"კვარაცხელიას თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია, საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და..." - რა თქვა ასპილიკუეტამ მომავალ თბილისურ დაპირისპირებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა სესარ ასპილიკუეტამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

გამოცდილი უკანახაზელი თბილისურ დაპირისპირებას მათთვის ფინალის მნიშვნელობას ანიჭებს:

"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი სისწრაფე აქვს და ნებისმიერ დროს თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია. ამას გარდა, მას სხვა ბევრი დადებითი თვისებაც აქვს.

ჩვენ პარასკევის შეხვედრას ,როგორც ფინალს, ისე უნდა მივუდგეთ და ეს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს.

გვესმის, რომ იოლ სიტუაციაში აღარ ვართ. საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი ნაკრები და
მათი დამარცხება რთული იქნება", - ციტირებს ასპილიკუეტას ესპანეთის ნაკრების Twitter-ის გვერდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ფურია როხას" დაპირისპირება 8 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული