AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

AutoSharing Option
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.

კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია
"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.

კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.

პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ პრესინგით ჩვენს საჯარიმოს,ან უფრო უარესი კარებს არ მიგვაჭყლიტეს,იქნებ რამე გამოვიდეს. არც ამოსვლა ვიით პრესინგიდან და არც მიწოლა.ხვალ დადგებიან შტერი ბავშვებივით თავის ნახევარზე და დაიწყებენ პირდაღებულები იმათი ნაგორავები ბურთის დევნას.
ნუკრი
07 სექტემბერი 2023 08:59
7
კი, პრესინგი და ლოცვა თუ გვიშველის
ვაჟა
07 სექტემბერი 2023 13:51
2
ფრთხილად ესპანელებო... მერე არ თქვათ, ჩვენ კბილის ტკივილი გვეგონა და არ ველოდით, თუ თავის, გულის და ერთი ადგილის ტკივილიც მოჰყვებოდაო...
დდდ
07 სექტემბერი 2023 13:17
1
რა სიურპრიხს უმხადებს, 3 თავდამსხმელით უნდა ეთამაშოს?
აბო
07 სექტემბერი 2023 19:18
2
სანიოლის სურპრიზი არ გაიშვას.
გიორგი
07 სექტემბერი 2023 22:12
0
მაგრად გვტროლავენ. რაც გადავრჩით ნრვეგიასთან ესპანეთი გადაგვირბენს
beqa
07 სექტემბერი 2023 14:51
17
კარგი მწვრთნელის პირობებში, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ამ კონტიგენტით ესპანეთთან ქულების აღებაზე ფიქრი და არა მოყვარული ვილი სანიოლის პირობებში.

წარმატებები საქართველოს ნაკრებს
ფეხბურთი
07 სექტემბერი 2023 14:46
6
ესპანეთს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს...ყველა ხაზში დაბალანსებული გუნდია..და სარეზერვო სკამი აქვს ერთ გუნდს გააკეთებს ევროპული დონის...ჩვენ ვიფიქროთ ჩვენს პრობლემებზე...ყველაზე ტლანქი..უმოძრაო დაცვის შუა ხაზი რომ გვავქს ...გველესაინიასთვის ერთი ტაიმი მაინც მიეცა შანსი..რომელიც ძაან მოტივირებულია...ძაან კარგი შედეგები დადო ამ ბიჭმა..შუა ხაზშია ფეხბურთელები რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ ჩაშლით...ეს ნიშანვს იმას რომ...შუა ხაზი ისევ ჩავარდება...და ისევ მატარებელს ჩავაყენებთ კარებში...აბურჯანიას შორეული პასების იმედი ნამდვილად არ მაქვს...რომ შეტევაში გაიყვანოს კვარა და მიქაუტაძე..კიტე ნამდვილად რ=არაა ის მოთამაშე რომელიც ესპანეთის შუა ხაზის წნეხს გაუძლებს...გოჩოს და აზაროვს იმდენი სამუშაო ექნებათ რომ გაუჭირდებათ შეტევაში თამაში...ფაქტიუარდ დაცვის მატარებლიდან მოგცვიწევს თამაში...რამდენად გამოუვათ ეგ კვარას და ჟორჟიკას,,ხვალინდელი დგე და მომზადების ხარისხი აჩვენებს...წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს..ფრეც მშვენეირი შანსი იქნება..მთვარია სათამაშO დისციპლინა დაცვაში თამაში ბოლომდე შეინარჩუნონ..არ აიჭრან და თამაში არ აიგდონ...ასეთ თამაშებში ჩნდება გუნდური ხასიათი და მიზანსწრაფვა..რომელიც ძალიან გვაკლია ყველა გუნდურუ სახეობებში..რაგბის გარდა..
ბუჯანგა
07 სექტემბერი 2023 14:35
3
ნეტავი ქართველ გულშემატკივარს რეალობის შეგრძნება მისცემოდეს. რატომღაც ესპანეთის დამარცხებას რომ ითხოვენ და მთელი სერიოზულობით ბჭობენ, როგორ უნდა ვეთამაშოთ ესპანეთს ))

2 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს სულ, აქედან 1 მეკარეა. გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ამ ეტაპზე საშუალო ფეხბურთელი: მიქაუტაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი. გვყავს რამდენიმე ნიჭიერი მაგრამ ჯერ გამოუცდელი ფეხბურთელი: გაგნიძე, საზონოვი. აქვე ბებერი კაშიაც ვახსენოთ. ისიც კარგია, ჯერ სხვებს ჯობია. პლუს ენერგიული მაგრან უკლასო საბა ლობჟანიძე.

ეს არის სულ ჩვენი აქტივი. ამით გინდათ ესპანეთს მოუგოთ? ან ნორვეგიას? ))

ჩაკვეტაძე სამძუხაროდ ვეღარაფერს ცვლის მოედანზე. დავითაშვილსაც აღარ აქვს პროგრესი და პასს არ თამაშობს. სხვა არ ვიცი ვინ გამომრჩა ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო.

ნეტავი ერთა ლიგიდან გავიდეთ, მე
იმის მეიმედება. იქნებ იქ მოხდეს სასწაული


ილუზიები
07 სექტემბერი 2023 12:29
6
მარტო ფეხბურთში არა ცხოვრებაში თუ არ გექნება გამარჯვებულის ფსიქოლოგია ვერასოდეს გაიმარჯვებ
სვანსკი
08 სექტემბერი 2023 10:40
0
ჩვენმა გაზეთებმაც შეიძლება დაწერონ მსგავსი სტატიები მეტოქეებზე.
მაგალითად- მსოფლიო სპორტი: ესპანეთს აქვს იმის პოტენციალი თბილისიდან ერთი ქულა წაიღოს.
სარბიელი:ნორვეგიაში ადვილ გასეირნებას არ უნდა ველოდოთ,ეს ის ნორვეგია არ არის,მათ ჰყავთ ჰალანდი,ოდეგორი და ზოგიერთი ნორმალური ფეხბურთელი რომლებსაც სანიოლის გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
გოლი.ჯე :ციკლის დასაწყისში გაჩუქებულმა ქულებმა ახლა შეიძლება ჯგუფიდან გასვლა სათუო გახადოს,დროა ბიჭებმა კონცენტრაცია მოახდინონ და დარჩენილი ყველა თამაში გოლგაუშვებლად მოიგონ
Levani
07 სექტემბერი 2023 12:28
1
სიურპრიზ 1:7 ))))))
დათო
08 სექტემბერი 2023 23:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული