ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
მე ამ კომენტატორის და ლადო ბურდულის ოპტიმიზმი მაგიჟებს, რა დასკვნები უნდა გამოიტანო ან რისი და ვისი იმედი გაქვს შე უპატრონო, ან ვინ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რამდენი ხანი უნდა ვიყაროთ თვალებში ნაცარი...არა სათამაშო კლასი, არა სტრატეგიის მაგვარი რაღაც, არა სინდისი და ნამუსი, არა თავმოყვარეობა...სადაც ფედერაცია სრულიად პოლიტიზირებულია (ნაცობა არ დამაბრალოთ აზრი არ აქვს),ნაკრები სადაც შემადგენლობის დაყენებას კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობენ...რისი იმედი რისიიიიიი...
















































სამწუხაროდ
08 სექტემბერი 2023 22:23
2
კვარაცხელია, შეიჭერი ეგ "პრიჩოსკა" რა, ნურც შენ იტანჯები და ნუ დაგვტანჯე ჩვენც
ემიგრანტი
08 სექტემბერი 2023 22:17
3
სამარცხვინო ფედერაციის ჩამოყვანილი და აქაური სამარცხვინო მწვრთნელები, როლებიც ჩემის აზრით ნაწილობრივ სავსებით შეგნებულად რაღაც მატერიალური დაინტერესების მიზეზით, და აგრეთვე არაკვალიფიციურობის გამოც აყენებენ უაზრო შემადგენლობას, მაგ: კაშია და კვირკველია და არავითარ შემთხვევაში გველესიანი, ძლივს გამოიყვანა შეცვლაზე ჩაკვეტაძე არადა ამ არამწვრთნელ სანიოლს ბურთის ამომტანი არ ჰყავს, ამიტომ ვამბობდი არაბიძეზე, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია უაზრო მორბენლებისაგან განსხვავებით. სასწრაფოდ გასაშვებია ვითომ მწვრთენილი სანიოლი და მთელი სამწვრთნელო შტაბი, ღირსების მქონე ადამიანი დაუყონებლივ გადადგებოდა, მაგრამ სად არის ღირსება?
ჟორა
08 სექტემბერი 2023 22:17
1
გავიც დაბალია მარა ფეხებზე მყარად დგას .კიტეიშვილი, მექვაბიშვილი ,აბურჯანია და გაგნიძე - არც ერთია ათლეტი და მებრძოლი.უცხოურ კლუბებში როგორ ათამაშებენ მე არ ვიცი . არ მოგბეზრდათ ეს აბრეზა ფეხბურთელები? 185 სმ- ზე დაბალი და უბიცეპსო არ გამოიძახოთ !
კონსერვატორი
08 სექტემბერი 2023 22:15
3
გადამწვარია ბიჭი ტო რა გჭირთ ბოლო 2 წელში 3 თვე მაინც ექნება ნათამაშები დაასვენეთ რა ბიჭი რაა
ხვიჩა გადაღლილია
08 სექტემბერი 2023 22:06
15
შენ რა გიქნეს ბაბუ?
მე მომკლეს ბაბუ, მომკლეს
შვილიშვილები ვილის:
08 სექტემბერი 2023 22:04
1
რაუნდა ნაკრებში კვირკველიას ???ვინც ის მიიწვია დასახვრეტია ....ან ძირითადში აბურჯანიას ? ამაზრზენი თამაში ....პენსიაზე არფრი სმენი ზოგიერთს იქნებ მიხვდენ ამთამაშისმერე რომ დროა ....
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:02
2
უჯიგრო, უთავმოყვარეო, დამფრთხალი ფეხბურთელებიო და გულშემატკივარი ფაფარაშლილი ლომები? სხვა ჩვენს ადგილზე აგურ-აგურ დაშლიდა სტადიონსაც და ფედერაციასაც, ფეოლა 1966წ. მარცხის შემდეგ. 6 თვე, შიშით ბრაზილიაში ვერ ჩადიოდა და სანიოლი ვინ ფეხებია, მისი გაშვების ერთი ადგილიც რომ არ გვაქვს? ასე რომ ენას კბილი დავაჭიროთ და შევიგნოთ, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება მხოლოდ ჩვენი ბრალია და მეტი არავისი.
goga
09 სექტემბერი 2023 17:40
4
ფეოლას გუნდს და სანიოლოს გუნდს შორის განსხვავება ძაან დიდია.
საშსინლად, უგულოდ ვითამაშედ მაგრამ რეალობა ევაა როგორჩ დასრულდა თამაში. უბრალოთ თავს ვიტყუებთ და გვჯერა რომ ძლიერი გუნდი გვყავს. არ გვყავს სამწუხაროდ
G_G_G
09 სექტემბერი 2023 18:40
0
რისი დამშლელები ვართ თუ ძმა ხარ, დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის გაძევება კი არა აგერ ჯაბა იოსელიანი პანთეონში დამარხეს და მაგაზე ვერ ამოგვიღია ხმა.
ირაკლი
10 სექტემბერი 2023 14:58
1
აფსუს, ოქრიაშვილი გვყოლოდაა...
ანზორა
09 სექტემბერი 2023 02:57
48
კეკვესკირი კვეკვესკირი
კარლიტო
09 სექტემბერი 2023 09:49
2
სირცხვილი ის იყო ათი წლის წინ კარებში ავტობუსი რომ გვეყენა და ბოლო წუთებზე რომ გაგვიტანეს...ეხლა ფეხბურთი მაინც ვნახეთ!!! ბრაზილიამაც წააგო ესე
თემო
08 სექტემბერი 2023 23:36
66
სად ნახე ფეხბურთი?
რეზო
09 სექტემბერი 2023 00:07
1
ტრამვაიც რომ ყოფილიყო არ ჯობდა? რა შეტევაში დალეწეს ყველაფერი თუ გამოგვრჩა რამე?
ირაკლი ქუთაისელი
08 სექტემბერი 2023 23:51
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული