"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ჩვენს ქვეყანაში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.

მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი,
არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.

არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.

კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.

ინფორმაციის წყარო: 1tv.ge

alt"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
Ეგ დიდი ხანია ჩვენ ვიცით ვინც გაბრაზებულები და გაწბილებულები ვართ თორე სექტას,რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა გაგონება და დანახვა არ უნდა,დილიდან საღამომდე შეუძლიათ შესციცინონ თვალებში.
Ამით რას მივიღებს ან თავად და ან მისი სექტა მაგასაც ვნახავთ.მაგაზე დიიიდი სპორტსმენები მინახია უკვალოდ გამქრალები და აღარავის რო არ ახსოვს.
Მერე თავად სექტა ჩაწიხლავს და ახალ ქურუმს დაემონება.
Მე პირადად მამარდა,გოჩოლეიშვილი,წიტაიშვილი უფრო მგონია რო მეტს მიახწევენ.თუ არა გჯერათ და მაგასაც ვნახავთ.
Ჯერ იმაზე უნდა დაფიქრდეს კაცი,ვინც გაზარდა იმას არ ახსენებს არსად და ბათუმს ეხმიანება.დაუნახაობა ყველაზე ცუდი საქციელია რომელიც ასე ჰაერში არ ჩაივლის
მწარე სიმართლე-ს
20 ივლისი 2023 12:56
15
ზეწოლა არა კიტრი, არ უნდოდა და არ ითამაშა არც მიქაუტაძემ იკადრა, აბა ლეაოს ან სხვებს ეთამაშათ თუ არ ითამაშებდა
Tbilisi
20 ივლისი 2023 12:54
10
მიქაუტაძე მაინც ფრანგია. ხვიჩა სიხარულით ითამაშებდა თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო.
odala
20 ივლისი 2023 13:15
11
კაცო რას ვმარჩიელობთ და რატო არავინ ამბობს სიმართლეს??? ეს ჟურანლისტებიც ხმას არ იღებენ და ჩემს კომენტარს არ აქვეყნებენ!!! ამოიღეთ აბა როდის იქორწინა ხვიჩამ? იქორწინა იმ შაბათს როცა ისრაელს ხვდებოდა საქართველო მეოთხედფინალში. 3 დღით ადრე კი არ დანიშნა ქორწილი. დიდი ხანი იცოდა რო არ ითამაშებდა. არჩია თვისი ქორწილი ქვეყნის ნაკრებში თამაშს. რადგან ნაპოლიში თამაშობს არ გავაშავეთ ყენიასავით თორე ყენიამ რამე სხვა კი არ ქნა. სამწუხარო სხვა არაფერი
მწარე სიმართლე
20 ივლისი 2023 12:30
21
მილიონ % ნაღდი ხარ...ჩამოსვლისას რომ გულში მჯიღები იკრა მოუთმენლად ველოდები ახალგაზრდულში თამაშებსო,მაგის თქმაც ვინმემ დააძალა? არც მამა გამოადგა მრჩევლად და არც ჯუღელი...გამოდი და კაცურად თქვი როგორც იყო და კოვიდის ამბავიც მიაყოლე (ვონ და სად აგკიდა)...
ნაღდია
20 ივლისი 2023 16:47
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული