20 წლის ნახევარმცველმა პედრიმ მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, - ინფორმაციას "ბარსელონას" საიტი ავრცელებს.
"ბარსა" არ იტყობინება, რამდენი ხანი გაუცდება პედრის, "მუნდო დეპორტივოს" ცნობით კი, მას მინიმუმ თვე-ნახევარი მოუწევს უქმობა.
ასე რომ, პედრი ესპანეთის ნაკრებს 8 სექტემბერს, ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ვერ დაეხმარება.