"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურება.

მან თავდაპირველად ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების კარში გატანილი გოლი გამოაქვეყნა და დაწერა:

"Facebook-ის პოლიცია ამის წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ამ წარმატებას. ისე ვგულშემატკივრობ, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი".

მოგვიანებით მან ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ზეიმის კადრებიც გამოაქვეყნა, რის შესახებაც დაწერა:

"ეს არის ნამდვილი ბედნიერება! უბრალოდ, ნახეთ და გაიგებთ, თუ რა არის ფეხბურთი. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთ გარემოში არასდროს უთამაშია და ვფიქრობ, ამას ვერც
მოვესწრებით. შეიგნეთ და დაფიქრდით ამაზე", - წერს ანდრონოვი.
მკითხველის კომენტარები / 35 /
1985-1987 წლებში, ვმსახურობდით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, ოდესის ოლქში, ტარდებოდა ტურნირი ფეხბურთში, 15-ქართველი ვიყავით და აქედან 10-ნახალოვკელები, ამ ათიდან 7-ფეხბურთელი იყო ჟანის აღზრდილები, ფეხბურთის მრწვრთნელი იყო და მასთან გაიზარდნენ,ყველას მოვუგეთ და ფინალში ოფიცრების ნაკრები გამოგვიყვანეს, სპორტროტადანაცკი მოიყვანეს რომ ჩვენთვის მოეგოთ, ბოლოს პენლებში წავაგეთ 5-4, ერთი მაიორი იყო რუსი და არასდროს დამავიწყდება იმის სიტყვები ოფიცრებს რომ უთხრა, თქვენ წააგეთ ეს თამაში თბილისის ერთერთ უბანთანო და ადგა და წავიდა, მიუხედავად წაგებისა სიამაყის გრდზნობა დღესაც მომყვება იმ თამაშიდან, ეს ისე თუ როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, მაშინ 18-19 წლის ბიჭები ვიყავით. მადლობა თუ ჩემი მოგონება თქვენს გულამდე მივიტანე.გამარჯვებით გვევლოს საქართველოს.
პაპა
19:38 28-06-2023
2
რუსეთიც მოესწრება, თუ საქართველოდან ჯარს გაიყვანს, უკრაინასთან ომს შეწყვეტს, იმპერიულ ამბიციებს უარყოფს, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა გახდება და მეზობლების კანონიერ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობა. ჩვენი პატივისცემა ყველა ღირსეულ და წესიერ რუსს!
თენგაბი
15:55 28-06-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული