ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ათი წლის წინ ავტობუსი რომ გვეყენა და ბოლოს მაინც გაგვიტანა ესპანეთმა ეგ უფრო სირცხვილი იყო !!პრობლემა ისა რომ ჩვენ არ ვიცით ფეხბურთის თამაში და გოლის გატანა ,შეტევიდან ბურთს რომ მოატრიალებ და ცენტრში პასს გააკეთებ ვინ ასწავლა ჩაკვეტაძეს და კიდევ ვაბანგზე რომ ურტყავენ კარებში ეს ხომ სლოტები არაა არ უნდა იცოდე პროფესიონალმა კვრაცხელიასაც ეგება ნაგი!!!!
თემო
09 სექტემბერი 2023 21:32
6
Შენ რომელი თემო ხარ???
ნაღდი თემო
09 სექტემბერი 2023 22:50
2
- Robert22- ხარობთ ხო ქართველების დამარცხებით სომხობა(?!),ხო ხდებით ბედნიერები არა მარტო სპორტში ქართველობის მარცხით(?!)-ვიცით,ვიცით! კალათბურთში ყოველი მარცხით ხო ხარობდით...ახლა რეგბშიც ჩასაფრებული ხო არ ხართ,როგორც ოსობა,ისიც გარუსებულები...იმ ღრუსების გარეშე სუნთქვაც რომ ვერ წარმოგიდგენიათ,და მათით აფხაზეთი უკვე ,,დაითრიეთ,,-სომხური ,,ბიზნესით,, წალეკეთ,,-ჯავახეთის დათრევასაც ხომ არ ცდილობთ ჩვეული ვერაგობით-ღრუსებს ამოფარებულები(?).
და მართლა ფიქრობთ-შეგრჩებათ(?!).
აჯობებს აზზრზე მოდით,მეზობლებთან შური,ბოღმით განწყობილ- ჩასაფრებულები ცხოვრებას შეეშვით,თორემ როცა
მოვიშორებთ ღრუსულ-მონღოლურ იმპერიას... ვნახავთ-მარტო რას წარმოადფებთ!
ეჭვი გეპარებათ-სომხეთის საზღვართან-10 000-ნი სახედრო ბაზა აშენდება და ა რ ა ვ ი თ ა რ ი სტრ-ლი თუ რაიმე ურთიერთობები,სანამ ლორეს შესახებ მისაღები შეთანხმება,მით დემარკაცია არ მოხდება(!)+ თუ დაგვჭირდა-ახალი ნოე რამიშვილით საქართველოსაც გავასუფთავებთ (?!),რა ესაქმება საქართველოში იმ ერს, თუ ერების შვილებს-ქართველების დანარცხებით რომ ხარობთ!

ცნობისათვის-800 წელი ვერ დაგვეწევით ვერაფერში,რუსეთმა შეგიქმნათ სახელ-ფო და დღემდე მათით არსებობთ-პრეტენზუებს ანთხევთ.
ან ბოლო-ბოლო თურქებისადმი დღევანდელი ასეთი ზიზღი,სიძულვილი,მტრობა რუსებმა რომ გიბრძანეს- მათ ასე ჭირდევათ და...არადა-რა ვინდათ თურქებთან-მოქეცით მეტად ღირსეულად და თუ არ დაიდო შედეგი,მერე დაგიდგებით გვერდით,როდემდე უნდა ელაპარაკოთ ყველას რუსებს ამოფარებული(?!)
ან, ბოლო- ბოლო-თურქები რომ მოვიდა კავკასიაში მტრობით... სომხეთის სამეფო-სახელმ-ფო უკვე არ ასებობდა,ბიზანტიის იმპერიამ გააუქმა,მათ მიზანტიის იმპერია დაიპყრეს და...

როცა მეზობლებთან საკუთარი სახით დაიწყებთ ურთიერთობებს,თან ღირსეულად -მაშინ მიიღებთ თანადგომას-შექმნით წარმატებულ სახელ-ფოს, რასაც სხვათა შორის უნდა ვთქვათ- ფაშინიანის სომხობა ცდილობს.

თანადგომა მეზობლებთან,თანადგომა...არა შურით,ბოღმით,უცხო იმპერიების იმედით- რუსულ აზიური იმპერიის სამხედრო ბაზის ფუნქციით მტრობა...რა-არ ვერ გაუგეთ(?!)
გლახუნა
09 სექტემბერი 2023 14:15
6
ფედერაცია კარნახობს მწვრთნელს შემადგენლობას..
აქ მთავრდება ყველაფერი.
Lasha
09 სექტემბერი 2023 07:25
1
ახხალგაზრდულში რო არ ჩამოხხვედით ეგ მაგის ბრალია ბაბა ფულიიი
აქაური
08 სექტემბერი 2023 22:54
17
ჯუჯა და კაი ფეხბურთელი მესია მარტო და დიეგო იყო ადრე!მორჩა!!!)))
გიორგი IV
08 სექტემბერი 2023 22:51
8
კარგით რა, სირცხვილი?! ხდება ხოლმე. ესპანეთს მსგავსი ანგარიშით სხვადასხვა დროს იტალიასთან და ინგლისთან წაუგია (იხ: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98). მთავარია საფუძვლიანად ჩავუყრმავდეთ პრობლემებს და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და არა ისე, როგორც დღესაქამომდე ვართ, კუს ნაბიჯებით ვვითარდებით და სასწაულს ველით!
რომც გავიდეთ ევროპასა თუ მსოფლიოზე იქ რა უნდა გავაკეთოთ?! იამაიკასავით არგენტინასთან 5-0 წავაგოთ და ჯგუფიდან ვერ გავიდეთ? სანამ ფულზეა აქცენტი და უფასო სკოლები არ გაიხსნება და ამასთან ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება სასწაულს ტყუილად ველით. ერთი მერცხალი (კვარა) გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ფეხბურთში გაცილებით მეტი მასობრიობაა აუცილებელი, მაგრამ რა ვუყოთ, რომ თანხები ღარიბ ბავშვთა მშობლებს არ აქვთ?!
ლაშა
08 სექტემბერი 2023 22:25
6
ხოდა იამაიკაზე უარესი რომ ხარ, მაგაშია საქმე
ადოლფა
08 სექტემბერი 2023 22:36
2
და ერთი თხოვნა კიდე, თამაშამდე ვოვა გუცაევის "სიბრძნეები" გეყოთ რა!
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:23
2
ძალიან სამწუხაროა, ასეთ უსუსურ თამაშს ნაკრებისგან არ ველოდი, მსუბუქად თუ ითქმის ამ ვითარებაზე, მეტი მოძრაობაა საჭირო მეგობრებო ბურთით ,თუ უბურთოდ, სხვანაირად არაფერი გამოვა!!!
DD
08 სექტემბერი 2023 22:09
0
მატჩის დღე! მთავარი ვარსკვლავი ქართველი ხომ არაა? :)))))))) ესეთი სტატიებს კი წერდით
giorgi
09 სექტემბერი 2023 11:37
0
ეს ქეცბაია შტერი კი არ იყო, 7 მცველს რომ ათამაშებდა. იცოდა შეტევითი ფეხბურთი რა კატასტროფას მოგვიტანდა.
ჰაჰა
09 სექტემბერი 2023 11:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული