საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
პირველ რიგში სანიოლია გასაგდები ასეთი ცუდი ფეხბურთელები რომ დააყენა მოედანზე. დაცვა სრული კატასტროფა, ნახევარდაცვა საერთად არის მოედანზე? თავდამსხმელებამდე ბურთი არც კი მიდის. უნიჭო ფეხბურთელების უნიჭო მწვრთნელი. თავდასხმის გარდა სრულიად გამოსაცვლელია ნაკრები.
08 სექტემბერი 2023 21:03
2
მარტო სანიოლია გასაშევები? გასაშვებიაა კობიაშვილი მისი ძმაკაცი კალათბურთის პრეზიდენტი სანიკიძე . არავინ გაუშვებსსს სანიოლს, სპეციალურად აკეთებენ რომ საქართველო არ გავიდეს ევროპაზს. როდესაც კოვიდის დროს შეგნებულად არ დაუასვესსს სტადიონზე მაყურებლის 20 პროცენტი როცა უეფამ დაგვეთო
ბექა
08 სექტემბერი 2023 21:40
4
ასე იცის უაზრო ამბიციებმა და თავში ავარდნამ.
ჩელენჯერი
08 სექტემბერი 2023 21:02
3
ასეთი უსუსური ნაკრები ჯერ არ მინახავს.კაშია,კვირკველია აბურჯანია გაგნკძე და სხვები.საცოდაობაა ამათი ტანჯვის ყურება.
ჯუჯი
08 სექტემბერი 2023 21:03
0
Kashia da kvirkvelia madloba.droa nakrebs daanebot tavi.
Levani
08 სექტემბერი 2023 21:03
3
ეს რა გუნდი გამოვიდა მოედანზე! აეც ტაქტიკა,არც მოტივაცია,არც ჟილკა და არც არაფერი!!! რა უნდა სანიოლს საქართველოს ნაკრებში მეტყვის ვინმე??? კაცი რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს არ დაესწრო საქართველოში სადაც ჩვენი ახალგაზრდები გამოდიოდნენ!!!
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 21:00
1
Ადეკვატური შეკითხვაა! აბა, დაუსვა ვინმემ კითხვს თუნდაც იმ ბოლო თამაშზე (რომელსაც დაესწრო), აქამდე სად იყავიო? ჰოდა, დიაგნოზია ეგ - რატომ არ ესწრებოდა ნაკრების მწვრთნელი ასეთ მნიშვნელოვან და მისთვის პრაქტიკული დანიშნულების მქონე ფორუმს?!
მასტერს
09 სექტემბერი 2023 08:10
0
დააბრუნეთ ქეცბაია!
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 21:01
11
თუ დააბრუნებენ მხოლოდ ზონდერად მთავარ მწვრთნელად არა, იმენა ზონდერად!.
Xo
08 სექტემბერი 2023 22:08
6
არა უშავს, აქ თუ გადაგვირჩნენ, ესპანეთში სადღა წაგვივლენ?!...
დდდ
08 სექტემბერი 2023 20:55
0
სამოყვარულო ნაკრები უკეთესად ითამაშებდა.. დარტყმა 0, კუთხური 0, დაცვა 0, კომბინაცია 0, პასის კულტურა 0, მონდომება და სურვილი 0.. იღბალიც 0.. ნულის ნული.. მაინტერესებს ამ ნულმა რატომ უნდა ითამაშოს ევროპაზე ან მითუმეტეს მსოფლიოზე?! ამათ ფეხბურთი ესმით ასე: უნდა უყურონ სხვებს ფეხებში და კართან ცოტა ახლოს რომ მოვლენ ეგებ წაართვან ეს ოხრად დასარჩენი ბურთი(გულში ალბათ აგინებენ კიდეც, ოხ ამ ბურთის მომგონისო) და შორს გადააგდონ მერე..შედეგიც შესაბამისია.
ალექს
08 სექტემბერი 2023 21:02
1
19:30 ზე დავწერე რომ ასეთი შემადგენლობა და სათამაშო ტაქტიკა დიდი ანგარიშით წაგაბას გარანტირებულად უზრუნველყოფდა. სანიოლი სახლში !!!
ის თაღლითია ან საერთოდ აზრზე არაა არაფრის. ცენტრს რომ მოკლავ აბურჯანიათი და გაგნიძით(თუ რატომ არ მოვყვები) და დაცვაში კვირკველიას და კაშიას დააყენებ, ეს ნიშნავს რომ გარტყმაში არ ხარ, ბიჭების ბრალი არაა 4:0, ეს სანიოლის განადგურებაა!!! სანიოლი ჯიუტი უტვინოა...
nika
08 სექტემბერი 2023 20:59
1
იცი რა , ეხლა მოდი მიწაზე დავეშვათ და მიხვდეთ სადა ვართ და სად არი ჩვენი ადგილი ევროპულ ფეხბურში !
ანაგელი
08 სექტემბერი 2023 21:02
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული