"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ჩვენს ქვეყანაში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.

მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი,
არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.

არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.

კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.

ინფორმაციის წყარო: 1tv.ge

alt"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
არცერთ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშა. სირცხვილია, 100 მილიონ ევროდ შეფასებული, იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი 2 წლით უმცროსებთან რომ გამოჩენილიყო. ახალგაზრდული ჩემპიონატის დანიშნულება ერთადერთია, გამოავლინოს პერსპექტიული სპორტსმენები. კვარაცხელია ვიღაცას გზას გადაუჭრიდა და წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერი მას დაბრალდებოდა. რა თქმა უნდა, ეგეთ ტურნირში თავს გაუფრთხილდებოდა და მასზე აგებული ტაქტიკის გამო, გუნდი ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. საერთოდ, აბსურდია მაგ საკითხის განხილვაც კი. ვერ ვიხსენებ შემხვევას, როცა ასაკით უფროს ფეხბურთელები, რომლებმაც 20 წლის ნაკრებში არ ითამაშეს, გაეკრიტიკებინოთ. საერთოდაც, ასაკობრივი ჩემპიონატების მიმართ ყურადღება არსად მახვილდება.
ბექა
16:31 20-07-2023
28
მართალი ხარ კახი, კვარა თავიდან აპირებდა თამაშს თუმცა რაც პარტენოპეიში ახალი თავკაცი მოვიდა მას მერე შეიცვალა აზრი და აგარ ითამაშა თუმცა კვარა ოქროა და მას გაფრთხილება სჭირდება. კიდევ ერთხელ მადლობა ახალგაზრდულ გუნდს
gio9
13:40 20-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული