ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
1:7
ღადაობთ?
08 სექტემბერი 2023 23:34
2
გადადგეს თბილისის მერი!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:37
6
ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალი გამახსენდა. ოღონდ ბრაზილიამ ბოლოსღა გაიტანა პრესტიჟის გოლი. ჩვენ დავუძაბეთ მაინც...
არკადა
08 სექტემბერი 2023 22:32
1
დააბრუნეტ ქეცბა ქეცბა
kaka
08 სექტემბერი 2023 22:23
5
ჩვენების თამაშებს აღარ ვუყურებ 2 წელია უკვე. მომბაძეთ ნერვს მაინც არ აიშლით
Batumi
08 სექტემბერი 2023 22:22
2
გადადგეს სანიოლი!!!
დათო
08 სექტემბერი 2023 22:20
2
კვარაცხელოვი სად იყო?
sad
08 სექტემბერი 2023 22:18
11
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი...
ავჭალიდან
08 სექტემბერი 2023 22:14
1
არ გასულიყვნენ მოედანზე მხოლოდ 3:0 წაგება ჩაეთვლებოდათ. მითუმეტეს როცა ასეთი მწვრთნელი გყავს და იცი რა გელოდება
-
08 სექტემბერი 2023 22:03
2
ამასობაში თურქეთი - არმენია 0 - 1 მხითოც არ გვყავს :))))
Robert22
08 სექტემბერი 2023 23:57
16
ეხლა უკვე 1:1. თუმცა, საერთოდ არ მაღელვებს ვინ მოიგებს, თურქეთი თუ სომხეთი. არ არის მიზანშეწონილი ასეთი სწორება სხვებზე (სტატისტიკისთვის - 2004 წელი: თურქეთი-საქართველო 1:1)
ნიკა
09 სექტემბერი 2023 00:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული