საქართველოს ნაკრებიც შოტლანდიაში (0:2) დამარცხდა. მათ ევროპირველობაზე არასოდეს უასპარეზიათ, ახლოს კი იყვნენ, როცა "ერთა ლიგის" ფინალში საგზური ჩრდ. მაკედონიას დაუთმეს.
ესპანელები ისეთი მძლავრები ვეღარ არიან, როგორც 2008-12 წლებში იყვნენ. ევროპის წინა ჩემპიონატზე ისინი ნახევარფინალში გავიდნენ, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობნენ.
საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან 22 სანაკრებო შეხვედრაში მეტოქის კარი ათჯერ აიღო. კარში "ვალენსიელი" გიორგი მამარდაშვილი იქნება. დაცვას გამოცდილი გურამ კაშია გაამაგრებს. აქვეა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც უკვე "აიაქსის" ფეხბურთელია. ნაკრებში არ არიან დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე და ნიკა კვეკვესკირი.
"ფურია როხას" მთავარი სიახლე კარგ ფორმაში მყოფი "ბარსელონას" შემტევი, 16 წლის ლამინ იამალია. თუკი მას დრო მიეცემა, ყველაზე ახალგაზრდა იქნება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ითამაშებს. სავარაუდოდ, მარჯვენა ფლანგზე მადრიდის "რეალის" ფლანგელი კარვახალი გაირჯება, რომელიც კვარაცხელიას დაუპირისპირდება (ეს დუელი ჩემპიონთა ლიგაზე შედგება) და არა უკვე "ატლეტიკოს" წევრი სესარ ასპილიკუეტა. მარცხნივ "ბარსელონელ" ბალდეს ველით. სავარაუდოდ, ცენტრში როდრის რუისი შეუწყვილდება.
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - გოჩოლეიშვილი, ჩაკვეტაძე, აბურჯანია, კიტეიშვილი, აზაროვი - კვარაცხელია, მიქაუტაძე;
ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, ბალდე - როდრი, რუისი - ასენსიო, გავი, ოლმო - მორატა.
სავარაუდო ანგარიში 0:2
საქართველოს ნაკრები მეტოქეს ბევრ პრობლემას შეუქმნის და სახიფათო იქნება. ამის მიუხედავად, ესპანელებს დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.
მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით
სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...