სანიოლი: ვნახოთ, იქნება თუ არა ხვალ "კვარა" სასტარტოში - მიზანი 3 ქულის მოპოვებაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ლარნაკაშია და კვიპროსთან ხვალინდელი მატჩის წინ, „აეკ არენაზე“ ბოლო ვარჯიში გამართა. თემურ ქეცბაიას შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა უპასუხა:

"საკმაოდ ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი, რადგან რამდენიმე ფეხბურთელმა სეზონი უფრო ადრე დაასრულა. მთლიანობაში, მოსამზადებელ პერიოდს დადებითად ვაფასებ, რადგან მოთამაშეების მზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ და რაც მთავარია, თავს ყველა ჯანმრთელად გრძნობს.

თემურ ქეცბაია ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე გავიცანი. ის ძალიან საინტერესო ადამიანია და ვფიქრობ, მწვრთნელის რანგშიც რთულ მატჩს შემოგვთავაზებს.

ვნახოთ, იქნება თუ არა
ხვალ "კვარა" ძირითად შემადგენლობაში. სასიამოვნოა, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლების შესაძლებლობებსაც სხვა მეტოქეები პატივს სცემენ, თუმცა კვარაცხელიას გარდა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში, გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობდა და მისთვის სიურპრიზის გაკეთება რთული იქნება, რადგან კარგად იცნობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მიზანი 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს, ყველა სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.

მარტში ლოჩოშვილის არყოფნის მიზეზი იყო ის, რომ თებერვალ-მარტში მას არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა. რადგან დღეს აქ არის, ე.ი. მზად არის მოახლოებული მატჩებისთვის.

ვფიქრობ, კვიპროსთან მატჩში კარში გიორგი მამარდაშვილი იქნება. ხვალინდელი თამაშიდან გამომდინარე კი ვნახავთ, ვინ ითამაშებს გლაზგოში. ვინაიდან, მამარდაშვილი ამ დონეზე თამაშობს, ვფიქრობ, ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად მზად არის".

რატი შელეგია ლარნაკადან "სპორტალისთვის"

altქეცბაია: საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია - წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ
alt"საქართველოს დამარცხება შეგვიძლია, ქეცბაიაზე ვიტყოდი, რომ..." - კვიპროსის ნაკრების ფორვარდი "ჯვაროსნებთან" მატჩზე საუბრობს
alt"კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა" - უცხოური მედიის პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 33 /
სანიოლის მიკვირს, რა ფანტასტიური ნაკრების ჰყავს საქართველოს, რომ მასში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის მოხვედრა სათუოა? ან ჩაკვეტაძე საწყის შემადგენლობაში რატომ ვერ ხვდება? და საერთოდ ვინ აყენებს სინამდვილეში ნაკრების შემადგენლობას?
ჟორა
18:38 17-06-2023
3
ხვიჩა, ბაბა, შენ თუ არა მამაშენს მაინც ეცოდინება, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ცაში აყვანასთან ერთად ისეთი შეზიზღება იცის, რომ მინდორზე გამოსვლის სურვილს დაგაკარგვინებს. ასე რომ, გაითვალისწინე ეს ნაპოლისთვის დასვენების პროცესში. ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ !!!
დინამოელი
18:05 17-06-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული