AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

AutoSharing Option
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.

კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია
"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.

კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.

პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
აბა რაა!!! როცა ფიფას რეიტინგით 78-ე გუნდს ეთამაშები, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავს:
ჩემპიონშიპის მე-18 ადგილზე მყოფი უიტფორდის სათადარიგო შემტევი-ჩაკვე 0 გოლი, საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მე-12 ადგილძე მყოფი შემტევი- დავითაშვილი 0 გოლი, სეგუნდა დივიზიონის მე-7 ადგილძე მყოფი ლევანტეს ნახევარმცველი-ქოჩორა 0გოლი, ტორინოს მცველი-საზონოვი,რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს ნათამაშები სერია-აში და რაც მთავარია ნაპოლის ე.წ. სუპერ შემტევი, ოქროს ბურთის 30-ე ნომონანტი კვარა- 0 გოლი ბოლო ნახევარ წელში პრობლემა კი არა შიშისგან რატომ არ ცახცახებენ მე ეგ მიკვირს....სინამდვილეში კი ერთი მამარდაა, რომელიც ტონუსშია და თავს არ შეირცხვენს, ახლახან მიქაუტაძემ კლუბი შეიცვალა გინდა არ გინდა ამოვარდნილია რაღაცნაირად ფორმიდან, ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა ბოლოს, აიაქსის რიგებში თამაშისას. კვარა კი იცით რა დღეშიც ყავთ ნაპოლის ხემძღვანელობას და საკუთარ გარემოცვას- საშველი არ დაადგა მისი ხელფასის და კონტრაქტის საკითხის მოგვარებას, რასაც დაერთო მისი არასასურველი სპორტული ფორმა, თამაშის ხარისხის ვარდნა და შედეგიანობის განულება, უფრო მეტიც ნაკრების გადამჭყვეტი თამაშების წინ ნაპოლის მეპატრონეებმა შეგნებულად, არაკორექტურად უარყვეს ყოველგვარი მოლაპარაკება მისი ხელფასის და კონტრაქტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კვარას ფსიქო-მორალურ განწყობას...გამოსავალი ერთია უნდა დახუროს ეს ორი თამაში და მერე ვნახავთ, როგორ აჭიკჭიკდება ნეაპოლელი მაფოოზა კინორეჟისორი...
SOSO
10:24 07-09-2023
16
მადლობა ხვიჩა ქვეყნის ასეთი პოპულარიზაციისთვის!!!!შურიანი და ბოღმიანი ადამიანები ამას მაინც ვერ დაინახავენ და ვერ დააფასებენ!!!
საქართველო უპირველესად
18:07 07-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული