიური გვახსოვს საქართველოს ნაკრებშიც, ზურაბ ხიზანიშვილისა და გურამ კაშიას შემთხვევაში.

Sportall.Ge

მარჯვნიდან პირველი - სოსო ჭედია

შეტევის წარმართვაში კვიპროსის ნაკრების მთავარი კაცი გრიგორის კასტანოსი იქნება, "სალერნიტანას" ფეხბურთელი, რომელსაც ახლახან დასრულებულ სერია "ა"-ში 2 გოლი და 1 "ასისტი" ჰქონდა. მათ მთავარ ფორვარდ იონაის პიტასს კი კვიპროსის ჩემპიონატის განვლილ სეზონში 18 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. მოგეხსენებათ, ამ ლიგაში ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაია გამოდის, რომელმაც სეზონი 8 გოლით დაასრულა. აქვე გამოდიოდნენ მეკარე გიორგი ლორია და მცველი ლაშა დვალი. სამივე ეს მოთამაშე სასტარტოს წევრად არ მოიაზრება.

შეხვედრას პორტუგალიელი არბიტრი ვერისიმო განსჯის, რომელიც მკაცრ არბიტრად მიიჩნევა და ზედმეტი სიხისტე მოედანზე არ უნდა დაუშვას!..

alt"ვემზადებით კვიპროსთან და შოტლანდიასთან მოსაგებად" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს

alt"საქართველოს დამარცხება გვინდა" - კვიპროსის ნაკრების მცველი მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს

altსანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

მკითხველის კომენტარები / 11 /
მთელი კორეაც რომ დაუყენონ ხვიჩას და ჟორჟს, მაინც დიდი ანნგარიშით წააგებენ. შოტლანდიასაც მოვუგებთ!!!
6
32-ი და 36-ი წლის მთამაშეებს, რომ გაანატურალიზებ და ათამაშებ ნაკრებში, წასულია ამათი საქმე! ბარეღამ ქეცბაიას და ჭედიას ეთამაშა რაღა! ეტყობა ახალგაზრდა თაობა ასე უიმედოა კვიპროსში ან ქეცბაია ვერ ხედავს მომავალ თაობას!
მწვრთნელი
12:11 15-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული