"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ჩვენს ქვეყანაში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.

მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი,
არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.

არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.

კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.

ინფორმაციის წყარო: 1tv.ge

alt"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ყველა მოსაზრებით სწორად არ მოიქცა, რომ არ ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატში! თქვენ კი, ვინც ამდენი ხნის შემდეგაც ვერ დაოკდით ჭორაობით, უნდა გირჩიოთ, ჩეეეეეემი თამადობით(მე უკვე გავიყარე)გრძეეეეეეელი მახათი გამოიყენეთ უსაქმურობის გასაქარვებლად
4
20 ივლისი 2023 15:28
7
ვკითხულობ, ზოგიერთ კომენტარს და მიკვირს,კვარა არ ათამაშესო?და გინდათ, რომ ეს ზღაპრები დავიჯეროთ!?თვითონ არ ითამაშა,თავი მართლა მარადონა ჰგონია უკვე,მაგრამ ის არ იცის,რომ მარადონა არა მარტო დიადი ფეხბურთელი უაღრესად პატრიოტი და თავმდაბალი ადამიანი იყო.
საქართველოს ნაკრებში თუ არ ითამაშებს კვარა ნაპოლი სულ ფეხებზე მკიდია,დომენის გარეშე ვნახავ რისი გამკეთებელი ხარ!?
ტერმინატორი
20 ივლისი 2023 15:26
21
აუ, აღარ დამთავრდა რა.
ქუთაისი
20 ივლისი 2023 14:39
2
ზეწოლა ნაღდად იყო ! ოღონდ არა ნაპოლიდან (უბრალო მისეზის გამო--არ ქონდათ ამის უფლება) და ვიღაცეები რომ ამბობენ რომ ეთამაშა დასჯიდაო ნაპოლი და საინტერესოა როგორ დასჯიდა ? ხელფასს დაუქვითავდა ?(რისი უფლებაც ასევე არ აქვთ) არ ათამაშებდა ?? და მაგის გამო მთელი ნეაპოლი ცოცხლად შეჭამდა ნაპოლის თავკაცებს ! კვარა ვიღაცა დემე ან თუნდაც ელმასი კი არაა რომ ასე აიღონ და არ ათამაშონ ! გუნდის ლიდერი და მთელი ნეაპოლის კერპია ! ზეწოლა იყო იმ ძალებისგან ვინც ებრძვის საქართველოს @ ვინც წაგვაგებინა მაკედონიასთან ფინალი @@@
zura222
20 ივლისი 2023 14:01
16
კარგი რა. კრიტიკას რომ ერიდებიან. არ უნდათ ურთიერთობების გაფუჭება. ლუკა გაგნიძემ კარგად ითამაშა? ან ლუკამ ვერ ითამაშა ან არასწორად იყო უკან საყრდენად დაწეული. მიპასუხეთ, მითხარით რომ ვცდები, ოღონდ რაში ვცდები.
მწარე
20 ივლისი 2023 14:01
3
ნაპოლი ზეწოლას ვერანაირად ვერ მოახდენდა, შეიძლება რეკომენდაცია და რჩევა მისცა ტექნიკურმა დირექტორმა რომ დასვენება უკეთესიაო მომავალი სეზონისთვისო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მე მგონია მაინც მამამისმა და ჯუღელმა მიიღეს და ხვიჩაც დათანხმდა,თორემ თავიდან მაგარი მოტივირებული იყო ხვიჩა სათამაშოდ
მამუკა
20 ივლისი 2023 13:42
2
მართალი ხარ კახი, კვარა თავიდან აპირებდა თამაშს თუმცა რაც პარტენოპეიში ახალი თავკაცი მოვიდა მას მერე შეიცვალა აზრი და აგარ ითამაშა თუმცა კვარა ოქროა და მას გაფრთხილება სჭირდება. კიდევ ერთხელ მადლობა ახალგაზრდულ გუნდს
gio9
20 ივლისი 2023 13:40
3
ყველა მოსაზრებით სწორად მოიქცა, რომ არ ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატში! თქვენ კი, ვინც ამდენი ხნის შემდეგაც ვერ დაოკდით ჭორაობით, უნდა გირჩიოთ, გრძეეეეეეელი მახათი გამოიყენეთ უსაქმურობის გასაქარვებლად!
4
20 ივლისი 2023 13:32
13
მე მგონია რომ ხვიჩას გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ითამაშებდა. ეტყობა რომ პატარა ბავშვივით უხარია ფეხბურთის თამაში და საქართველოში მით უმეტეს დიდ სიამოვნებას მიიღებდა ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე.
odala
20 ივლისი 2023 13:14
3
ხვიჩა შეგეშალა!
ლაშა
20 ივლისი 2023 13:07
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული