ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე A ჯგუფში შოტლანდიამ სამივე მატჩი მოიგო, 9 ქულით ლიდერია და 20 ივნისს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ დევიდ მარშალმა Sky Sports-ს განუცხადა, რომ მათი ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია და ქართველების დამარცხების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გავლენ:
"ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ნორვეგია 8 ქულით ჩამოიტოვეს და ეს გუნდი გლაზგოში უნდა გვეწვიოს. საკვალიფიკაციო ტურნირის ფანტასტიკური დასაწყისია. სატურნირო ცხრილის ყურება სასიამოვნოა. ესპანეთს და ნორვეგიას სძლიეს. სამშაბათს საღამოს "ჰემპდენ პარკზე" ამაღლებული განწყობა იქნება, ვინაი
დან შოტლანდია საქართველოსთან მოგებათა სერიის გაგრძელებას და სატურნირო მდგომარეობის განმტკიცებას იმედოვნებს.
გამარჯვება შოტლანდიას ევროპის პირველობაზე გასასვლელად ფანტასტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს. ასეთ სიტუაციაში მყოფებმა მიზანს რომ ვერ მიაღწიონ, იმედგაცრუებული დარჩებიან. ახლა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის".