ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
პროტესტის ნიშნად მე მხოლოდ სათაურს დავწერდი ცარიელი ტექსტით
სანდრო
08 სექტემბერი 2023 22:35
0
მეტის ღირსი ვართ.
ენძო
08 სექტემბერი 2023 22:31
6
კარგი რა, ენძო! მეტი რაღა გინდა, თამაში 6 გოლამდე იყო და ჩვენ 7 გოლი გავუშვით.
ენძოს
09 სექტემბერი 2023 01:00
0
Კარგია რომ ძველ დროს არ ვივიწყებთ და ისტორიას პატივს ვცემთ ასე გავაგრძელოთ ბიჭებო არ მოგვანატროთ ძველი ნაკრები. Ვაი თქვენს პატრონს უთავმოყვარეო ძალად ფეხბურთელებო.ფედერაცია დასაშლელია და გასაყრელი საქართველოდან.
მათე
08 სექტემბერი 2023 22:23
1
კვირკველია რომელ გუნდში თამაშობს ან აბურჯანია ვისი ნათლულია ან რა ნაპოლი ან რა აიაქსი ქართული ფეხბურთის ...... კლუბებიან ნაკრებიანად
იკა
08 სექტემბერი 2023 22:09
5
ბურთის ძეგლს მიუმატეთ, საკუთარი კარების ძეგლი!!! მთელი ესპანეთი დაავაჟკაცეთ, საღოლ სანიოლ!!!
ბურთის ძეგლი
08 სექტემბერი 2023 22:08
1
Saniolma waago tamashi. Sazonovi dziritadshi, pensionerebi saxlshi.lochoahvili nakrebshi. Pensionerebis dro iyo swraf espanelebtan
Levani
08 სექტემბერი 2023 22:05
1
გულითადი მოკითხვა ფეხბურთის ბოსებს და ნაკრების წევრებს!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
08 სექტემბერი 2023 22:00
3
ისე ნაციონალებს მაინც არაფერი გეშველებათ იყიდეთ კოსმოსური ხომალდი იალა ბურდა ამ ქვეყნიდან:))))
ლექსო
09 სექტემბერი 2023 18:48
23
როცა საზონოვს კვირკველიას ამჯობინებ და ყველაზე სწრაფად მოთამაშე ნახევარდაცვას-აბურჯანიას დაუპირისპირებ - ან ფეხბურთის გარტუმაში არ ხარ ან ახვრობასთან გვაქ საქმე.იმის კაცობაც არავის ყოფნის გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს
BOSS
09 სექტემბერი 2023 16:00
0
დემჩენკო განიშნეთ ბიჯოოო
ღადაობთ?
08 სექტემბერი 2023 22:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული