"თამაში არ უნდა დაგვეწყო, გოლი გავუშვით და მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა მატჩის შეჩერება" - გურამ კაშია

AutoSharing Option
შოტლანდიასთან 2:0 მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე გლაზგოური თამაში შეაფასა:

"დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.

ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა,
რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ".

წყარო: Nakrebi.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს იყო ძალიან დიდი უსამართლობა - თამაში ან საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, ან, თუ შეწყდა, გადადებულიყო. ერთით ნულის მერე შეწყვეტა, როცა საგოლე პასი გუბემ გააკეთა ფაქტობრივად და მერე ისევ გაგრძელებ, ძალიან დაჩაგვრა იყო ჩვენი. თუ წყლის გადაშხვეპა შესაძლებელი იყო, ჯერ ეგ გაეკეთებინათ და მერე დაეწყოთ. მერე თუ აგორავებდა და ახტუნავებდა მსაჯი ბურთს, მანამდე რატო არ ქნა ეგ? რა მანამდე კარგად დახტოდა და დაგორავდა? შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგას ვერავინ იტყვის წინასწარ, მაგრამ ასეთი უსამართლობა არ უნდა მომხდარიყო.
გიორგიპირველი
13:16 21-06-2023
1
აი ამ კომენტარიდანაც ნათლად ჩანს რო პირველი გოლის მერე უკვე იცოდნენ რო წააგებდნენ,ამ განწყობით დაბრუნდნენ მოედანზე,რაც სამარცხვინოა პროფესიონალი ფეხბირთელისთვის.როცა პროფესიონალი ხარ,ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და ყველა სიტუაციაში უნდა იბრძოლო ბოლომდე.ამათ კი დაინახეს წვიმა და მაშინვე წააგეს უკვე ფსიქოლოგიურად.ეს არაა პროფესიონალიზმი.ჟარგონით ამას ჭინჭყლობა ქვია,როცა მეტოქე გადის მოედანზე და შენ არ გინდა გასვლა,გეშინია,იცი რომ წააგებ.ასეთი მენტალიტეტის შეცვლას მთელი თაობების შეცვლა სჭირდება.წვიმას ნუ დავაბრალებთ წაგებას.
Master
14:15 21-06-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული